ISET - International School of Economics

ISET - International School of Economics ISET- 2-year Master's in Economics, 2-year Master's in Finance, and 4-year Bachelor's in Economics.

ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გმობს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტი...
01/12/2024

ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გმობს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ და ძალოვანი სტრუქტურების ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ. ეს არის პირველ რიგში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, ცალსახად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩეულ ევროპულ კურსს და იწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
ISET-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს სამუშაო კაბინეტებიდან და დგას რუსთველზე, ქართველი ხალხის გვერდით.
ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!

ISET მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. მიგვაჩნია, რომ ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს ქვეყნის...
30/11/2024

ISET მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. მიგვაჩნია, რომ ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ISET-ის სტუდენტების დიდ ნაწილს, რომლებმაც პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩია. ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაფიცული სტუდენტების აკადემიური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.

🌟 გვიხარია და გვეამაყება, რომ წელს ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენ...
18/10/2024

🌟 გვიხარია და გვეამაყება, რომ წელს ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ინიციატივა გამოიჩინა, რომ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე მანქანური სწავლების დარგში საუკეთესო თეზისის ავტორი სტუდენტები ფულადი პრიზით დაეჯილდოვებინა.
✨ 2024 წელს საუკეთესო მანქანური სწავლების თეზისის გამარჯვებულები ხატია ვარდიშვილი და ილია ამირეჯიბი გახდნენ.
🥳 ვულოცავთ ხატიას და ილიას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!
---
🌟 We are delighted and proud that this year, a graduate of ISET Master's Program in Economics, who preferred to remain anonymous, took the initiative to award students who authored the best thesis in the field of machine learning for the final year of the Bachelor's program with a cash prize.
✨ In 2024, the winners for the best thesis in machine learning are Khatia Vardishvili and Ilia Amirejibi.
🥳 We congratulate Khatia and Ilia on this achievement and wish them continued success!

📝 We’re proud to announce that the International School of Economics at TSU (ISET), along with the ISET Policy Institute...
08/10/2024

📝 We’re proud to announce that the International School of Economics at TSU (ISET), along with the ISET Policy Institute, has officially signed a memorandum of understanding with the Leibniz Institute of Agricultural Development in Transition Economies (IAMO).

🤝 This partnership will open up new avenues for collaboration in research and the professional development of students and junior researchers.

🔴 Stay tuned for more updates on upcoming projects and opportunities this collaboration will bring!

——

📝 ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი ლაიბნიცის აგრარული განვითარების ინსტიტუტთან გარდამავალ ეკონომიკაში (IAMO).

🤝 ეს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ერთობლივი კვლევების განხორციელებასა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების პროფესიული განვითარების სფეროში.

🔴 ამ თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე და მომავალ პროექტებზე ინფორმაციას დამატებით გაგიზიარებთ!

🌟 ზედიზედ ოთხი წელია ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, ა...
07/10/2024

🌟 ზედიზედ ოთხი წელია ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, აჯილდოვებს საბაკალავრო პროგრამის დამამთვარებელ კურსზე საუკეთესო თეზისის ავტორ სტუდენტს, გენდერის დარგში.
✨ 2024 წელს საუკეთესო გენდერის თეზისის გამარჯვებულები სოფია ღავთაძე და მარიამ ავქოფაშვილი გახდნენ.
🥳 ვულოცავთ სოფიას და მარიამს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!
——
🌟 For the fourth year in a row, an ISET Master's Economics graduate, on this occasion who prefers to remain anonymous, has been awarding students from the final year of their Bachelor's program in Economics through writing the best thesis within the field of gender.
✨ In 2024, Sofia Gavtadze and Mariam Avkopashvili became the winners of the best gender thesis.
🥳 We would like to congratulate Sofia and Mariam on their award and wish her many more future successes!

🔴  პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა (PMCG) ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თეზისების კონ...
01/10/2024

🔴 პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა (PMCG) ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თეზისების კონკურსი წელსაც ჩაატარა.

✨ შედეგად, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის 2024 წლის 8 კურსდამთავრებულმა საუკეთესო თეზისების კონკურსში გაიმარჯვა.

