European Language Institute

European Language Institute ქართულ-გერმანული საგანმანათლებლო პრ?

ევროპული ენების ინსტიტუტი, არის 2002 წელს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, საგანმანათლებლო დაწესებულება.

საქართველოში არსებულმა აქტუალურმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა განათლების ახალი მიდგომების და მეთოდების შექმნის საკითხი, რომელიც გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საერთაშორისო სამუშაო ბაზრის სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აშკარა ხდება მაღალი მოთხოვნილება მაღალკვალიფიციური, ევრო

პული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა ყველა სფეროში.
სწორედ აქედან გამომდინარე ინსტიტუტის კონცეფცია ეფუძნება საქართველოში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო მიზანი ემსახურება უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე. ამ და სხვა მიზნების განსახორციელებლად ევროპული ენების ინსტიტუტი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.

ინსტიტუტის მიზანია გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი უცხოური ენებისა და განსაკუთრებით გერმანული ენის მიმართ. ასევე ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობით ახალგაზრდების შესაძლებლობება კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ევროპული ენების ინსტიტუტის ფარგლებში არსებულმა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ, არაერთ ახალგაზრდას გერმანიაში განათლების მიღებისა ან პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცა.
ევროპული ენების ინსტიტუტი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში დაეუფლოთ პროფესიაზე ორიენტირებულ განათლებას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა და ტრენერებისგან შეიძინოთ, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამედროვე, საერთაშორისო უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროპული გამოცდილების მოზიარე და გამზიარებლები.

დასახული მიზნის მისაღწევად ინსტიტუტი ეწევა შემდეგ საქმიანობას:

- ხარისხიანი პროფესიული განათლების შეთავაზება, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის განათლების მიზნებსა და შინაარს;
- საერთაშორისო პროფესიონალურ გარემოში გერმანიასა და საქართველოში პროფესიაზე ორიენტირებული განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის დაუფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ასევე პრაქტიკაზე დაფუძნებულ თანამედროვე, საერთაშორისო უნარ-ჩვევებს, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში;
- უცხოელ ექსპერტებთან უწყვეტ და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის მაღალკვალიფიციური, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ საზღვარგარეთის გამოცდილება და კონკურენტუნარიანები იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
- პრაქტიკებისა თუ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროპაში გამოცდილებისა და პროფესიული უნარების ამაღლებაში ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც მათ კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გაზრდის;
- ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობის მიზნით, საერთო მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ევროპელი პარტნიორების თანამომაწილეობით;
- “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების” კონცეფციის შემუშავების მიზნით, ევროპელი ექსპერტების და კერძო სექტორის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში;
- “მთელი ცხოვრების მანძილზე” სწავლის პრინციპზე დაფუძნებული ფორმალური თუ ზრდასრულთა განათლების ფარგლებში, შედარებით მოკლე დროში ცალკეული მოდულების შეთავაზება კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომიჯნავე პროფესიის დაუფლების მიზნით;
- პრაქტიკული სწავლებისა და სამეწარმეო განათლების კომპონენტის გაძლიერება, კერძო სექტორისთვის საჭირო კადრების გადამზადება ევროპელი დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად;
- გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების საშუალებით პროფესიული კომპეტენციის და გერმანული ენის სოციალური პრესტიჟის ამაღლება, ახალგაზრდებისთვის ინტერესის გაღვივება გერმანული ენის მიმართ. ენების სწავლა-სწავლების ინტენსივირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება;
- ევრო კომისიის საერთო სარეკომნდაციო საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი ენის დონის სერტიფიკატის გაცემა;
ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება, კონტაქტების დამყარება;
- უცხო ენის სწავლისა და სწავლების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური, კურიკულარული, დიდაქტიკური, მეთოდური პრინციპების შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა. მათ შორის უცხოური ენების, ამასთან ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, ამასთან ჩვენი პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინება;
- საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ორგანიზება და ჩატარება გერმანელი და ქართველი ექსპერტებისა და პროფესორების თანამონაწილეობით;
- მოსწავლეთა წახალისების მიზნით რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონკურსების ჩატარება საქართველოს მაშტაბით;
- მოზარდთა და ახალგაზრდა პედაგოგთა ჩართვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;
- სამეცნიერო/კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება;
- ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოცდილებების გაცვლა-გაზიარება, მათი ნაშრომების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და პუბლიკაციების გამოქვეყნება;
- უცხოური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უცხოური ენის სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა გადამზადებაში, როგორც უცხოურ ენაში ისე შესაბამის კულტურაში;
- სახელმძღვანელოების, გაზეთების, სამეცნიეროკრებულების, ბუკლეტების, პრეს-რელიზების, წიგნების დაბეჭდვა–გამოცემა, აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნა, მთარგმნელობითი საქმიანობა.

