David Tvildiani Medical University

David Tvildiani Medical University DTMU is one of the leading medical universities in the region. This is the official page of www.dtmu.edu.ge David Tvildiani and Dr. Dimitri Tvildiani.

In1992/1993, the AIETI Medical School started functioning under the patronage of Acad. It is one of the first non-governmental higher medical education institutions in Georgia. Since 2011 “AIETI” Medical School was renamed after the academician David Tvildiani in David Tvildiani Medical University (DTMU). DTMU (AIETI) is included into the WHO AVICENNA Directory for medicine, and it is a member of

the: Association for Medical Education in Europe (AMEE), Association of Medical Schools in Europe (AMSE) and Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System (ORPHEUS). The AIETI Medical School at David Tvildiani Medical University has the Faculty of General Medicine with two MD undergraduate programs. The first MD program mainly is structured as a system-oriented. The second MD e-PBL program is accredited new program, which has been developed in the framework of ERASMUS+ project „Establishment of the Supra-Regional Network of the National Centers in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“. The duration of the educational process lasts for 6 years. It consists of three stages: Basic Medical Science (2.5 years), Clinical Science (2.5 years), Pre-diploma Specialization (Clinical Clerkship – one year). The study programs entirely comply with US Medical Licensing Examination (USMLE) requirements. The absolute majority of the graduates have been employed in the professional field, while many more successfully passed the international exams ( USMLE, PLAB, MCI ) and are currently developing their skills at hospitals and research centers of the USA, Germany, Britain, Sweden and other developed countries.

29/07/2026

🎊🎉Graduation 2026

🎊დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდების წარმატება Sim Games 2026-ზე🏆2026 წლის 4–5 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთა...
22/07/2026

🎊დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდების წარმატება Sim Games 2026-ზე

🏆2026 წლის 4–5 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სიმულაციური შეჯიბრი Sim Games 2026, რომელშიც საქართველოს 5 უნივერსიტეტის შვიდი გუნდი მონაწილეობდა.

🥇შეჯიბრი მოიცავდა ექვს სიმულაციურ სადგურს, სადაც მონაწილეები ფასდებოდნენ გადაუდებელი მედიცინის, ტრავმის მართვის, ტრიაჟის, გულის გაჩერებისა და არითმიების მართვის, ასევე გუნდური მუშაობისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარებში. შეფასება მიმდინარეობდა საერთაშორისო BLS, ACLS და PHTLS კურსების სტანდარტიზებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
👩‍🔬👨‍🔬დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ) შეჯიბრზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი და ორივემ წარმატებით იასპარეზა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი მოიპოვა დტსუ-ის გუნდმა „მედეა“ (სტუდენტები: მარიამ მხეიძე, ნინო ჭულუხაძე, საბა ახალაძე, გიორგი კაპანაძე, მენტორი – გრიგოლ როყვა), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დტსუ-ის გუნდმა „აიეტი“ (სტუდენტები: გიორგი ბერიძე, გიორგი ელიაშვილი, კონსტანტინე გოგიაშვილი, ლუკა წუწუნავა; მენტორი – გიორგი კვიცინაძე).
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა და მათ მენტორებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

👩‍⚕️👨‍⚕️მადლობას ვუხდით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტურნირის შესანიშნავი ორგანიზაციისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მის ყველა მონაწილეს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გიწვევთ აკრედიტებულ თეორიულ-პრაქტიკულ ტრე...
10/07/2026

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გიწვევთ აკრედიტებულ თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-კურსზე:
„ფიზიკურ და სარეაბილიტაციო მედიცინაში შეფასების ინდიკატორთა სისტემის დანერგვა და მონიტორინგი“ (აკრ. #0712)