🎖️ თინათინ ანდღულაძე, ანა ნარუსლიშვილი, სოფიო მკერვალიძე, ოთარ ცუხიშვილი, ნესტან კირთაძე, საბა აფციაური, ნიკოლოზ თომაშვილი და ანი შინჯიკაშვილი PMCG-იმ ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა.

🔺 გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი მეგობარი ორგანიზაცია, როგორიცაა PMCG. მადლიერები ვართ სტუდენტების გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის და მოტივირებისთვის!

——

🔴 PMCG - Policy and Management Consulting Group once again held a thesis competition this year for students of ISET's Bachelor's program in Economics.

✨ As a result, eight graduates from the ISET 2024 BA program won the Best Thesis competition.

🎖️ Tinatin Andghuladze, Ana Naruslishvili, Sopio Mkervalidze, Otar Tsukhishvili, Nestan Kirtadze, Saba Aptsiauri, Nikoloz Tomashvili, and Ani Shinjikashvili were awarded cash prizes by PMCG.

🔺 We are fortunate to have a partner organization like PMCG and are grateful for their support, encouragement, and motivation for our students!

🔴 Join our team!🔺 We are looking for the Academic Program Coordinator.👉🏻 If you are interested, visit the link for more ...
26/09/2024

🔴 Join our team!

🔺 We are looking for the Academic Program Coordinator.

👉🏻 If you are interested, visit the link for more details: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=584465

🌟 ძალიან ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომელთა ზრუნვასა და უწყვეტ მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს ISET...
25/09/2024

🌟 ძალიან ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომელთა ზრუნვასა და უწყვეტ მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს ISET-ის სტუდენტების ცხოვრებაში!

🔺 წელს, ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ამჟამად მუშაობენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი), დააწესეს სწავლის საშეღავათო სტიპენდია, რათა დაეხმარონ ფინანსური გამოწვევების წინაშე მდგომ ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

👉🏻 ეს მხარდაჭერა ჩვენი სტუდენტებისთვის უდიდესი მოტივაციაა თავიანთი აკადემიური მიზნების მისაღწევად.

✨ დიდი მადლობა ჩვენს კურსდამთავრებულებს სემეკში! თქვენი ერთგულება ჩვენთვის შეუდარებელი და განუზომელია!

——

🌟 We are truly proud of our incredible alumni, whose care and support continue to make a meaningful difference in the lives of ISET students!

🔺 This year, a group of ISET’s MA Economics graduates, now working at the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC), established a Tuition Relief Stipend to assist MA Economics students facing financial challenges.

👉🏻 This support provides much-needed encouragement to our students as they work toward achieving their academic goals.

✨ A heartfelt thank you to our alumni at GNERC! Your dedication is a source of inspiration for us all!

🌟 დღეს ISET-ის კარი პირველკურსელთათვის გაიღო!🔴 წელს ჩვენს ოჯახს 165 სტუდენტი შემოუერთდა.✨ გვიხარია და ვამაყობთ, რომ საუკ...
23/09/2024

🌟 დღეს ISET-ის კარი პირველკურსელთათვის გაიღო!
🔴 წელს ჩვენს ოჯახს 165 სტუდენტი შემოუერთდა.
✨ გვიხარია და ვამაყობთ, რომ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები გვენდობიან და ირჩევენ ISET-ს!
----
🌟 Today ISET opened its doors to the BA Class of 2028!
🔴 Another 165 students have now joined our family.
✨ We're really proud that so many top-scoring students continue to trust and o trust and chose us!

🌟 როცა წარმატება ტრადიციად იქცევა! 🔴 უკვე 5 წელია ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა არის  #️⃣1️⃣ საქართველოს ყველა...
10/09/2024

🌟 როცა წარმატება ტრადიციად იქცევა!

🔴 უკვე 5 წელია ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა არის #️⃣1️⃣ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების და სხვა მომიჯნავე პროგრამებს შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით!

✨ გვეამაყება, რომ ვემსახურებით ხარისხიან განათლებას, რომელიც ლიდერობს წლების განმავლობაში.
___

🌟 When success becomes a tradition!

