11/12/2020
გაყოფადობის წესები!!
ამ წესების ცოდნა აუცილებელია + სთვის.
1-ზე ყველა რიცხვი იყოფა, მასზე გაყოფა რიცხვს არ ცვლის.
2-ზე იყოფა ყველა ლუწი რიცხვი (ან ყველა 2-ით დაბოლოებული რიცხვი)
3-ზე იყოფა ის რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე (მაგალითად: 243. 2+4+3=9 9 იყოფა 3-ზე, ე.ი. 243 იყოფა 3-ზე)
4-ზე იყოფა ყველა ის რიცხვი, რომლის ბოლო ორი ციფრისგან შემდგარი რიცხვიც იყოფა 4-ზე (4 ხომ 2-ის მეორე ხარიხსია); მაგალითად: 724. 24 იყოფა 4-ზე, ე.ი. 724-იც იყოფა 4-ზე.
5-ზე იყოფა ყველა ის რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 5-ით, ან 0-ით.
6-ზე იყოფა ის ლუწი რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე. ანუ რიცხვი რომ 6-ზე გაიყოს, 2-ზეც უნდა იყოფოდეს და 3-ზეც. (6 ხომ 2ჯერ 3-ია).
7-ზე რომ იყოფოდეს რიცხვი, ამ რიცხვის ერთეულების წინ მდგომ რიცხვს გამოკლებული გაორკეცებული ერთეულების ციფრი, უნდა იყოფოდეს 7-ზე. მაგალითად: 392. ერთეულების წინ მდგომ რიცხვს, ანუ 39-ს, უნდა გამოვაკლოთ გაორკეცებული ერთეულების ციფრი ანუ 4 (2*2). 39-4=35 35 იყოფა 7-ზე, ე.ი 392-იც იყოფა 7-ზე. კიდევ ერთი მაგალითი: 2583. 258-6=252 არ ვიცით 252 იყოფა თუ არა 7-ზე, კიდევ შევასრულოთ იგივე წესი: 25-4=21 21 იყოფა 7-ზე, ე.ი. 2583 იყოფა 7-ზე.
8-ზე რომ გაიყოს რიცხვი, მისი ბოლო სამი ციფრისგან შემდგარი რიცხვი უნდა გაიყოს 8-ზე (8 ხომ 2-ის მესამე ხარიხსია)
9-ზე იყოფა ის რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამიც იყოფა 9-ზე (მაგალითად: 2583. 2+5+8+3=18 _ 1+8=9 ე.ი. 2583 იყოფა 9-ზე)
10-ზე იყოფა 0-ით დაბოლოებული რიცხვები.
11-ზე რომ გაიყოს რიცხვი, ამ რიცხვის კენტ ადგილას მდგომ ციფრთა ჯამს გამოკლებული ლუწ ადგილას მდგომ ციფრთა ჯამი უნდა გაიყოს 11-ზე. (შესაძლებელია მიიღოთ უარყოფითი რიცხვი, რომელიც იყოფა 11-ზე, ეს არაფერს ცვლის, მოცემული რიცხვი მაინც იყოფა 11-ზე. აგრეთვე შესაძლებელია მიიღოთ 0, და ამ შემთხვევაშიც იყოფა რიცხვი 11-ზე.) მაგალითად: 76542422. 7+5+2+2=16; 6+4+4+2=16; 16-16=0 ეს რიცხვი იყოფა 11-ზე