25/05/2026
🚀 საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) ნაკრების შესარჩევი ტური გაიმართა.
👨💻 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის შეირჩა საქართველოს სანაკრებო გუნდი ძირითადი და სარეზერვო შემადგენლობით, რომლებიც ინტენსიურ გადამზადებას გაივლიან.
🌐 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) 2017 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
🇬🇪 2020 და 2023 წლებში ოლიმპიადას საქართველომ უმასპინძლა.
🏆 საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მიღწევები EJOI-ზე:
🥇 2 ოქრო
🥈 4 ვერცხლი
🥉 20 ბრინჯაო
📍 საქართველოს ნაკრები ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში EJOI 2026-ზე იასპარეზებს ლიტვაში, ქალაქ კაუნასში, 24-30 ივლისს, სადაც 50-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას.
🎓 საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ნაკრების ინტენსიური გადამზადება გაიმართება.
🔷 პროექტის გენერალური მხარდამჭერია: TBC - თიბისი
🔶პარტნიორები: UN Women Georgia საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია • Georgian AI Association • GAIA Lineate Georgia EPAM Georgia BLOX • ბლოქსი Tech Association of Georgia