04/04/2018
📌📣📢ანაღზაურებადი სტაჟირება ბიოსამედიცინო ინჟინრებისთვის !!!
📢 We are hiring! 🙌
ბიოსამედიცინო მომსახურებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამედიცინო ინჟინერის ვაკანტურ პოზიციებზე გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით.
ბიოსამედიცინო ინჟინერის ძირითადი მოვალეობა იქნება ტექნიკური ინჟინერის ასისტირება და სხვადასხვა ტექნიკური დავალებების გადაწყვეტა.
💼საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
- ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
📋🔭კომპანია DualMind შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბიოსამედიცინო კომპანიაში, საინტერესო სამუშაო გამოცდილების მიღებას მეგობრულ გარემოში და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
📝📬📆დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შევსებული რეზიუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტუდენტების შემთხვევაში ცნობა უმაღლესისასწავლებელში სწავლის შესახებ) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე mikheil+[email protected] არაუგვიანეს 12 აპრილისა.