ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა განათლება ჩვენი პრიორიტეტია! გააკეთე სწორი არჩევანი!

სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას, ოთხსართულიან კერძო შენობაში, სადაც მოსწავლეებისათვის შექმნილია სწავლისა და დასვენებისათვის საჭირო ყველა პირობა: ღია ვერანდებიანი ეზო, საჭყუმპალაო, სპორტული და საცეკვაო დარბაზი, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია.
მოსწავლეები დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეისწავლიან უცხო ენას, ხა

ტვას, მუსიკას, ქართულ ცეკვას, ჩოგბურთს, ცურვას.
სწავლება იწარმოებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
მოსწავლეები საშინაო დავალებებს მოამზადებენ ადგილზე პედაგოგის ინდივიდუალური მეთვალყურეობის ქვეშ. მათ მოემსახურებათ ექიმი და ფსიქოლოგი.
სკოლა მოსწავლეებს დილა-საღამოს უზრუნველყოფს ტრანსპორტით.
სადილი და ვახშამი მომზადდება ადგილზე, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის~ მრავალასორტიმენტიანი პროდუქტით.
სკოლა ივლისის თვეში, დამატებით იმუშავებს დასასვენებელი კლასგარეშე პროგრამით.
სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია..
სწავლებას წარუძღვებიან კვალიფიციური და სერტიფიცირებული პედაგოგები.
სწავლის ღირებულება წლიურად 3 500 ლარი ან თვეში 350 ლარი

08/03/2019

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა ყველა ქალბატონს ულოცავს 8 მარტს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 😍🌺🌸

📢📢 მშობლების საყურადღებოდ 📢📢  ს ი ა ხ ლ ე!!!ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ინიციატივით, 2019 წლის ხუთი თებერვლიდ...
07/03/2019

📢📢 მშობლების საყურადღებოდ 📢📢 ს ი ა ხ ლ ე!!!

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ინიციატივით, 2019 წლის ხუთი თებერვლიდან სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pgschool,ge ამოქმედდა რუბრიკა "მშობლის გვერდი", სადაც საშუალება გაქვთ დისტანციურ რეჟიმში თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის მიმდინარე შეფასებებს.

რუბრიკა "მშობლის გვერდ"-ს "შეფასებების" გვერდით დაემატა რუბრიკა "შენიშვნები", სადაც შესაძლებლობა გაქვთ მოგვწეროთ თქვენი შეხებულებები სკოლის შესახებ.

ტექსტს, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ გამოაგზავნით, სრული კონფიდენციალურობის დაცვით განიხილავს სკოლის დირექცია და თქვენი მოსაზრება გათვალისწინებული იქნება მიმდინარე სასწავლო პროცესში.

მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სკოლის (როგორც ორგანიზაციის) და მშობლის (როგორც ოჯახის) დამატებით მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას და ვფიქრობთ, რომ მოცემული სტანდარტით ერთობლივად შევძლებთ სწორად ავღზარდოთ მომავალი თაობა.

06/03/2019

სოციალური ქსელებიფ.გოგიჩაიშვილის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნე....

06/03/2019

დაიჯესტი

06/03/2019

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყ...

ფ.გოგიჩაიშვილის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ეწვიაფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო ს...
06/03/2019

ფ.გოგიჩაიშვილის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ეწვია

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა სახელწოდებით „ლეონარდო - Opera Omnia“.
მოგეხსენებათ, რომ ლეონარდო და ვინჩი მხატვრობის გარდა, დაინტერესებული იყო მეცნიერების სხვადასხვა დარგით. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ლეონარდოს ფენომენი სხვადასხვა მიმართულებით იყო საინტერესო.
გამოფენაზე მათ დაათვალიერეს ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების მაღალი ხარისხის ციფრული რეპროდუქციები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, როგორც მხატვრის ადრეული პერიოდის ნამუშევრები ისე, შედარებით გვიანი პერიოდის მხატვრობა.
მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების პედაგოგმა ადგილზევე ჩაუტარა გაკვეთილი. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა გაიგეს და დაინახეს განსხვავება მხატვრის ადრეულ და გვიანდელ ნამუშევრებს შორის. ასევე გაიაზრეს ლეონარდოს მხატვრობის მნიშვნელობა, როგორც მხატვრული ისე ეპოქალური თვალსაზრისით.
ცხადია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის „მონა ლიზას“ მიმართ. მათ პედაგოგმა ადგილზე გააცნო ის მხატვრული თავისებურებები, რაც ახასიათებს ამ ნამუშევარს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა „საიდუმლო სერობის“ ციფრულმა რეპროდუქციამ. დიდი ზომის ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ექსპოზიციის ცენტრია. ბავშვებმა ყურადღებით დაათვალიერეს ნამუშევარზე გამოსახული თითოეული ფიგურა, დაინახეს მათ მიმიკებს შორის განსხვავება და შეეცადნენ ნამუშევრის ხასიათის გააზრებას.
გასვლითი გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ლეონარდოს როგორც მხატვრის, შემოქმედების მაქსიმალურად ახლოს გაცნობა. ამგვარი აქტივობა მოსწავლეებში ავითარებს მხატვრული ნაწარმოების აღქმის უნარებს და ამასთანავე, ნელ-ნელა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ხდება.

📢📢📢ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა📢📢📢 - წარმოგიდგენთ მარტის თვის ღონისძიებების განრიგს01-07 მარტი🎭 თეატრები;🏦...
01/03/2019

📢📢📢ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა📢📢📢 - წარმოგიდგენთ მარტის თვის ღონისძიებების განრიგს

01-07 მარტი
🎭 თეატრები;
🏦 მუზეუმები;
🤹‍♀️ღია გაკვეთილები.

19-31 მარტი
👩‍💼19 მარტი - მშობლის პროფესიული სემინარი(მშობელთა კლუბი);
🗣22 მარტი - გავიზიაროთ ცნობილი ადამიანის გამოცდილება(სტუმარი სკოლაში);
🎨25 მარტი - სკოლის საერთო ნახატების გამოფენა+ალა ფურშეტი);
👩‍🎤27 მარტი - დასკვნითი საქველმოქმედო კონცერტი ათონელის თეატრში / პროექტი: "ბავშვები ბავშვების დასახმარებლად"
👪👨‍👩‍👧29 მარტი - მიუსაფარ ბავშვთა სახლში სტუმრობა.

28/02/2019

გოგიჩაიშვილის სახელობის სკოლის ორგანიზებით, ბაკურიანში სემინარი ჩატარდა

27/02/2019

სოციალური ქსელებიფ. გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, ბაკურიანში სემინარი ჩატარდა 27/02/2019 8 SHARE Facebook Tw...

27/02/2019

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 22-23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში ჩატარდა სემინარი თემაზ...

26/02/2019

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით ბაკურიანში სემინარი ჩატარდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობ....

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით ბაკურიანში სემინარი ჩატარდაფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლი...
26/02/2019

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით ბაკურიანში სემინარი ჩატარდა

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით 22-23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში ჩატარდა სემინარი თემაზე "მოზარდის ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურ სამოქალაქო ცხოვრებაში". სკოლის ეგიდით აღნიშნულ სემინარზე მოწვეული იყო ქ-ბ თინათინ სოზიაშვილი. აღნიშნულ სემინარზე მონაწილეობა მიიღო 7-დან 15 წლამდე მოზარდებმა.

მიგვაჩნია, რომ ზამთრის სკოლა არის ადგილი, სადაც შექმნილია უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მონაწილეთა შემეცნებით-შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად; ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში დასანერგად; ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

Address

კ. ხეთაგუროვის ქ. #26 (მედიკების სახლი)
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00

Telephone

555282817

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა:

Share