TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი

TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი Career Development Center

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მიზნებია:

- სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში
- სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით
- რეგულარული ტრენინგები: CV, სამოტივაციო წერილი და სამუშაოს ძიების პროცესში საჭირო სხვა დოკუმენტები; დამსაქმებელთან ინტერვიუ
- სტ

უდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში
- სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები
- დამსაქმებლებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა).

20 მაისს, 14:00საათზე, თსუს მაღლივ კორპუსში, ფინანსების, აუდიტის და ბიზნეს-კონსულტირების მიმართულებით დაინტერესებული სტუ...
18/05/2026

20 მაისს, 14:00საათზე, თსუს მაღლივ კორპუსში, ფინანსების, აუდიტის და ბიზნეს-კონსულტირების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდება შეხვედრა საერთაშორისო კომპანია KPMG წარმომადგგენლებთან.

KPMG ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული მომსახურების და ე.წ. “Big 4” კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და სხვა ბიზნეს სერვისებს სთავაზობს.
შეხვედრის ფარგლებში KPMG საქართველოს საგადასახადო და აუდიტის დეპარტამენტების მენეჯერები, HR გუნდთან ერთად, სტუდენტებს გაუზიარებენ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების, კორპორაციული კულტურისა და რეალური სამუშაო გამოცდილების შესახებ.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია:
https://forms.gle/jJGCaNJAE5eAhuud6

თუ გაინტერესებს:✅ თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან რომელი დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?✅ როგორ დაგეგმო პირადი კა...
01/05/2026

თუ გაინტერესებს:
✅ თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან რომელი დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?
✅ როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით?
✅ რა ფაქტორებს უნდა მიაქციო ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას?
✅ რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის?
✅ როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები?
✅ როგორ უნდა მოემზადო გასაუბრებისთვის?

მაშინ შეავსე ბმული და შემოგვიერთდი კარიერის მართვის კურსზე:
https://forms.gle/RBaTnzwop6kZBZ5M7

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია დიპლომატ ჯორჯია 2, 3 და 4 კურსის ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიები...
20/03/2026

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია დიპლომატ ჯორჯია 2, 3 და 4 კურსის ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების,მარკეტინგის, ფინანსების, მათემატიკისა, სტატისტიკის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გთავაზობთ 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას.
დეტალები: https://www.canva.com/design/DAGSUrZLMNE/O7sY3c_QSgv36LSkpFw1SA/view?utm_content=DAGSUrZLMNE&utm_campaign=designshare&utm_medium=link2&utm_source=uniquelinks&utlId=he07c5296ae #1

25 მარტს EPAM Georgia  Java პროგრამირებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის მასტერკლასს უმასპინძლებს და სტუდენტებს მიმდინა...
16/03/2026

25 მარტს EPAM Georgia Java პროგრამირებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის მასტერკლასს უმასპინძლებს და სტუდენტებს მიმდინარე სტაჟირებებსა და კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობს.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://campus.epam.com/en/event/178

EUIPO ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი საქპატენტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხ...
12/02/2026

EUIPO ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი საქპატენტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის ახალი ნაკადის მიღებას, ალიკანტეში, ესპანეთში, კომპანიის მთავარ ოფისში.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

🔹️ ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
🔹️ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ახალი კურსდამთავრებული (2024 წლის იანვრიდან და შემდეგ) ან დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი, რომელიც სწავლას ასრულებს 2026 წლის სექტემბრამდე.
🔹️ მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია შემდეგი აკადემიური მიმართულებებიდან ერთერთში მაინც:
1. სამართალი (განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრების სამართალი)
2. მონაცემთა მეცნიერება (მონაცემთა დაცვა და ანალიზი)
3. IT მიმართულება (კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება, ხარისხისა და პროექტების მართვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვა)
4. ადმინისტრაციული მენეჯმენტი და ღონისძიებების მართვა5. ადამიანური რესურსები
6. საერთაშორისო პოლიტიკა და ურთიერთობები
6. ლინგვისტიკა
7. ეკონომიკა და ფინანსები
8. კომუნიკაცია და ციფრული დიზაინი
9. მათემატიკა, ფიზიკა, ელექტრული ინჟინერია

პროგრამის მონაწილეები თვეში 1300 ევროს სტიპენდიას მიიღებენ.