🔴 For the fifth consecutive year ISET Bachelor’s Program in Economics ranks as #️⃣1️⃣ among all economics, business, finance, and other related programs in Georgia based on the NAEC scores!

✨ We are proud to provide quality education that has maintained leadership over the years.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა იწყება 23 სექტემბერს.❗️ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგის...
30/08/2024

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა იწყება 23 სექტემბერს.

❗️ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის/ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადები: 5-16 სექტემბერი.

🔺 ეტაპი I: პირველკურსელები ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის აგროვებენ შემდეგ საბუთებს:

🔹 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
🔹 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; არასრულწლოვანის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული & თანმხლები მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
🔹 2 ც. ფოტოსურათი (3X4) & ასევე ფოტოსურათი ელექტრონული სახით;
🔹 სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
🔹 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

🔺 ეტაპი II: ხელშეკრულების გაფორმება;

🔹 სტუდენტი საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს ISET-ის შენობაში, მ. ზანდუკელის ქ.16 (არასრულწლოვანის შემთხვევაში ხელმომწერია მშობელი).

🔺 ეტაპი III: ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება UNI.TSU.GE -ზე.

👉🏻 შენიშვნა: ელექტრონული ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს! პორტალზე რეგისტრაციისათვის ორივე (მომხმარებლისა და პაროლის) ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი & მიჰყევით ინსტრუქციას. UNI.TSU.GE -ზე ანგარიშის გააქტიურება აუცილებელია, რათა შეძლოთ მეხუთე ეტაპზე აკადემიური რეგისტრაციის გავლა.

🔺 ეტაპი IV: სწავლის საფასურის გადახდის ვადა 5-16 სექტემბერი

🔹 სტუდენტი იხდის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში, რათა მეხუთე ეტაპზე შეძლოს აკადემიური რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობს UNI.TSU.GE-ზე სასწავლო კურსების არჩევა.

👉🏻 შენიშვნა: მხოლოდ სემესტრული გადასახადი (მოპოვებული სახელმწიფო გრანტის გათვალისწინებით);

🔺 ეტაპი V: აკადემიური რეგისტრაციის ვადა 18-23 სექტემბერი.

👉🏻 შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის კურსების ჩამონათვალი, მათ შორის პირველკურსელთა იხ. ამ ბმულზე: https://iset.tsu.ge/index.php/degree-programs2/bachelor-program/curriculumba/fall-semester-courses

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 322 507 177, [email protected]

🔴 ISET-ის პროფესორი, ბატონი თორნიკე ქადეიშვილი, ასრულებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. ✨ უსაზღვროდ მადლიერები ვაცილებთ ჩვენს გ...
29/08/2024

🔴 ISET-ის პროფესორი, ბატონი თორნიკე ქადეიშვილი, ასრულებს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

✨ უსაზღვროდ მადლიერები ვაცილებთ ჩვენს გამორჩეულ პროფესორს!

🔺 18 წლის განმავლობაში პროფ. ქადეიშვილი ISET-ის განუყოფელი ნაწილი იყო, არაერთი სტუდენტის აღზრდასა და აკადემიურ წინსვლაში მიუძღვის წვლილი და დამსახურებული დასვენების დროც დადგა. პროფ. ქადეიშვილი მხოლოდ მასწავლებელი არ იყო; ის იყო მენტორი, მეგობარი და ცოდნის წყარო თითოეული ISET-ელისთვის. საინტერესო ლექციებითა თუ შთამაგონებელი დისკუსიებით მან უამრავ სტუდენტში გააღვიძა სწავლის სიყვარული.

✨ ბატონო თორნიკე, თქვენი დამოკიდებულება სტუდენტებისა და მათემატიკისადმი ყოველთვის სამაგილითო ოყო. თქვენი ცოდნის სიყვარული და ბრწყინვალე გონება ფასდაუდებელია. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. გვჯერა, რომ ისიც ისეთივე საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იქნება!

✨ ყველაფრისთვის მადლობა, ბატონო თორნიკე!