მისამართი: ევროპული ენების ინსტიტუტი
0186 თბილისი, ვაჟა ფშაველას 16
ტელ: 571 32 30 58

იმეილი: [email protected]
ვებ გვერდი: www.eli.ge

🇺🇸 🇬🇪ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი ოუენ ლომბარდი ესტუმრა UG სკოლას, სადაც შეხვდა GALA 2026 პროგრამის მონაწილეებ...
05/05/2026

🇺🇸 🇬🇪ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი ოუენ ლომბარდი ესტუმრა UG სკოლას, სადაც შეხვდა GALA 2026 პროგრამის მონაწილეებს.
🇺🇸GALA 2026 პროგრამის მონაწილეები აგვისტოში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო და კულტურულ პროგრამაში. ისინი გაივლიან ლიდერობის ინტენსიურ კურსს რატგერსის უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ ლიდერთა აკადემიის პროგრამის ფარგლებში.
🇺🇸🎉🎓GALA2026 ტარდება აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით.
ეს უნიკალური გამოცდილება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას განავითარონ ლიდერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

🇺🇸🇬🇪 ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი, ოუენ ლომბარდი, ბათუმში ითიაი ჰოლდინგს ესტუმრა, სადაც სასწავლებლის აკადემიურ...
03/05/2026

🇺🇸🇬🇪 ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი, ოუენ ლომბარდი, ბათუმში ითიაი ჰოლდინგს ესტუმრა, სადაც სასწავლებლის აკადემიურ ხელმძღვანელთან, ქალბატონ ირინა ხაჟალიასთან ერთად შეხვდა GALA 2026 პროგრამის მონაწილეებს.
🇺🇸 GALA პროგრამის მონაწილეები აგვისტოში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო და კულტურულ პროგრამაში. ისინი გაივლიან ლიდერობის ინტენსიურ კურსს რატგერსის უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკული ლიდერთა აკადემიის პროგრამისა და „ითიაი ჰოლდინგის“ პარტნიორობის ფარგლებში.
🇺🇸🎉🎓 GALA 2026 ტარდება აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით. ეს უნიკალური გამოცდილება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ ლიდერისთვის აუცილებელი თანამედროვე უნარ-ჩვევები.
შეხვედრაზე ასევე დაისახა წლევანდელი პროგრამისა და სამომავლო პარტნიორობის გაფართოების გეგმები.
🇺🇸🤝

01/05/2026
🇺🇸 🇬🇪ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი ოუენ ლომბარდი ესტუმრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას, სა...
01/05/2026

🇺🇸 🇬🇪ამერიკული ლიდერთა აკადემიის პრეზიდენტი ოუენ ლომბარდი ესტუმრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას, სადაც შეხვდა GALA 2026 პროგრამის მონაწილეებს.
🇺🇸GALA 2026 პროგრამის მონაწილეები აგვისტოში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო და კულტურულ პროგრამაში. ისინი გაივლიან ლიდერობის ინტენსიურ კურსს რატგერსის უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ ლიდერთა აკადემიის პროგრამის ფარგლებში.
🇺🇸🎉🎓GALA2026 ტარდება აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით. ეს უნიკალური გამოცდილება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას განავითარონ ლიდერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ვულოცავთ ჩვენი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ელენე კუჭუხიძეს, საფრანგეთში, ქალაქ ლილში, EDHEC Business School-შ...
29/04/2026

ვულოცავთ ჩვენი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ელენე კუჭუხიძეს, საფრანგეთში, ქალაქ ლილში, EDHEC Business School-ში ჩაბარებას თანადაფინანსებით! 🇫🇷🎓
ვამაყობთ მისი მიღწევით და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!