📅16, 17, 18 ივლისი, 2026
📍თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ტრენინგ-ცენტრი (ვახტანგ გორგასლის 9)
⏳ხანგრძლივობა: 3 დღე | 12 საკონტაქტო საათი
📚ფორმატი: შერეული
➡️ტრენინგი 16 და 17 ივლისს დაიწყება15 საათზე, ხოლო 18 ივლისს 10 საათზე.
პროგრამა განკუთვნილია:
კლინიკური მენეჯერებისთვის;
ექიმ-მონიტორებისთვის;
პირველადი ჯანდაცვისა და ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებისთვის.
ასევე, დასწრება შეუძლიათ ექთნებს, ფიზიკურ თერაპევტებს, რეაბილიტაციის სპეციალისტებს, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩამოთვლილი სპეციალობის ექიმებს მიენიჭებათ I ტიპის 9 უპგ ქულა.
სხვა პროფესიის მონაწილეებზე გაიცემა ტრენინგ-კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენერები:
ეკატერინე სანიკიძე – თსსუ ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ინტერნალისტი, ჯანდაცვის მართვის, სამედიცინო ეთიკისა და სამართლის სპეციალისტი.
ლია ავალიანი – ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, სამასაჟე სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი, სარეაბილიტაციო შეფასების ინდიკატორთა სისტემის ტრენერთა ტრენინგის სერტიფიცირებული მონაწილე.
ტრენინგ-კურსის ღირებულება 220 ლარი
რეზიდენტებისა და მაგისტრანტებისთვის – 100 ლარი
🗓️📅რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივლისი.
📝ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე
https://docs.google.com/.../1FAIpQLScR2o7Y5hm.../viewform...
ადგილები შეზღუდულია.

🎉კიდევ ერთი წარმატება ჩვენი კურსდამთავრებულისგან!დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის კურსდამთავრებული ირ...
09/07/2026

🎉კიდევ ერთი წარმატება ჩვენი კურსდამთავრებულისგან!
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის კურსდამთავრებული ირაკლი ლემონჯავა, რომელიც ამჟამად Pulmonary and Critical Care Fellow-ია, აღიარებულ იქნა საუკეთესო მასწავლებლად Jefferson Einstein Philadelphia Hospital-ის Internal Medicine Residency Program-ში.

👨‍⚕️🧑‍⚕️რეზიდენტებმა ერთხმად დაასახელეს იგი საუკეთესო ლექტორად bedside skills-ისა და კლინიკური უნარების სწავლების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, ცოდნისა და მომავალი ექიმებისადმი თავდადებული დამოკიდებულების კიდევ ერთი დასტურია.

🧑‍🎓დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის ამაყობს თავისი კურსდამთავრებულების მიღწევებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში ღირსეულად წარმოაჩენენ როგორც საკუთარ თავს, ისე ალმა მატერს.

🎉ვულოცავთ ირაკლი ლემონჯავას ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ პროფესიულ წარმატებებს!

💫ასევე წარმატებას ვუსურვებთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულსა და ექიმს, რომლებიც ყოველდღიურად მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებიან პაციენტებსა და მედიცინის განვითარებას.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გურამ სანადირაძის გარდაცვალების გამო.პროფეს...
01/07/2026

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გურამ სანადირაძის გარდაცვალების გამო.

პროფესორი გურამ სანადირაძე წლების განმავლობაში იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი — სამედიცინო ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის პროფესორი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამედიცინო დარგში. მისი მრავალწლიანი საქმიანობა, პროფესიონალიზმი და უნივერსიტეტის განვითარებისადმი ერთგულება მნიშვნელოვანი წვლილი იყო როგორც სამედიცინო განათლების, ისე აკადემიური საზოგადოების გაძლიერების საქმეში.

პროფესორი გურამ სანადირაძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სამედიცინო განათლების განვითარებას. მისი სიღრმისეული ცოდნა, პროფესიონალიზმი და აკადემიური საქმიანობისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება განსაკუთრებულად ფასდებოდა როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების მიერ. მისი ღვაწლი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ თაობების პროფესიული გზის, რომლებმაც განათლება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღეს.
მისი საქმიანობა, ადამიანური ღირსებები და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ყოველთვის დარჩება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელ ნაწილად.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პროფესორ გურამ სანადირაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და ყველას, ვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისად მიაჩნია.

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი —...
29/05/2026

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი — ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი პროფესიონალიზმი, ცოდნა და საქმისადმი ერთგულება მრავალი მომავალი ექიმის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში აისახა.

თუმცა, მის შესახებ საუბრისას მხოლოდ პროფესიულ მიღწევებზე საუბარი საკმარისი არ არის. პროფესორი დოდო კეზელი იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად გასცემდა სიყვარულს, სითბოს, სიკეთესა და სიმშვიდეს. მისი კეთილგანწყობა, ადამიანებისადმი გულწრფელი დამოკიდებულება და თანადგომა განსაკუთრებულ კვალს ტოვებდა როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების ცხოვრებაში.

დოდო კეზელი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩება, როგორც გამორჩეული პროფესორი და იმ ადამიანების გულებსა და მეხსიერებაში, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამარ (დოდო) კეზელის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ის განსაკუთრებული და ძვირფასი პიროვნება იყო.