——

🔴 Our beloved professor, Dr. Tornike Kadeishvili is embarking on a well-deserved retirement.

✨It is with heartfelt gratitude that we bid farewell to our esteemed professor!

🔺 For 18 years Prof. Kadeishvili inspired students and enriched our academic community.
Prof. Kadeishvili has been more than just a teacher; he has been a mentor, a friend, and an invaluable source of knowledge to the ISET community. From captivating lectures to thought-provoking discussions, he has ignited a passion for learning in countless students.

✨ Prof. Kadeishvili (or more commonly ‘Batono Tornike’), your dedication to students and the field of mathematics is truly commendable. Your passion for teaching and beautiful mind will be greatly missed. As you embark on this new chapter, we wish you all the best. May it be filled with joy, adventure, and endless possibilities.

✨ Thank you for everything, ბატონო თორნიკე!

🌟 სუპერ ამბავი ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულზე! 🚀 დალი წაქაძე ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის 2023 წლის კურსდამ...
21/08/2024

🌟 სუპერ ამბავი ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულზე!

🚀 დალი წაქაძე ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებული და ვალედიქტორიანია, რომელიც სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად ამერიკაში გაემგზავრა.

🔺 დალი სწავლას ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე, მერილენდის უნივერსიტეტში გააგრძელებს, სრული დაფინანსებით.

✨ ძალიან გვეამაყება და ვულოცავთ დალის ამ უდიდეს ნაბიჯს მის აკადემიურ კარიერაში!

——

🌟 Super story about our proud graduate!

🚀 Dali Tsakadze, a 2023 graduate and valedictorian of ISET Bachelor’s program in economics, is now in USA to pursue a PhD.

🔺 Dali will continue her studies in the PhD program in economics at the University of Maryland with full funding.

✨ We are very proud and congratulate Dali on this biggest step in her academic career.

🌟 ISET-ის გუნდს კიდევ ერთი ჩვენი კურსდამთავრებული შემოუერთდა! 👉 გაიცანით ISET-ის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ჭოჭუა. 🔺 ლა...
14/08/2024

🌟 ISET-ის გუნდს კიდევ ერთი ჩვენი კურსდამთავრებული შემოუერთდა!

👉 გაიცანით ISET-ის ასოცირებული პროფესორი, ლაშა ჭოჭუა.

🔺 ლაშა ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელიც ამიერიდან ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ასწავლის საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომეტრიკას, ხოლო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საერთაშორისო ვაჭრობას, საკითხებს თამაშთა თეორიაში და ეკონომეტრიკას.

🎓 ლაშამ ეკონომიკის დოქტორის ხარისხი გერმანიაში, ბილეფელდის უნივერსიტეტში მოიპოვა, რის შემდეგაც ამავე უნივერსიტეტში პოსტ-სადოქტორო მკვლევარის პოზიცია დაიკავა.

🔺 საქართველოში დაბრუნებამდე იკავებდა მკვლევარის პოზიციას კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში.

✨ წარმატებებს ვუსურვებთ ლაშას!

——

🌟 Another ISET Alumnus joined to the ISET team!

👉 Meet ISET's Associate Professor, Lasha Chochua.

🔺 Lasha, a proud graduate of ISET Master's Program in Economics, will be teaching International Trade and Econometrics to students in the Bachelor’s Program in Economics. He will also teach International Trade, Game Theory, and Econometrics in the Master's Program in Economics.

🎓 Lasha earned his PhD in Economics from the University of Bielefeld in Germany, after which he continued as a postdoctoral researcher at the same university.

🔺 Before returning to Georgia, he served as a researcher at the Kiel Institute for the World Economy in Germany.

✨ We wish Lasha the best of luck!

🌟 წარმოგიდგენთ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის მქონე კურსდამთავრებულებს!✨ ლუკა ფირცხალაიშვილმა,  ნია ...
08/08/2024

🌟 წარმოგიდგენთ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის მქონე კურსდამთავრებულებს!

✨ ლუკა ფირცხალაიშვილმა, ნია რესულიძემ, ცოტნე გელაშვილმა და ანა მაცაკიანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსი ბრემენის უნივერსიტეტში ისწავლეს და სწავლა ორი დიპლომით დაამთავრეს.

