დამტკიცებულია
თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი
საბჭოს 2012 წლის 25 ივლისს
N. 23/6 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
უცხო ენების ცენტრის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები.
მუხლი 1.
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემგომში
“უნივერსიტეტი”) უცხო ენების ცენტრი (შემდგომში “ცენტრი”) წარმოადგენს
უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელ
იც შექმნილია უნივერსიტეტის
ფარგლებში უცხო ენების შესწავლის ხელშეწყობის მიზნით. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მართვის ორგანოების ადმინისტრაციული
აქტებით და წინამდებარე დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭო;
3. ცენტრი ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონებით და ფინანსური სახსრებით
სარგებლობას ახორციელებს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. 4. ცენტრს გააჩნია უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ბეჭედი, შტამპი და
სატიტულო ფურცელი. თავი II. ცენტრის მიზნები და ამოცანები
მუხლი 2.
1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის შესაბამისად უცხოური ენების (ლათინური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და სხვ.) სწავლების უზრუნველყოფა;
ბ) უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის
ფარგლებში ენების შესწავლის ხელშეწყობა ცენტრთან არსებული ენების
ინტენსიური სწავლების ფასიანი კურსების ბაზაზე;
გ) უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტების, მაგისტრების, დოქტორანტების, პროფესორ-მასწავლებელთა, სასწავლო-დამხმარე პერსონალის, პრაქტიკოს- სპეციალისტთა და ნებისმიერ მსურველ პირთა უცხოური ენების ინტენსიური
სწავლება ფასიან კურსებზე (შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე);
დ) შესაბამისი დაკვეთისა და ხელშეკრულების საფუძველზე თემატური და სხვა
სახის მასალის სხვადასხვა ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის ფუნქციონირება უნივერსიტეტის ეკონომიკური ინტერესების
გათვალისწინებით;
ვ) სხვა ამოცანები, რომელიც არ ცვლის უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს ან/და არ ეწინააღმდეგება
კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს. თავი III. ცენტრის სტრუქტურა და საშტატო განრიგი. მუხლი 3.
1. ცენტრის სტრუქტურას და საშტატო განრიგს, ცენტრის დირექტორის
წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ცენტრის შემადგენლობაში შედის უცხო ენების ინტენსიური სწავლების ფასიანი
კურსები. თავი IV. ცენტრის დირექტორი. მუხლი 4.
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ცენტრის
დირექტორად შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტის
აკადემიური პერსონალი. 2. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია რექტორისა და კანცლერის წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით. 3. ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის მიერ ცენტრის ფუნქციონირებისათვის გადაცემული ქონების
მართვასა და დაცვას;
ბ) ცენტრის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
გ) ცენტრის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვასა და კონტროლს;
დ) ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობის (ორგანიზაციული, მატერიალურ- ტექნიკური და სხვა ღონისძიებები) დაგეგმვას და წარმართვას;
ე) ცენტრის საშტატო განრიგის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;
ვ) უნივერსიტეტის წარმომადგენლობით და აკადემიურ საბჭოებზე წლიური
ანგარიშის წარდგენას;
ზ) მოთხოვნის შესაბამისად ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული
დოკუმენტაციის წარდგენას;
თ) ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობისა და პროფესიული დონის მუდმივი
ამაღლების პირობების შექმნას;
ი) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მათი წახალისებისა და მათთვის
დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების
წარდგენას რექტორთან;
კ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების გამოცემას რექტორთან
შეთანხმებით;
ლ) მსმენელებთან ხელშეკრულების გაფორმებას;
მ) სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
ემსახურება ცენტრის მიზნებს. 4. ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, დისციპლინური და სხვა
ხასიათის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს ცენტრის დირექტორის მიერ
რექტორთან შეთანხმებით დამტკიცებული შინაგანაწესით. 5. შინაგანაწესით შეიძლება განისაზღვროს: უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე
დაინტერესებულ პირთა მიღების, მზადების, ცოდნის დამადასტურებელი
სერტიფიკატების გაცემის წესები და სხვა პირობები. 6. ცენტრის დირექტორის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები დგინდება
შესაბამისი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობის
საფუძველზე. 7. ცენტრის დირექტორი, უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ფარგლებში ან
მინდობილობით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობისას, მათ
შორის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში.
თავი V. ცენტრის აპარატი და დამხმარე პერსონალი
მუხლი 5.
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და ცენტრის
თანამშრომლებს ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. 2. ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო
განრიგით. 3. ცენტრის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის
გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოწვეული პირი. 4. ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი
შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას. 5. იმ დასაქმებულთან, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემული
ქონებისა და ფასეულობის შენახვასთან, დამუშავებასთან, ან სამუშაო პროცესში
გამოყენებასთან იდება წერილობითი შეთანხმება სრული მატერიალური
პასუხისმგებლობის შესახებ. თავი VI. ცენტრის შემოსავლები.
მუხლი 6.
1. ცენტრის შემოსავლებს წარმოადგენს მიმდინარე საქმიანობით, მათ შორის
რექტორთან შეთანხმებით დირექტორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებვის
საფუძველზე მიღებული შემოსავლები, სხვა წყაროები, რომელიც ნებადართულია
მოქმედი კანონმდებლობით. 2. ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად
ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, სარგებლობის უფლებით. თავი VII. ცენტრის ქონება. მუხლი 7.
1. ცენტრის ქონება წარმოადგენს უნივერსიტეტის საკუთრებას და ცენტრს იგი
გადაცემული აქვს სარგებლობისა და მართვის უფლებით.
2. ცენტრის ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები ცენტრსა და
უნივერსიტეტს შორის რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების
შესაბამისად. თავი VIII. ცენტრის ეკონომიკური საქმიანობა
მუხლი 8.
1. ეკონომიკურ საქმიანობას ცენტრი ახორციელებს წინამდებარე დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე. შემსყიდველებთან (დამკვეთებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 2. შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების ფასებსა და ტარიფებს, ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით ადგენს უნივერსიტეტი. 3. სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობას ცენტრი დამოუკიდებლად არ აწარმოებს. 4. ცენტრი უნივერსიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს. თავი IX. აღრიცხვა და ანგარიშგება
მუხლი 9.
ცენტრის საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვა ხორციელდება მოქმედი
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით. თავი X. ცენტრის საქმიანობის კონტროლი
მუხლი 10.
1. ცენტრის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება უნივერსიტეტის მართვის
შესაბამისი ორგანოების მიერ. 2. ცენტრის საქმიანობა მოწმდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XI. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
მუხლი 11.
1. ცენტრი პასუხისმგებელია თავის ვალდებულებებზე.
2.ცენტრის დირექტორისა და ცენტრის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XII. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 12.
1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეორგანიზაცია;
ბ) ლიკვიდაცია. 2. ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტის
ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. თავი XIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 13.
ცენტრის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით