ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი, Community College, Chavchavadze Avenue 8, Tbilisi.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ოფიციალური გვერდი

29/04/2026

ესეც გზავნილები ივანე ჯავახიშვილს

02/04/2026

დღეს, 2026 წლის 2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა თსუს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრიატის მეოთხეკურსელის, ჟურნალ „ტაბულას“ ჟურნალიტის, მარიამ კუპრავას სასამართლო პროცესი. მას შშს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა.

პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც 30 მარტს გაიმართა, გადაიდო იმ მიზეზით, რომ შშს-მ ვერ წარმოადგინა სათანადო ვიდეომტკიცებულება.

დღეს სასამართლომ მარიამ კუპრავას წინააღმდეგ წამოწყებული დავა შეწყვიტა.

18/03/2026

მიმართვა/შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ თორნიკე კაპანაძეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა და მთლიანად, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია საპროტესტო აქციების გაშუქებასთან.

მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების, გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება - კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავს საქმეებში ფიგურირებენ სხვა ჟურნალისტებიც - მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი და ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელთა მიმართაც ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა იმყოფებოდა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით.

გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე.

პატივისცემით,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები:

ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

თინათინ მაჭარაშვილი, ასოცირებული პროფესორი -ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

თამარ ბელქანია, ასისტენტ პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ნანული ტალახაძე, ასოცირებული პროფესორი -ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მანანა შამილიშვილი, პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მაია ტორაძე, ასოცირებული პროფესორი -ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მარი წერეთელი, ასოცირებული პროფესორი -ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი -ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ნათია რაჭველიშვილი, მოწვეული პედაგოგი- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მარიამ გერსამია, პროფესორი - ინტერდისციპლინური მიმართულება

მაგდა მემანიშვილი, მოწვეული პედაგოგი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ნათია სვანიძე, ასოცირებული პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მამუკა ანდღულაძე, მოწვეული ლექტორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ლიანა მარქარიანი, მოწვეული ლექტორი, მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

თათია მჟავანაძე, ასისტენტ-პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მარინა სალუქვაძე, მულტიმედია ცენტრის დირექტორი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ხათუნა მაისაშვილი, ასოცირებული პროფესორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

მერაბ მეტრეველი, მოწვეული ლექტორი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

ნოდარ ბელქანია, პროფესორი - ინტერდისციპლინური მიმართულება

სალომე დუნდუა, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი,პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

კორნელი კაკაჩია, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

ზვიად აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი- პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება

ნათია ფარცხალაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის მიმართულება

თამარ ვეფხვაძე, ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება

ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება

ია იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება

ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

თამარ ქარაია, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

ლადო ნაფეტვარიძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

კონსტანტინე შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება

ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება

სანდრო ტაბატაძე, ასისტენტ-პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

თორნიკე თურმანიძე, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება

თეონა მატარაძე, ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება

იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის
მიმართულება

ლაშა მათიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულება

თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულება

გვანცა აბდალაძე, აოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.

ნინო შატბერაშვილი
ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის მიმართულება

ვალერიან დოლიძე
ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება

ლაშა ტურუში, ასისტენტ პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გია ჟორჟოლიანი, პროფესორი, ინტერდისციპლინარული მიმართულება

სალომე ნამიჭეიშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება

თამარ დოლბაია - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება

📎 დღეს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ოთხმა  დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა კვლევით...
19/02/2026

📎 დღეს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ოთხმა დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა კვლევითი სემინარები.

📎 მონაწილეებმა მრავალფეროვანი თემატიკა წარმოადგინეს: მანიპულაციური პროპაგანდიდან ვიდრე სოციალურ მედიაში აქტივიზმსა და საპროტესტო კულტურის ეფექტებამდე.

📎 კომისია შემდეგი შემადგენლობით მუშაობდა:
ნინო ჭალაგანიძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი;
ნათია კუპრაშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი,
ხათუნა მაისაშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი,
მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი,
ნათია სვანიძე- ასოცირებული პროფესორი.

📎 კომისიამ მოისმინა დოქტორანტების: კოტიკო გოგინაშვილის, მარიამ სხილაძის, მარი მაჭარაშვილისა და ინგა ქორიძის პრეზენტაციები; დაისვა თემატური შეკითხვები მეთოდოლოგიის, თეორიების, რესურსების, ემპირიული ველისა თუ ფორმალური ნაწილის შესახებ.

📎 ყველა სემინარი შეფასდა დადებითად.

📸 ფოტოქრონიკა ასახავს სამუშაო პროცესს.

✅ კონვერგენტული ჟურნალისტიკის ფენომენი თანამედროვე მედიაგარემოში, ამბის თხრობის ციფრული პრაქტიკა მედიურ და არამედიურ პლა...
19/02/2026

✅ კონვერგენტული ჟურნალისტიკის ფენომენი თანამედროვე მედიაგარემოში, ამბის თხრობის ციფრული პრაქტიკა მედიურ და არამედიურ პლატფორმებზე (საქართველოს მაგალითი), - სწორედ ასეთ აქტუალურ თემატიკაზე მსჯელობდნენ დღეს “ციფრული მედიისა და ინოვაციების” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები.
✅ დაცვის მეორე ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრები: პროფესორები ნათია კუპრაშვილი (თავმჯდომარე), ნინო ჭალაგანიძე და ნათია სვანიძე გაეცნენ სტუდენტების საკვალიფიკაციო ნაშრომებსა და პრეზენტაციებს, დასმულ შეკითხვებზე მიიღეს არგუმენტირებული პასუხები.
✅ დასასრულ, მაგისტრანტებს: მარიამ კვიცაშვილსა და მაკა კორძაიას წარმატებული დაცვა მიულოცეს და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

30/01/2026

📌 "ჰოლოზეუმის" იმერსიული პროექციები დამთვალიერებელს მხატვრობასა და ისტორიას ერთდროულად აცნობს.
📌 აქ სურათები ცოცხლდება, მუსიკა გვიამბობს და შუქ-ჩრდილები აღქმას ცვლის... ამიტომაც იქცა ილუზიების მუზეუმი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების საყვარელ სივრცედ.

📌 ჩვენი სტუდენტის - მარიამ კიკნაძის ვიდეოკამერის ფოკუსში ბეთლემის 10 ნომერში განთავსებული ჯადოსნური სამყაროა.

📌 სიუჟეტი მომზადებულია "ვიზუალური თხრობის სასწავლო კურსის ფარგლებში. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: "ციფრული მედია და ინოვაციები;
კურსრის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.
🖼️🎵🎤🎻
#თსუ

30/01/2026

🖌️ დამოუკიდებლად ათვისებული ციფრული გრაფიკა: ბიბლიური მოტივები, სიმბოლიზმი, ნიუ, პორტრეტები, ანტიკური ანარეკლები და ეროვნული მოტივები საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ნუგზარ მეძმარიაშვილის შემოქმედებაში. 🎨🖼️

🖌️ "ციფრული მედიისა და ინოვაციების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი სოფო გიორგაძე გვიამბობს...
კურსის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ნინო ჭალაგანიძე

#თსუ

16/01/2026

Address

Chavchavadze Avenue 8
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0322 25 17 36

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, თსუ,სოც-პოლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share