🔺 ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ, მეოთხე კურსი გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში, ისწავლონ და ორი დიპლომი მიიღონ.

——

🌟 We are pleased to introduce you to the double diploma graduates from the International School of Economics (ISET) and the University of Bremen.

✨ Luka Pirtskhalaishvili, Nia Resulidze, Tsotne Gelashvili, and Ana Matsakyan have completed the fourth year of their Bachelor's program in economics at the University of Bremen and have received two diplomas.

🔺 As part of the collaboration between ISET and the University of Bremen, students of the ISET Bachelor's program in economics have the opportunity to study their fourth year at the University of Bremen, Germany and receive two diplomas upon graduation.

🌟 გვინდა გაგაცნოთ ჩვენი გამორჩეული კურსდამთავრებული და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი...
01/08/2024

🌟 გვინდა გაგაცნოთ ჩვენი გამორჩეული კურსდამთავრებული და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი.

✔️ სალომემ ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა 2011 წელს დაამთავრა.
✔️2014 წელს კი შემოუერთდა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს და დღემდე წამყვანი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა.

✨ კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ სალომე გერმანიაში, გეტინგენის უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას აგრარული ეკონომიკის მიმართულებით.

✨ გვეამაყება სალომეს წარმატება და წინსვლას ვუსურვებთ მას!

———

🌟 We are pleased to introduce Salome Gelashvili, a remarkable graduate of ISET and Lead Economist at the ISET Policy Institute.

✔️ Salome graduated from the ISET Master's Program in Economics in 2011.
✔️ In 2014, she joined the ISET Policy Institute and has been serving as a Lead Economist since then.

✨ We have great news to share: Salome will continue her PhD studies in Germany at the University of Göttingen, specializing in agricultural economics.

✨ We are very proud of Salome’s success and wish her great progress in all her future endeavors!

✨ გვეამაყება, რომ ISET-ის კურსდამთავრებულთა ქსელს ეკონომისტების კიდევ ერთი გამოშვება შეემატა. 🎓 20 ივლისს, ISET-ის ეკონო...
22/07/2024

✨ გვეამაყება, რომ ISET-ის კურსდამთავრებულთა ქსელს ეკონომისტების კიდევ ერთი გამოშვება შეემატა.

🎓 20 ივლისს, ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების 2024 წლის დიპლომების დაჯილდოების ცერემონიაზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“-ში 142 სტუდენტმა აღნიშნა სწავლის წარმატებით დასრულება.

🔴 სტუდენტებს ISET-ის დამთავრება მიულოცეს გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სახმრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ღაღანიძემ.

✨ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებასა და წინსვლას!
——
✨We are proud to announce a new addition of economists to the ISET alumni network.
🎓 On 20 July, the 2024 diploma award ceremony for the ISET Master’s and Bachelor’s Programs in Economics was held at Biltmore Tbilisi hotel, where 142 students celebrated the successful completion of their studies.
🔴 The Ambassador of the Federal Republic of Germany to Georgia, Peter Fischer, alongside, the Ambassador of Denmark to Georgia and Armenia, H.E. Anne Toft Sørensen, the World Bank Regional Director for the South Caucasus, Rolande Pryce, and the Dean of Faculty of Business and Economics of Tbilisi State University, Giorgi Gaganidze all congratulated our students on their successful graduation from ISET.
✨ We'd also like to congratulate our graduates on this important day and wish them great future success!

Address

16 Zandukeli Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322507177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ISET - International School of Economics posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ISET - International School of Economics:

Videos

Share

BACHELOR’S DEGREE IN ECONOMICS

The International School of Economics (ISET) at Tbilisi State University (TSU) offers an English-language BA in Economics.

To ensure the highest quality of instruction, the program is taught by a mix of international faculty and Western-trained Georgian professors.

The curriculum mirrors the best economics programs in North America and Western Europe.

ISET’s BA in Economics is accredited by the Chartered Institute of Management Accountants (CIMA) until 2025. The program is recognized by UK NARIC at the same level as a UK undergraduate degree.