სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, College & University, მერაბ კოსტავას 77 მე-6 კორპუსი, მე-9 სართული, Tbilisi.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით...
17/07/2026

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 17 ივლისს 15:00 საათზე, სტუ ადმინისტრაციული კორპუსის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა პროფესორების გივი და დავით ლობჟანიძეების წიგნის „საპოლიციო სტრუქტურების სამართალი“ პრეზენტაცია.

ნაშრომი აერთიანებს საპოლიცია სამართლის თეორიას, საერთაშორისო გამოცდილებასა, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს, თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სამართლებრივ პრაქტიკას. იგი საინტერესო და სასარგებლო იქმნება, როგორც სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისა და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებისთვის

ღონისძიებეაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, უზენაესი სასამართლოს წევრები, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

გელოდებით 💜
10/07/2026

გელოდებით 💜

09/07/2026

📣 გრაფიკოსანი სტუდენტები, ასევე სტუდენტები, რომლებმაც საპატიო მიზეზით გააცდინეს საგამოცდო ცენტრში ჩასაბარებელი დასკვნითი გამოცდები და მიღებული გაქვთ ნებართვა, აღდგენას შეძლებთ 11 ივლისს, 10:00 საათზე.

📍კომპიუტერული ცენტრი 2, კორპუსი I, სართული I.

2026 წლის 8 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საჯარო სამარ...
08/07/2026

2026 წლის 8 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის და სსიპ საკანონმდებლო მაცნეს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა თემაზე „ნორმატიული აქტების დოკუმენტბრუნვის წესი“.

შეხვედრას სსიპ საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სტუდენტები გაეცნენ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრაქტიკულ პროცესს.

შეხვედრის დასასრულს საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლებმა თითოეულ მონაწილე სტუდენტს საჩუქრად გადასცეს საქართველოს კონსტიტუცია.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასკვნითი გამოცდები სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ყველა სტუდენტს ვუსუ...
01/07/2026

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასკვნითი გამოცდები სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ყველა სტუდენტს ვუსურვებთ წარმატებას!

შეგახსენებთ, რომ გამოცდები 29 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება!

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ნარ...
26/06/2026

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

კონფერენცია სისხლის სამართლის დეპარტამენტის გუნდისა და მისი ხელმძღვანელის, ბატონი ჯემალ ჯანაშიას ინიციატივით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სამართლის საბაკალავრო პროგრამით...
23/06/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სამართლის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტირებული პროცესი, პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე წარდგენილ სარჩელთან მიმართებით. ღონისძიება გახსნა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა მამუკა (ივანე) გიორგაძემ. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვნელმა ნიკოლოზ ფიფიამ და კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ციალა გლოველმა. იმიტირებულ პროცესს ხელმძღვანელობდა სამართლის დოქტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, სსიპ “იუსტიციის სახლის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფიო დემეტრაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სასწავლო კურსის „საკონსტიტუციო ...
23/06/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სასწავლო კურსის „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ ფარგლებში, რომელსაც ასწავლის ასისტენტ პროფესორი მუხრან მდივანი, გაიმართა სასემინარო აქტივობა – იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. აღნიშნულში მონაწილეობდნენ მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებმაც წინასწარ მომზადებული კაზუსების საფუძველზე გადაინაწილეს შესაბამისი საპროცესო როლები და სასამართლო პროცესის მოდელირება განახორციელეს. თითოეულმა მონაწილემ მაღალი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით შეასრულა დაკისრებული ფუნქცია, სამართლებრივად და პრაქტიკულად წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია და მოახდინა შესაბამისი უფლებებისა და პროცედურების რეალიზება.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა რეალური სასამართლო პროცესის იმიტაციას წარმოადგენდა, სტუდენტების მიერ შესრულებული სამართლებრივი როლები და საპროცესო მოქმედებები მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ სასამართლო პრაქტიკასთან, რაც მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების წარმატებით ინტეგრირებაზე მიუთითებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, 2026 წლის 18 ივნი...
19/06/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, 2026 წლის 18 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამართლის მიმართულების სექციის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები სამართლის აქტუალურ და თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონფერენციაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სტუდენტთა ინტერესი სამართლის მეცნიერების მიმართ და მათი მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების
ფაკულტეტი წარმატებებს უსურვებს კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს და მადლობას უხდის მათ სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საჯარო სამართლის აკადემიური დეპ...
16/06/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებითა და პროფესორ გივი ლობჟანიძის ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე — „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“.

ლექციას უძღვებოდა ასლან აბაშიძე — გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსპერტი და საერთაშორისო სამართლის პროფესორი. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხები.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუმარმა დამსწრე სტუდენტებს საჩუქრად გადასცა წიგნები.

Address

მერაბ კოსტავას 77 მე-6 კორპუსი, მე-9 სართული
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი:

Shortcuts

Share