კონკურსი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად:

🔹️ 23 თებერვლის ჩათვლით - მოთხოვნილი დოკუმენტების გადაგზავნა საკუთარი უნივერსიტეტისათვის
🔹️ 25-27 თებერვალი - აპლიკანტების გადამოწმებული სიის გადაგზავნა უნივერსიტეტების მიერ, EUIPO პლატფორმაზე წვდომის მისაღებად.
🔹️ 1-31 მარტი - EUIPO ონლაინ სარეგისტრაციო პლატფორმაზე სტუდენტების მიერ რეგისტრაცია, დოკუმენტების ატვირთვა.
🔹️ 1- 30 აპრილი - EUIPO პლატფორმაზე ატვირთული განაცხადების პირველადი გადარჩევა თავად ორგანიზაციის მიერ
🔹️ 1 მაისი - 31 ივლისი - ეტაპობრივი ონლაინ ინტერვიუები და კანდიდატების შერჩევა
🔹️ 16 სექტემბერი- 30 სექტემბერი - სტაჟირების დაწყება

როგორ დავრეგისტრირდეთ:

23 თებერვლის ჩათვლით მეილზე [email protected] უნდა გამოგზავნოთ (subject-ში მიუთითეთ "სტაჟირება ესპანეთში):

⭕️ კურსდამთავრებულის შემთხვევაში დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ პირველი გვერდი), დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
⭕️ ინგლისურენოვანი CV (europass ფორმატი)
⭕️ არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში მოხდება სტუდენტის/კურსდამთავრებულის ენობრივი კომპეტენციის გადამოწმება მის სასწავლო ბარათში)

პროექტისა და ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: https://euipo.europa.eu/knowledge/mod/page/view.php?id=126009
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ

08/02/2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 108 წლისაა.

#თსუ108

28/01/2026

🎓 თუ ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, საქართველოს ბანკის პროექტი “ლიდერატორი” გაძლევს შესაძლებლობას მიიღო შენს ინტერესებზე მორგებული სამუშაო გამოცდილება.

📍რეგისტრაცია გრძელდება 3 თებერვლის ჩათვლით

🏆თსუ ფინალშია! 🏀💙🤍 ერთად ვუგულშემატკივროთ თსუ კალათბურთელებს!
15/01/2026

🏆თსუ ფინალშია! 🏀

💙🤍 ერთად ვუგულშემატკივროთ თსუ კალათბურთელებს!

🏆თსუ ფინალშია!

🏀ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გადამწყვეტ მატჩში ჩვენი გუნდი ქუთაისს შეებრძოლება.

💙🤍 ერთად ვუგულშემატკივროთ თსუ კალათბურთელებს!

#თსუ

#წინთსუ

❄️ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი გილოცავთ ახალ წელს ! ❄️  🌠
31/12/2025

❄️ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი გილოცავთ ახალ წელს ! ❄️

🌠

📣პროექტი  #თსუდესპანი2026 იწყება🟧 პროექტი თავის მე-13 სეზონს იწყებს და მასში ჩართვას სთავაზობს თბილისის სახელმწიფო უნივე...
17/12/2025

📣პროექტი #თსუდესპანი2026 იწყება
🟧 პროექტი თავის მე-13 სეზონს იწყებს და მასში ჩართვას სთავაზობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს (სამივე საფეხური, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა).
🟧 გახდი დესპანი, ესტუმრე მშობლიურ სკოლას და უფროსკლასელებს საკუთარი საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარე.
🟦 დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული 👉 https://forms.gle/qk8hwosh1eXV6sPY8

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 12:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი:

Share