Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მისამართი:
ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67

+995 558 198 198
(215)

🔵მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი
„ალტერბრიჯი“ ახალი ალტერნატიული სივრცეა ქართულ
საგანმანათლებლო ბაზარზე.

🟡სახელწოდება, როგორც ფუნქციური დატვირთვის სიტყვათა
შეთანხმება გამომდინარეობს სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან და
გრძელვადიანი ხედვიდან და ნიშნავს ხიდს განათლებიდან
დასაქმებამდე და პიროვნულ განვითარებამდე.

🟡ალტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო
ცენტრი

ს ,,PR აკადემია” მიერ და მის ერთ-ერთ კონკურენტულ
უპირატესობას დამფუძნებლისა და მმართველი გუნდის
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია
წარმოადგენს.

🟣ალტერბრიჯი საქართველოში პირველი ახალი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ექსპერტების
უმაღლესი შეფასება და უპირობო 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

🟣დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა
და დასაქმებას შორის – ასეთია ალტერბრიჯის ამბიციური განაცხადი
და ამ მისიის შესრულებას უნივერსიტეტი ახალი საგანმანათლებლო
პროგრამებით, სწავლების ტრანფორმაციული მეთოდებით,
უნიკალური ინფრასტრუქტურითა და სტუდენტზე მორგებული
სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით გეგმავს.

23/06/2026

💡 უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა „აზროვნების აკადემიის“ შემოქმედებითი წერის კონკურსს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა.

🟡 კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა მშობლებისთვის გაიმართა სპეციალური ვორქშოფი თემაზე - „პროფესია მშობელი“, რომელსაც უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორი, ნათია გოცაძე უძღვებოდა.

▪️ ვორქშოფზე საუბარი შეეხო თანამედროვე აღზრდის გამოწვევებს, მშობლის როლს შვილის განვითარებაში და პრაქტიკულ მიდგომებს.

💡უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა  „აზროვნების აკადემიის" შემოქმედებითი წერის კონკურსს.🌍✍️ კონკურსი საქართველოს მასშ...
23/06/2026

💡უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა „აზროვნების აკადემიის" შემოქმედებითი წერის კონკურსს.
🌍✍️ კონკურსი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.
🟡კონკურსის მონაწილეების მშობლებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა ნათია გოცაძემ ჩაუტარა ვორქშოფი თემაზე: ,,პროფესია მშობელი''.

🟡 უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები „ბეჭდური მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუმრა...
19/06/2026

🟡 უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები „ბეჭდური მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ გამომცემლობა „დიოგენეში“.

▪️გამომცემლობის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა სტუდენტებს გააცნეს საკუთარი საქმიანობის პრინციპები, ისაუბრეს თანამედროვე გამომცემლობის მუშაობის სპეციფიკაზე და უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს.

✔️ საინტერესო დისკუსიების შემდეგ, სტუდენტებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალება, რომლის დასრულების შემდგომ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ჯგუფების ლიდერები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ!

📚ვიზიტის დასასრულს, გამომცემლობამ #ალტერბრიჯელებს საჩუქრად გადასცა წიგნები

📖 მადლობა გამომცემლობა “დიოგენეს” საინტერესო შეხვედრისთვის!

🎓  #აბიტურიენტებისთვისთუ ახლა ამ პოსტს კითხულობ, ალბათ შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დ...
15/06/2026

🎓 #აბიტურიენტებისთვის

თუ ახლა ამ პოსტს კითხულობ, ალბათ შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგახარ.

აირჩევ უნივერსიტეტს, რომელიც მხოლოდ დიპლომს მოგცემს…
თუ ადგილს, რომელიც შენს მომავალს შეცვლის?!

ალბათ, შენც საკუთარ თავს ეკითხები:

❓ სად მივიღებ ხარისხიან განათლებას?
❓ ვინ იქნებიან ჩემი ლექტორები?
❓ მივაღწევ თუ არა რეალურ კარიერულ წარმატებას?
❓ ვიპოვი თუ არა გარემოს, სადაც ჩემი იდეები დაფასდება?

ალტერბრიჯში გვჯერა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციების სივრცე არ არის.
ეს არის ადგილი, სადაც იწყება შენი პროფესიული გზა, ყალიბდება შენი ხედვა და აღმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.

ჩვენ უკვე 6 წელია, ვქმნით გარემოს, სადაც სტუდენტები სწავლობენ პრაქტიკით, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და პროფესიონალებთან ერთად ემზადებიან შრომის ბაზრისთვის!

📚 აირჩიე შენთვის სასურველი პროგრამა:

🚩 1980101 – მასობრივი კომუნიკაცია
🚩 1980102 – ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
🚩 1980103 – ბიზნესის ადმინისტრირება და ციფრული მენეჯმენტი
🚩 1980104 – ფსიქოლოგია

✔️გააკეთე არჩევანი, რომელიც შენს პოტენციალს შესაძლებლობად აქცევს

🎞️ პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით: https://alterbridge.edu.ge/sabakalavro-da-samagistro-programebi/

📒 უნივერსიტეტ „ალტერბრიჯს”, სკოლა „ახალ თაობასა”  და ორგანიზაცია „ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ სინაფსს“ შორი...
11/06/2026

📒 უნივერსიტეტ „ალტერბრიჯს”, სკოლა „ახალ თაობასა” და ორგანიზაცია „ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ სინაფსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სტუდენტებისათვის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლებლობების გაჩენაზე, სწავლების პროცესში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და სხვასხვა დამატებით პერსპექტივებზე ახალგაზრდებისათვის 🤝

ENG🔽🎓  #ალტერბრიჯელი ანა ეჯიბაძე სწავლას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე...
11/06/2026

ENG🔽
🎓 #ალტერბრიჯელი ანა ეჯიბაძე სწავლას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "Global MINDS" გააგრძელებს, რომელსაც ხელმძღვანელობს University of Limerick!

