27/10/2021
2021 წლის 16 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი“ კონფერენცია ეძღვნება აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსების 30 წელს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი.
თანამონაწილეობენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი", ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი), შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა) და ევროატლანტიკური მიმართულების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ქვეყნებიდან საკონფერენციო თემის მიმართულება და განავრცონ მოცემული თემატიკა შემდეგ სფეროებში:
· ისტორია და რელიგია
· ხელოვნება და კულტურა
· ეკონომიკა და ბიზნესი
· სამართალი
· პოლიტიკა და უსაფრთხოება (ტერორიზმი)
· და სხვა ....
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
მონაწილეობის მისაღებად გადმოაგზავნეთ გვარი, სახელი, უნივერსიტეტი, მოხსენების სათაური და თემის მოკლე ანოტაცია/თეზისი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) რომელშიც თემის ძირათადი საკითხები იქნება მოცემული.
[email protected]
[email protected]
თეზისის მახასიათებელი:
· ნახევარი გვერდი (A4)
· შრიფტი - Sylfaen
· შრიფტის ზომა 12
· ინტერვალი 1,5
მონაცემების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია (25 მომხსენებელი)
კონფერენციაზე მოხსენების წარდგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია POVER POINT–ის გამოყენება. მოხსენების ხანგრძლივობა 15-20 წუთი.