🎓🎉 ელენე კუჭუხიძე 🎉🎓
„ევროპული სკოლა“ სიხარულით აღნიშნავს ქართული პროგრამის მოსწავლის, ელენე კუჭუხიძის ჩარიცხვას EDHEC Business School-ში, სადაც მას ოთხი წლის განმავლობაში 15,900 ევროს ოდენობის სტიპენდია (Excellence Scholarship) მიენიჭა. ელენეს მიღწეული შედეგი ადასტურებს მის მზაობას, ჩაერთოს მაღალკონკურენტულ და მომთხოვნ აკადემიურ გარემოში.

📚 საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური (UCCO) მჭიდროდ თანამშრომლობს მოსწავლეებთან, რათა დაეხმაროს მათ არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი აპლიკაციების მომზადებაში, არამედ საკუთარი მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ ჩამოყალიბებაში. ელენეს მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მისი პროფილის სიზუსტითა და თანმიმდევრულობით წარდგენას, რამაც მისი ძლიერი მხარეების ეფექტური კომუნიკაცია უზრუნველყო.

🎊 ვულოცავთ ელენეს ამ მიღწევას, ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე!

🎓🎉 Elene Kuchukhidze 🎉🎓
The European School is delighted to celebrate the admission of Elene Kutchukhidze, a student from the Georgian Programme, to EDHEC Business School, where she has been awarded the Excellence Scholarship of €15,900 over four years. Elene’s result reflects her readiness to engage with a demanding and competitive academic environment.

📚 At the University and Career Counseling Office (UCCO), we work closely with students to shape applications that are not only competitive, but also clear in purpose and direction. In supporting Elene, particular attention was given to presenting her profile with precision and coherence, ensuring that her strengths were communicated effectively.
🎊 Congratulations, Elene, on this wonderful achievement. We wish you every success as you begin this next chapter.

ვულოცავთ ჩვენი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ევროპული სკოლის მოსწავლეს ნიცა ქაწაშვილს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში...
13/04/2026

ვულოცავთ ჩვენი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ევროპული სკოლის მოსწავლეს ნიცა ქაწაშვილს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, Universidad Europea de Madrid-ში ჩაბარებას!
ვამაყობთ მისი მიღწევით და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!🌍🎓






🎉 Congratulations to our outstanding 2025 alumni, student of the Nitsa Katsashvili, on her acceptance to Universidad Europea de Madrid! ✨
We are incredibly proud of Nitsa's achievement and wish her continued success on this exciting new journey! 🌍🎓

ვულოცავთ ჩვენი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ევროპული სკოლის მოსწავლეს ნიცა ქაწაშვილს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, Universidad Europea de Madrid-ში ჩაბარებას!
ვამაყობთ მისი მიღწევით და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!🌍🎓

10/04/2026

ქართულ-ამერიკული ლიდერთა აკადემიის (GALA) 2025 წლის გამორჩეული მონაწილე და კურსდამთავრებული ცისია ყურშიტაშვილი მიიწვია ამერიკის ლიდერთა აკადემიამ 2026 წლის აგვისტოში, Rutgers University-ის ბაზაზე გამართულ US Leadership Academy-ის პროგრამაში მომხსენებლად.
პროგრამის ფარგლებში ცისია მონაწილეებს ჩაუტარებს პრეზენტაციას საჯარო გამოსვლის უნარების შესახებ. ასევე, იგი გაუწევს დახმარებას პედაგოგებს ტრენინგის მსვლელობაში.
ვულოცავთ ცისიას ამ დიდ წარმატებას!
🇺🇸🇬🇪




🇺🇸🇬🇪
Ekuna Ek

29/12/2025

გაიცანით თამარ ჯოხაძე - პედაგოგი, რომელმაც უამრავი ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა❤️

