კოლეჯი "სპექტრი''

კოლეჯი "სპექტრი'' მიიღე პროფესიული განათლება, დასაქმდი და გახდი წარმატებული!

კოლეჯის „სპექტრი“ განვითარების ისტორია

თბილისის კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად.

პროფესიული განათლების მიზანია, მოსახლეობის მითხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა; კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა შრომის ბაზრ

ის მოთხოვნილების შესაბამისად; საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაცია.

პროფესიული განათლებით ინტერესდებიან, როგორც სტუდენტები ასევე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალეს მსოფლმხედველობა და ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

2007 წლიდან კოლეჯის განვითარების სტრატეგიამაც ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გახდა სასწავლებლის პრიორიტეტი.

„სპექტრის“ სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს და განსაზღვრავს სწორი მენეჯმენტი, კვალიფიციური სასწავლო პროგრამები და პედაგოგები მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ახალი სტანდარტები, რაც დააჩქარებს საქართველოს პროფესიული სწავლების ინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც გულისხმობს ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას დასავლეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებთან.

უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა, რომელთა უმრავლესობა ახლახანს დაინერგა, მაგრამ უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის. ასევე წარმატებით განხორციელდა ნორვეგიის საგანმანათლებლო პროგრამა: „განათლება დემოკრატიისათვის.“ ვფიქრობთ, მომავალშიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, კოლეჯი არაერთ საინტერესო პროგრამას განახორციელებს როგორც სასწავლო, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით. „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას, რაც ნიშნავს, სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კვალიფიციური მუშახელის მომზადებას. ჩვენი სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან: კალატოზის, მებათქაშის, მეფილე–მომპირკეთებელის, რკინაბეტონის კონსტრუქციათა მწარმოებელის, თაბაშირმუყაოს სპეციალისტის, მღებავის, შემდურებლის, ელექტრიკოსის, დურგლის, გზების მშენებლობის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ხის მხატვრული დამუშავების, არქიტექტურული დეტალების მძერწავის, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის, მარკშაიდერიის ტექნიკოსის, ტოპოგრაფისტის, ელექტრული და ციფრული ტექნიკის შემკეთებლის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის, ავტომობილის ზეინკალისა და ძრავის შემკეთებლის პროფესიებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგიების, პოლიგრაფისტის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკრუენტუნარიანი და მოტივირებული, დაგეგმოს თავისი მომავალი.

20/06/2026

შედუღების ჯგუფი
პედაგოგი: ჯაბა ჯანიაშვილი
სტუდენტი: გივი ჯაფიაშვილი

20/06/2026

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი სპეციალობის ჯგუფის პრაკტიკული ლექცია " კუს ტბაზე"
პედაგოგი: ქეთევან ხომერიკი და სვეტლანა კვანტალიანი
www.spectri.ge

19/06/2026
19/06/2026
კოლეჯ ''სპექტრსა''და კომპანია NMG.Nikora Management Group -ს პარტნიორობით დაწყებული საგანმანათლებლო ინიციატივა პრაკტიკულ...
19/06/2026

კოლეჯ ''სპექტრსა''და კომპანია NMG.Nikora Management Group -ს პარტნიორობით დაწყებული საგანმანათლებლო ინიციატივა პრაკტიკულ ფაზაშია.
სტუდენტები პრაკტიკას NMG-ის შვილობილი ბრენდების [შპს ნიკორა, შპს ჩვენი ფერმერი] საწარმოო ბაზებზე გადიან და რეალურ სამუშაო გარემოში ეფლებიან ისეთ დეფიციტურ ტექნიკურ პროფესიებს როგორიცაა:
👉ელექტროობა და ავტომატიზაციის სისტემები
👉კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების მომსახურება.
პროექტი სტუდენტებისთვის ორმაგად მამოტივერებელია-მათ აქვთ წვდომა ტექნოლოგიებზე , იღებენ უნიკალურ გამოცდილებას რეალურ სამუშაო სივრცეში და ამავდროულად, სარეგბლობენ ყოველთვიური სტიპენდიითა და კომპანიის ბენეფიტებით!
მადლობა ჩვენს პარტნიორს ასეთი მაღალი დონის პარტნიორობისთვის!

19/06/2026
19/06/2026

კონდიცირების სისტემები ჯგუფი.
პედაგოგი: ნინო მაღლაკელიძე
www.spectri.ge

🎉დღეს თბილისი მერიისა და კოლეჯ “სპექტრის” ერთობლივი მომზადება/გადამზადების პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი” 2026 წლის გაზ...
17/06/2026

🎉დღეს თბილისი მერიისა და კოლეჯ “სპექტრის” ერთობლივი მომზადება/გადამზადების პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი” 2026 წლის გაზაფხულის მიღების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს! წარმატებულ პროფესიულ გზას ვუსურვებთ!

17/06/2026

პროგრამა"ისწავლე და დასაქმდი" კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა.

Address

ბ. ჭიჭინაძის ქუჩა N10
Tbilisi
0168

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი "სპექტრი'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to კოლეჯი "სპექტრი'':

Share