19/11/2025
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გიწვევთ ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-15 ეროვნულ კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 6-7 და 20-21 დეკემბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თითოეულ დღეს კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე და ჩატარდება 2 სესია, ერთი სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.
კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:
1. კრედიტისა და სიცოცხლის დაზღვევის ურთიერთმიმართება საკრედიტო ურთიერთობებში, თეორია და სასამართლო პრაქტიკა - ქეთევან მესხიშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/yWjF9
2. ინტერესთა კონფლიქტი არბიტრაჟში: საქართველოს სასამართლოების ლეგიტიმური კონტროლი თუ გადაჭარბებული ჩარევა? - ქეთევან მესხიშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/xkMmr
3. პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან დერივაციული სარჩელის საფუძველზე, სასარჩელო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი გამოწვევები - ლაშა ცერცვაძე, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/uxr9S
4. ქართული კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები არარეზიდენტებთან ურთიერთობაში: რისკები და გადაჭრის გზები - გიორგი ხანჯალიაშვილი, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/Qm7eq
5. შრომის სამართლის პრაქტიკული ასპექტები: ხელოვნური ინტელექტი სამსახურეობრივ გარემოში (1), დავის ადრეულ ეტაპზე პრევენციის და გადაწყვეტის მექანიზმები შრომის ურთიერთობებში (2) - სოფიო ჩაჩავა, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/gWnLY
6. მართლმსაჯულების ორი გზა: საარბიტრაჟო და სასამართლო განხილვის პრაქტიკული შედარება - დავით ტაბატაძე, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/LUjAZ
7. კოლექტიური შრომითი დავების სპეციფიკა და პრაქტიკული ასპექტები - ანა სამსონია, ბიოგრაფია იხილეთ აქ https://shorturl.at/JdZJk
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 250 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 220 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში - 200 ლარი.
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის გავლისა და კონფერენციის საფასურის გადახდის შემდეგ. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 დეკემბრის 18:00 საათი.
მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2025 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. ონლაინ რეგისტრაციისთვის, იხილეთ ბმული https://shorturl.at/CDmkd
ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ მისამართზე [email protected]. თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი.
რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ: https://shorturl.at/HVD6Q
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს: [email protected]
2025 წლის 6-7 და 20-21 დეკემბერი