20/07/2026
GEO/ENG
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის 17 სკოლა. 13 ქვეყანა. ერთი საერთო ხედვა.
2026 წლის 16 ივლისს, მილანში, ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლების ასოციაციის (ASPHER) კონგრესზე, რომელიც აღნიშნავდა ასოციაციის 60 წლის იუბილეს, ოფიციალურად მოეწერა ხელი მილანის დეკლარაციას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია მცირე ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლება მდგრადობისა და სამართლიანობისთვის/sSPHERE-ის (Small States Public Health Education for Resilience and Equity) ქსელისთვის.
დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობდნენ:
• პროფესორი მერი კოდი, ASPHER-ის პრეზიდენტი,
• პროფესორი ოლეგ ლოზანი, sSPHERE-ის თავმჯდომარე
• დოქტორი ნატაშა აზოპარდი-მუსკატი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და ქვეყნების პოლიტიკის დირექტორი (ჯანმო/ევროპა).
ხელმოწერა ასახავს ASPHER-ის, ჯანმო/ევროპისა და sSPHERE-ის ერთობლივ ვალდებულებას - გააძლიერონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლება, კვლევები და ლიდერობა რეგიონში.
მხოლოდ 100 დღეში sSPHERE-მა გააერთიანა 17 საჯარო ჯანმრთელობის სკოლა რეგიონის 13 ქვეყანაში. ჩვენი საერთო რწმენაა: სრულყოფილება არ განისაზღვრება ქვეყნის ზომით, არამედ თანამშრომლობის ძალით.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა sSPHERE-ის ოფიციალური წევრია და შეუერთდა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ქსელს.
მილანის დეკლარაციის ხელმოწერა წარმოადგენს გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლებაში სამართლიანობის, მდგრადობისა და სრულყოფილების გაძლიერება ევროპის მცირე სახელმწიფოებსა და მთლიანად რეგიონში.
#საზოგადოებრივიჯანდაცვა #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #საქართველოსუნივერსიტეტი
17 Schools of Public Health. 13 Countries. One Shared Vision.
On 16 July 2026, in Milan, during the Congress of the Association of Schools of Public Health in the European Region (ASPHER), which marked the Association’s 60th anniversary, the Milan Statement was officially signed. This represents a significant milestone for the sSPHERE (Small States Public Health Education for Resilience and Equity) network.
The signing ceremony was attended by:
• Prof. Mary Codd, President of ASPHER,
• Prof. Oleg Lozan, Chair of sSPHERE,
• Dr. Natasha Azzopardi-Muscat, Director of the Division of Health Systems and Country Policies at the WHO Regional Office for Europe.
The signing reflects the joint commitment of ASPHER, WHO/Europe, and the sSPHERE community to strengthening public health education, research, and leadership across the region.
In just 100 days, sSPHERE has united 17 Schools of Public Health from 13 countries in the European region. Our shared belief is that excellence is not determined by the size of a country, but by the strength of collaboration.
The School of Health Sciences, University of Georgia, is now an official member of sSPHERE and has joined this important international network.
The signing of the Milan Statement marks the beginning of a long-term collaborative journey aimed at strengthening equity, resilience, and excellence in public health education across Europe’s small states and the wider region.
საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia