დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით, ინსტიტუტში გაწევრიანებულები არიან მკვლევრები როგორც საბაუნის ისე სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალიდან, ისე პრაქტიკოსები სამართლისა და საჯარო მმართველობის სხვადასხვა სფეროდან.
ინსტიტუტი, თავისი მასშტაბით, ს
ამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი კვლევითი გაერთიანებაა სამართლის სფეროში, რომელიც ორიენტირებულია სამართლის სფეროში პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. ინსტიტუტს გამოცემული აქვს 70-ზე მეტი წიგნი, სახელმძღვანელო და თარგმანი თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში, კვლევითი საქმიანობის ორგანიზებისა და კონკრეტული მიმართულებების განვითარების მიზნით, შექმნილია:
- ენერგეტიკის სამართლის ცენტრი
- სამშენებლო და გარემოს დაცვის სამართლის ცენტრი
- სახელმწიფო მოწყობისა და ტერიტორიული პოლიტიკის ცენტრი
- ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრი
სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა პრაქტიკულ თუ კვლევით ღონისძიებებთან ერთად, დავით ბატონიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა ეროვნული კონფერენცია „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“, ასევე, 2017 წლიდან გამოიცემა ჟურნალი „სამართლის მეთოდები“.