05/04/2025
📚 მალე გამოიცემა ჩემი, ლევან კიკილაშვილის თანაავტორობით დაწერილი წიგნი — „უკვდავი იგავები“ 💫
ეს არ არის უბრალოდ წიგნი — ეს არის გზამკვლევი სიბრძნისკენ, გრძნობებისკენ, ცხოვრების ჭეშმარიტებებისკენ.
🔹 ყოველი იგავი აგებულია შთაგონებაზე, გამოცდილებაზე და გულწრფელ ჭეშმარიტებაზე.
🔹 ტექსტს ახლავს პროფესიონალურად შექმნილი ილუსტრაციები — რომ იგავი არამხოლოდ წაიკითხო, არამედ დაინახო და შეიგრძნო.
📖 იხილეთ ამონარიდი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი იგავიდან – „სამი ძმის შესახებ“:
ბრძნული გამონათქვამი;
ცოდნის მიღების სამი გზაა:
ა) აზროვნების გზა-ყველაზე კეთილშობილი გზაა.
ბ) მიბაძვის გზა-ყველაზე იოლი გზაა.
გ) გამოცდილების გზა-ეს ყველაზე მწარე გზაა.
(კონფუცი).
იგავი
იყო და არა იყო რა, დიდი სამეფოს მიჯნაზე, სამ ძმას შორის სასახლის გაყოფის საკითხის ჭრილში საუბარი ჩამოვარდა. თითოეული მათგანი დიდსა და კარგ ქონებას ესწრაფოდა — სურდათ სიმდიდრესთან ერთად ჰქონოდათ: ცოდნა, სიბრძნე და შესძლებოდათ ცხოვრების არსის გაგებაც.
მამამ, რომელიც მეფე გახლდათ, სიკვდილის წინ, თითოეულ მათგანს მისცა ერთი წინადადება: მე ყველა თქვენგანს გიწილადებთ იმდენ წილს, რასაც მოერევით და შეძლებთ გაამრავლოთ.
— ცოდნის გზა ყველას ერთ წერტილში მიგიყვანთ, მაგრამ ვნახოთ, რომელს რა გსურთ, როგორ გინდათ განვლოთ გზა, ამას დრო გამოსცდის თქვენში.
უმცროსი ძმა — მიბაძვის გზას გაჰყვა.
ის ყურადღებით უსმენდა ხალხს, აკვირდებოდა წარმატებულებს, იმეორებდა იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ.
ხშირად ამბობდა:
— თუ ეს იმან გააკეთა და გამოუვიდა, მეც გამოვიყენებ.
მისი ნაბიჯები მსუბუქი იყო, გზა — თითქოს სწორი.
მაგრამ როცა გზას გადაუხვია და ხალხიც შეიცვალა, ისიც დაიბნა. აღარ იცოდა, ვისთვის მიებაძა.. და მიხვდა — სხვების გზის ხატი საკუთარ სინათლეს ვერ ანათებს.
შუათანა ძმა — გამოცდილების გზას გაჰყვა.
დასაწყისშივე გამოაცხადა:
— ჩემთვის არავინ არაფერს უნდა განმარტავდეს. მე თავად უნდა ვიგრძნო ყველაფერი.
მუშაობდა, წვიმაში ღამეს ათევდა, თავისით აშენებდა ყველაფერს.
ნატკენ ხელებზე ამაყად იტყოდა: — ყოველმა ტკივილმა რაღაც მასწავლა.
მაგრამ იყო ღამეები, როცა მარტოობაში მოსთქვამდა, ღრიალებდა და ქვითინებდა კიდეც — და მაინც მიიწევდა წინ!
იგი გახდა ყველაზე მდუმარე, ყველაზე ღრმა და ყველაზე რბილი თვალების მქონე ადამიანი.
ხოლო უფროსი ძმა — აზროვნების გზით წავიდა.
იგი იჯდა ბნელ ოთახში და წიგნებში ეძებდა პასუხებს. ფიქრობდა, განიხილავდა, საკუთარ თავს უკვირდებოდა და იგებდა სამყაროს შემეცნების გზებს.
ხშირად ხალხს ეჩვენებოდა, თითქოს არაფერს აკეთებდა, მაგრამ როცა ლაპარაკობდა — სიჩუმეც კი უსმენდა.
ის იშვიათად სცდებოდა, მაგრამ როცა სცდებოდა, იმაზე ღრმად იტკენდა ხოლმე გულს, ვიდრე დანით დაჭრილი.
წლები გავიდა.
სამივე ძმა დაბრუნდა მამის საფლავთან — თავიანთი გზა მათ უკვე გაევლოთ, ზოგჯერ ეტკინათ, ზოგჯერ სიამაყემ სძლიათ, მაგრამ ყველანი — შეცვლილნი გახლდნენ.
ყველას უკვე ჰქონდა მიღებული თავის წილი ცხოვრებაში — ქონების, შრომის, დამსახურების.
და არც ერთს არ ჰქონდა სიძულვილი, არც სინანული — მხოლოდ მყუდრო სიჩუმე გულში და პატივისცემა გზისადმი, რომელიც თავად აირჩიეს.
ისინი დადგნენ გვერდიგვერდ, თავდაპირველად უხმოდ.
მერე კი...
ყველამ, პირველად, ერთმანეთს თვალებში ჩახედა და უთხრა:
— შენი გზა არ იყო ჩემი გზა, მაგრამ ახლა მესმის — შენც მართალი იყავი.
და ის, რაც ერთმანეთს გვაშორებდა, სინამდვილეში ყველასთვის საერთო გაკვეთილი იყო.— შენს გზას ვცემ პატივს.
იმ დღეს სამივე მიხვდა:
აზროვნება გაძლევს გზის დანახვის შესაძლებლობას,
მიბაძვა — ნაბიჯის დაწყებაზე მიგითითებს,
და გამოცდილება — სიმძიმის ატანას გასწავლის.
და ვინც სამივეს დააკავშირებს — ის ხდება ნამდვილად ბრძენი.
📌 წიგნი მოგიყვება იმაზე, რაც შენში უკვე არის — უბრალოდ დაგეხმარება მის დანახვაში.
📆 გამოსვლის თარიღი და შეკვეთის ბმული მალე იხილავთ, პირველ ეტაპზე იქნება ელ.ვერსია გამოიცემა წიგნების სახლ საბა-ს მიერ, ითარგმნება ინგლისურად და განთავსდება Amazon-ის პლატფორმაზეც.
🙏 მადლობა ყველა მკითხველს, მეგობარს და თანაგრძნობით სავსე გულშემატკივარს.
📘 #უკვდავიიგავები #სიბრძნე #მოტივაცია #უცხოიგავები #მალეგამოვა