Z. Paliashvili Central Music School (Official)

Z. Paliashvili Central Music School (Official) Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Z. Paliashvili Central Music School (Official), College & University, A. Chavchavadze Avenue 19a, Tbilisi.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა“ნიჭიერთა ათწლედი” თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომლებმაც მე-20 საუკუნის ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია შექმნეს.

მათი მოღვაწეობა და მნიშვნელობა არ შემოფარგლულა საქართველოთი,ისინი ევროპისა და ამერიკის წამყვან აკადემიებსა თუ საკონცერტო დარბაზებში წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლის აღზრდილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში

22/05/2013

თამაზ ბათიაშვილის ორკესტრანტების საყურადღებოდ!
შაბათს 15.00 საათზე გვაქვს რეპეტიცია. დასწრება აუცილებელია და გთხოვთ ყველა გამოცხადდეთ, რადგან 26 მაისს რუსთაველზე ღია ცის ქვეშ გვაქვს კონცერტი
კონცერტის დასაწყისს მოგვიანებით გაგაგებინებთ

22/05/2013

პატივცემულო მშობლებო!

„ნიჭიერთა ათწლედი“-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩამოაყალიბოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ათწლედი“-ს მოსწავლეებისთვის.
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასკოლო ცხრილი იქნება შედგენილი ისე, რომ მოსწავლეებს დღეში შვიდი გაკვეთილის განმავლობაში სრულად მიეწოდებათ ზოგადსაგანმანათლებლო და მუსიკის თეორიის საგნობრივი კურსი;
• მათ არ დასჭირდებათ სხვადასხვა სკოლაში სიარული, მათთვის შესრულდება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი საგანმანათლებლო სტანდარტი;
• სკოლაში ისწავლიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ე. ი. ზოგადი სკოლის მე-5-დან მე-12 კლასების ჩათვლით;

პატივცემულო მშობლებო, გთხოვთ ანკეტა მოითხოვოთ კანცელარიაში მონიშნოთ თანახმა ხართ, თუ არა ჩარიცხოთ თქვენი შვილი ჩვენს მიერ დაარსებულ სკოლაში და ჩაწეროთ ზოგადი სკოლის რომელი კლასის მოსწავლეა თქვენი შვილი ამჟამად.
აქვე გაცნობებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლა იქნება ფასიანი. გადასახადი იქნება 350 ლარი წელიწადში. (გადახდა იქნება ორ ეტაპად, I და II-სემესტრის დასაწყისში).

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დარეკოთ
2 98 36 96
2 93 61 49

22/05/2013

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი” აცხადებს მიღებას 2013-2014 სასწავლო წლისათვის შემდეგ განყოფილებებზე:

• საშემსრულებლო ინსტრუმენტული (საფორტეპიანო, სიმებიან-ხემიანი,
ჩასაბერი და
დასარტყამი საკრავები);
• ჯაზის განყოფილება;
• კლასიკური ვოკალი (17 წლიდან 24 წლამდე);
• კომპოზიცია;
• მუსიკის თეორია და ისტორია;
• საგუნდო-სადირიჟორო.

აღნიშნულ სპეციალობებზე მოსწავლეები მიიღებიან ყველა კლასში. სწავლება 12 წლიანია (ცალკეულ მიმართულებებზე 4-5 წელი). მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ სამუსიკო განათლების პარალელურად, მიიღონ ზოგადი განათლებაც, საჯარო სკოლის მიერ მათთვის საგანგებოდ შექმნილი სპეციალური სასწავლო ცხრილის მიხედვით.

სწავლა უფასოა! განცხადებები მიიღება 10 მაისიდან 4 ივნისამდე, 11.00 საათიდან
17.00 საათამდე. გამოცდები ჩატარდება 6 ივნისიდან 9 ივნისამდე.
მისამართი: ა. ჭავჭავაძის #19ა,

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
298-36-96; 293-61-49.

17/09/2012

ხვალ 18 სექტემბერს

საპატრიარქოს არხ "ერთსულoვნებაზე" შედგება
ზ. ფალიშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეთა კონცერტი - თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად
დირიჟორი რევაზ ტაკიძე

დასაწყისი 13.30 საათზე

GRADUATES
12/09/2012

GRADUATES

07/03/2012

SAitii gaixsnaaa!! dagviliket :*

Joomla! - the dynamic portal engine and content management system

30/01/2012

Es ari niwierta atwledis off gverdi!!!!!Damushavebis proceshia

Address

A. Chavchavadze Avenue 19a
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Z. Paliashvili Central Music School (Official) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Z. Paliashvili Central Music School (Official):

Share