✨ღია კარის დღე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში🗓️16 მაისს, 14:00 საათზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტ...
07/05/2026

✨ღია კარის დღე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში

🗓️16 მაისს, 14:00 საათზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება.

❗️ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე :
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdlSkFhXIKHExxsB6Rs8sHQAwCZ8gmGR0jeGFDe5RmSbpWKuQ/viewform?usp=header

🔷დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია
2026-2027 სასწავლო წლისთვის არსებული სასწავლო პროგრამების, სწავლის დაფინანსების, სტუდენტური ცხოვრებისა და სხვა საინტერესო სიახლეების შესახებ.

#დტსუ052

♟️29 აპრილს გაიმართა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში — “Chess by Library Friends Club”.ტურნირში მონაწილეობა მიიღო 16 ...
05/05/2026

♟️29 აპრილს გაიმართა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში — “Chess by Library Friends Club”.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო 16 სტუდენტმა.
ტურნირის მსაჯი იყო ჭადრაკის დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, რომელმაც ასევე უზრუნველგვყო ტურნირი საჭირო ინვენტარით.
ყველა მონაწილე დაჯილდოვდა და გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულსა და ფინალისტს გადაეცათ სპეციალური საჩუქრები.
🏆 გამარჯვებული: Namya Vipul Shah
🥈 ფინალისტი: Dhruv Prafulkumar Patel
ვულოცავთ გამარჯვებულსა და ფინალისტს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური მონაწილეობისთვის.

♟️ On April 29, the University Chess Championship — “Chess by Library Friends Club” was held.
A total of 16 students participated in the tournament.
The tournament was judged by chess grandmaster Giorgi Giorgadze, who also provided the necessary equipment.
All participants were awarded certificates of participation, while the winner and finalist received special prizes.
🏆 Winner: Namya Vipul Shah
🥈 Finalist: Dhruv Prafulkumar Patel
We congratulate the winner and the finalist on their success and thank all participants for their active involvement.

👨‍🎓🎓იური მიგრიაულის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა2026 წლის 29 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამ...
04/05/2026

👨‍🎓🎓იური მიგრიაულის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2026 წლის 29 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის იური მიგრიაულის სადისერტაციო ნაშრომის: „პედიატრიულ პაციენტებში ჰოსპიტალურ მომსახურებასთან ასოცირებული Clostridioides difficile-თი გამოწვეული სინდრომის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით იდენტიფიცირება, ასოცირებული რისკები და კლინიკური შეფასება“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: გიორგი კამკამიძე (მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ); ვახტანგ მეუნარგია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ)

სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: ილია ნადარეიშვილი (მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); ნინა ჭანიშვილი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგე); ელენე პაჭკორია (მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ იური მიგრიაულს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

👨‍🎓🎓The dissertation defense of PhD candidate Iuri Migriauli with title ,,Identification of Hospital- Associated Clostridioides difficile -Related Syndrome in Pediatric Patients Using Polymerase Chain Reaction, Associated Risk Factors, and Clinical Evaluation“ was held on 29th of April 2026 at David Tvildiani Medical University.
Scientific supervisors were George Kamkamidze (MD, PhD, Professor, Petre Shotadze Tbilisi Medical Academy); Vakhtang Meunargia (MD, PhD, Professor, David Tvildiani Medical University)

Official Experts/Opponents were Ilia Nadareishvili (MD, PhD, Associate Professor, David Tvildiani Medical University); Nina Chanishvili (MS, PhD, Professor, New Vision University; Leading Research Scientist, G. Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology; Head of the Microbial Biotechnology Laboratory); Elene Pachkoria (MD, PhD, Associate Professor, Tbilisi State Medical University).
Iuri Migriauli was awarded Academic Degree of PhD in Medicine by Dissertation council basing on ballot voting.

📢 აბიტურიენტების საყურადღებოდ!❗️052❗️🎓 ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო!🗓 რეგისტრაციის ვადები:6 აპრილი – 1...
08/04/2026

📢 აბიტურიენტების საყურადღებოდ!

❗️052❗️

🎓 ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო!

🗓 რეგისტრაციის ვადები:
6 აპრილი – 11 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

▶️ რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: https://naec.ge/ #/ge/post/3536

Address

Ljubljana Street 2/6
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 15:00

Telephone

+995322516898

Alerts

Be the first to know and let us send you an email when David Tvildiani Medical University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to David Tvildiani Medical University:

Shortcuts

Share