16/08/2026
რა მჭირს, რატომ დავდივარ ერთიდაიგივე წრეზე და რა ვქნა, როცა ყველაფერი თავზე მემხობა?
შეიძლება ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ შენში ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
შეიძლება გარედან აგრძელებ ცხოვრებას, მუშაობ, იცინი, ხვდები ადამიანებს, მაგრამ შიგნით ისევ იქ ხარ - იმ ურთიერთობაში, იმ ბოლო საუბარში, იმ კითხვაში:
„რატომ დამემართა ეს?“
რატომ მენატრება?
რატომ ვერ ვუშვებ?
რატომ მინდა მივწერო?
რატომ ვამოწმებ მის სოციალურ ქსელს?
რატომ მაქვს დღეები, როცა კარგად ვარ და მერე უცებ ყველაფერი თავზე მემხობა?
იქნებ არაფერი გჭირს. იქნებ უბრალოდ გლოვობ.
გლოვობ ადამიანს.
გლოვობ ურთიერთობას.
გლოვობ იმ მომავალს, რომელიც მასთან ერთად წარმოიდგინე.
გლოვობ საკუთარ თავს, იმ ვერსიას, რომელიც ამ ურთიერთობაში იყავი.
და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ონლაინ შეხვედრა გავაკეთოთ.
20 აგვისტო
განშორება - რა მჭირს?
ვისაუბრებთ იმაზე, რა ხდება ჩვენში ურთიერთობის დასრულების შემდეგ:
• რატომ გვიჭირს გაშვება
• რატომ ვუბრუნდებით ისევ და ისევ ერთსა და იმავე მოგონებებს
• რა არის მიჯაჭვულობა და რატომ არ მთავრდება კავშირი ურთიერთობის დასრულებისთანავე
• რას ვკარგავთ სინამდვილეში - ადამიანს, ურთიერთობას თუ იმ მომავალს, რომელიც წარმოგვედგინა
• რა არის „დაკარგვის ფლობა“
• როგორ დავიწყოთ საკუთარი თავის დაბრუნება
27 აგვისტო
გლოვა - რა ვქნა, როცა ყველაფერი თავზე მემხობა?
ამ შეხვედრაზე ვისწავლით:
• როგორ გავატაროთ ტკივილის ტალღა
• როგორ არ ვიმოქმედოთ იმპულსურად მაშინ, როცა ძალიან გვტკივა
• რატომ არ არის გლოვა სწორი ხაზით მიმავალი პროცესი
• როგორ შევწყვიტოთ საკუთარ თავთან ბრძოლა
• რას ნიშნავს რეალურად „გაშვება“
• როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავი და დავიწყოთ ახალი თავის შექმნა
ეს არ არის ვებინარი იმაზე, როგორ დაივიწყო ადამიანი. ეს არის სივრცე იმისთვის, რომ გაიგო:
რა გემართება, როცა კარგავ.
რა გჭირდება, როცა გლოვობ.
და როგორ დარჩე საკუთარ თავთან მაშინ, როცა ყველაფერი იცვლება.
#ღირებულება
ერთი შეხვედრა - 40 ₾
ორივე შეხვედრა ერთად 60 ₾
Early Bird - 30/50 ₾ (17 აგვისტომდე)
თუ იცი, რომ ორივე შეხვედრა შენთვისაა, აიღე სრული პაკეტი და ეს ორი საღამო ერთ მთლიან პროცესად გაიარე.
თუ ახლა განშორების შემდეგ ეტაპზე ხარ.
თუ გლოვობ.
თუ გარედან თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შიგნით არა.
თუ საკუთარ თავს ეკითხები: „რა მჭირს?“
იქნებ პასუხი ბევრად მარტივია:
არაფერი გჭირს.
შენ გტკივა.
და ტკივილს სჭირდება არა დამალვა, არამედ ადგილი. 🤍
მონაწილეობის მისაღებად უბრალოდ მოგვწერეთ.
შეხვედრებს გაუძღვება: ,, წარმატების სკოლის" დამფუძნებელი, ტრენერი, ქოუჩი, ფსიქოკონსულტანტი და წარმატების მენტორი - ნინო ეფხოშვილი.