31/08/2024
🔹„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესი პირველად დამტკიცდა.
✅დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალი, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.
✅დამტკიცდა ასევე იმ დეტალური სფეროების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც დაშვებულია მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად ელექტრონული სწავლება.
🔹წესი ითვალისწინებს იმ დეტალურ სფეროებს, რომელთა განხორციელებაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გულისხმობს ისეთი პრაქტიკული კომპონენტის არსებობას, რომელიც მოითხოვს ლექტორისა და სტუდენტის ერთ სივრცეში ფიზიკურად ყოფნას.
💻აღნიშნული წესის საფუძველზე უნივერსიტეტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, სტუდენტებს ელექტრონულად შესთავაზონ პროგრამის ცალკეული კომპონენტები.