▪️"Global MINDS" ფსიქოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს სოციალურ და კულტურულ ფსიქოლოგიაში ღრმა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და მიგრაცია.

▪️ პროგრამის ფარგლებში, ანა ისწავლის ორ საერთაშორისო უნივერსიტეტში - SWPS University-სა და University of Limerick-ში, გაივლის სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციაში და იმუშავებს სამაგისტრო ნაშრომზე.

ეს შესაძლებლობა ანას მისცემს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკადემიურ ცოდნას, არამედ საერთაშორისო, ინტერკულტურულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მის პროფესიულ განვითარებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

🤝 ვულოცავთ ანას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს ახალ აკადემიურ გზაზე!

🌍 ალტერბრიჯის სტუდენტები წარმატებით იკავებენ ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და აქტიურად იყენებენ გლობალურ შესაძლებლობებს საკუთარი პროფესიული და აკადემიური განვითარებისათვის.

Anna Ejibadze has been admitted to the EU-funded Erasmus Mundus Joint Master’s Program, Global MINDS, led by University of Limerick.

One of the most competitive international psychology programs, Global MINDS focuses on social and cultural psychology, diversity, inclusion, and migration. Anna will study at SWPS University and the University of Limerick, complete an international internship, and work on her master’s thesis.

👏 Congratulations to Anna on this outstanding achievement, and best wishes for success on her international academic journey!

11/06/2026

📚 რჩევები #აბიტურიენტებისთვის

▪️ თეა სისაური - ინგლისური ენის სპეციალისტი და „თეას სკოლის“ დამფუძნებელი, გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და საუბრობს იმ მნიშვნელოვან შეცდომებზე, რომლებსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად უშვებენ.

🎓 უნივერსიტეტ ალტერბრიჯში წარმატებით დასრულდა Customer Experience (CX) – მომხმარებლის გამოცდილების ვორქშოფების სერია, რო...
10/06/2026

🎓 უნივერსიტეტ ალტერბრიჯში წარმატებით დასრულდა Customer Experience (CX) – მომხმარებლის გამოცდილების ვორქშოფების სერია, რომელიც ACT Research • ეისითი კვლევასთან პარტნიორობით განხორციელდა.

სამი პრაქტიკული და ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა მომხმარებლის გამოცდილების მართვის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კვლევის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ვორქშოფები აერთიანებდა როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ჯგუფურ დისკუსიებს.

ალტერბრიჯის სტუდენტებმა და მონაწილეებმა პროგრამა წარმატებით გაიარეს, შეიძინეს ახალი პროფესიული უნარები და გადაეცათ სერტიფიკატები.

▫️მადლობას ვუხდით ტრენერს, ეკატერინე ეჯიბაძეს, საინტერესო და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული შეხვედრებისთვის!

▫️მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათთვის თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

🇺🇸ემიგრანტებისთვის შექმნილი პროგრამის, “US Small Business & Career Development” პიროვნული განვითარების მოდულზე რეგისტრაც...
08/06/2026

🇺🇸ემიგრანტებისთვის შექმნილი პროგრამის, “US Small Business & Career Development” პიროვნული განვითარების მოდულზე რეგისტრაცია გრძელდება!

▪️შეგახსენებთ, რომ ეს მოდული ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის სრულად არის დაფინანსებული ალტერბრიჯის მიერ!

📍პირველი, გაცნობითი შეხვედრა 30 მაისს წარმატებით შედგა და მას დისტანციურ ფორმატში უძღვებოდა ალტერბრიჯის რექტორი, ნათია გოცაძე!
შეხვედრები გაგრძელდება ყოველ შაბათს, USA დროით 10:00 საათიდან - 13:00 საათამდე.

📌ასე რომ, შემოგვიერთდით!

🔗 რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://form.jotform.com/260988274461165

05/06/2026

🌱 29 მაისს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა Shine Energy-სა და Tegeta Green Planet-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისთვის ჩაატარეს ვორქშოფი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) და EPR სისტემის შესახებ.

♻️ შეხვედრა ორგანიზებული იყო Shine Energy-სა და Tegeta Green Planet-ის პარტნიორობის ფარგლებში, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების სწორ მართვაზე, ყოველდღიური არჩევანის გავლენასა და მწვანე მომავლის მნიშვნელობაზე

💬 ვორქშოფი ინტერაქციული დისკუსიით, სახალისო აქტივობებითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა, რაც სტუდენტებისთვის როგორც შემეცნებითი, ისე ინსპირაციული გამოცდილება იყო.

🌍 მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მწვანე, მდგრადი მომავლის ფორმირებისთვის.

Address

ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995558198198

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი:

Share