‼ 🇺🇸 გსურს განავითარო ლიდერის უნარები და გაატარო ზაფხულის დღეები ამერიკის წამყვან უნივერსტეტში?👉 ეს პროგრამა შენთვისაა!‼...
07/11/2025

‼ 🇺🇸 გსურს განავითარო ლიდერის უნარები და გაატარო ზაფხულის დღეები ამერიკის წამყვან უნივერსტეტში?
👉 ეს პროგრამა შენთვისაა!
‼🇺🇸 🎓 ქართულ-ამერიკულ ლიდერთა აკადემია (GALA) გთავაზობთ საზაფხულო პროგრამას რატგერსის უნივერსტეტში (ნიუ-იორკთან, Rutgers University, New Jersey)
📲 დამატებითი ინფორმაცია:
📞 WhatsApp: +17038701802 (ა.შ.შ.)
📞 WhatsApp: +995 599 23 06 73 (საქართველო) ‬
#რატგერს #გაცვლითიპროგრამებიამერიკაში #გაცვლითიპროგრამა #საუნივერსიტეტოპროგრამაამერიკაში #საზაფხულოსკოლაამერიკაში

01/11/2025

‼🇺🇸 🎓 ქართულ-ამერიკულ ლიდერთა აკადემია (GALA) გთავაზობთ საზაფხულო პროგრამას რატგერსის უნივერსტეტში (Rutgers University, New Jersey) ნიუ იორკთან ახლოს
‼ გსურს განავითარო ლიდერის უნარები და გაატარო ზაფხულის დღეები ამერიკის წამყვან უნივერსტეტში?
👉 ეს პროგრამა შენთვისაა!
პროგრამა მოიცავს:
✨ ლიდერობის უნარების განვითარებას
✨ საჯარო გამოსვლასა და პრეზენტაციის უნარებს
✨გუნდური მუშაობის პრინციპებს
✨ პრაქტიკულ აქტივობებს
✨ ინდივიდუალურ კონსულტაციებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩაბარებაზე
🌍 კულტურული და გასართობი პროგრამა:
✨ ექსკურსიები ქ. ნიუ იორკში და ქ. პრინსტონში
✨ ვიზიტი პრინსტონის უნივერსტეტის კამპუსზე
✨სპორტული და შემეცნებითი აქტივობები
✨ კონკურსები და პრიზები
🎓 კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი
მოთხოვნა: ინგლისური B2 დონე
მონაწილეთა ასაკი: 13-18 წლის ჩათვლით
📅 დრო: აგვისტო-სექტემბერი 2026
💰 პროგრამის ღირებულება:
ორ კვირიანი პროგრამა — $5,600.
ათ დღიანი პროგრამა - $3,990
✨ამერიკის სავიზო განაცხადის შევსება და საბუთების / გასაუბრებისთვის მომზადება
ფასში შედის სწავლა, აქტივობები, კვება სწავლის დღეებში და ცხოვრება კამპუსში. უქმე დღეების კვება არ შედის.
ფასში არ შედის ავიაბილეთი და ამერიკის ვიზის მოსაკრებელი $185
პროგრამა სრულად დააფინანსებს პედაგოგ/კოორდინატორის ხარჯებს, რომელიც უხელმძღვანელებს მის მიერ შედგენილ ჯგუფს!
📌 სარეგისტრაციო საბუთები:
ფოტოსურათი 5×5 (თეთრ ფონზე)
პასპორტის ასლი
CV, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები
კანდიდატების შერჩევა: ნოემბერი 2025
📲 დამატებითი ინფორმაცია:
📞 WhatsApp: +17038701802 (ა.შ.შ.)
📞 WhatsApp: +995 599 23 06 73 (საქართველო)
#რატგერს #გაცვლითიპროგრამებიამერიკაში #გაცვლითიპროგრამა #საუნივერსიტეტოპროგრამაამერიკაში #საზაფხულოსკოლაამერიკაში

Address

Tbilisi
0186

Telephone

+995591323058

Alerts

Be the first to know and let us send you an email when European Language Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to European Language Institute:

Share