საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა, College & University, Kostava str 77a, Tbilisi.

ძვირფასო სტუდენტებო,ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით ახორციელებს  ...
15/03/2024

ძვირფასო სტუდენტებო,

ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით ახორციელებს საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემიის პროგრამას.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და მისცეს მათ შესაბამისი ცოდნა და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე ახალ კურსდამთავრებულებს (თუ სწავლის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს 2 წლისა) შემდეგი სპეციალობით:

-საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება;
-სამართალი;
-საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია;
-ეკონომიკა;
-საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
-და სხვა მონათესავე სპეციალობები;

პროგრამა მოიცავს:
-Online ტრენინგ-კურსს;
-ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას;
-საჯარო პოლიტიკის კონფერენციას;

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/4ZnJ5invmWU6n7ub8.

აპლიკაციის გაგაზავნის ბოლო ვადაა 20.03.2024; 19:OO საათი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected].

Access Google Forms with a personal Google account or Google Workspace account (for business use).

15/03/2024

საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სტუდენტების საყურადღებოდ!

საჯარო მმართველობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სტუდენტების შესარჩევად ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ფარგლებში, საქართველოს 2024-2025 OGP სამოქმედო გეგმის შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
- გაეცნონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესებს საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით;
- ჩაერთონ მონაცემთა მოგროვების პროცესში, გააანალიზონ 2024-2025 წლების გეგმაში წარმოდგენილი ვალდებულებები, განახორციელონ სამაგიდე კვლევა, მონაწილეობა მიიღონ ინტერვიუების პროცესში და დაამუშაონ და გააანალიზონ მონაცემები;
- აწარმოონ შესაბამისი კორესპონდენცია და წარმოადგინონ მიგნებები თუ სხვა ინფორმაცია ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ფორმატში;
- დაეხმარონ დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის (IRM) მთავარ მკვლევრებს ყოველდღიურ საქმიანობაში: ისწავლონ კეთებით, დაგეგმონ შეხვედრები, აწარმოონ შეხვედრების ოქმები, მართონ ელექტრონული რესურსები და OGP-ის ფარგლებში შეასრულონ სხვა დავალებები.
- სურვილის შემთხვევაში 160-260 საათი ჩაეთვალოთ INTR1278 პრაქტიკა საჯარო სექტორში კურსის ფარგლებში;

მსურველებმა, გთხოვთ, 20 მარტის ჩათვლით წარმოადგინოთ სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე [email protected].

შეგახსენებთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.

დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღია მმართველობის პარტნიორობის წევრთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

საქართველო ახორციელებს ღია მმართველობის რიგით მეხუთე 2024-2025 სამოქმედო გეგმას სადაც წარმოდგენილია 10 ვალდებულება საჯარო მმართველობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. დამატებითი ინფორმაცია საქრთველოსა და OGP-ის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ მოცემულ ლინკზე: ogp.gov.ge.

გისურვებთ წარმატებებს!

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა გილოცავთ დამდეგ 2023 წელს! 🎄🎄🎊🎊🎊გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, საინტერ...
26/12/2022

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა გილოცავთ დამდეგ 2023 წელს! 🎄🎄🎊🎊🎊

გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, საინტერესო შესაძლებლობებს, პირად და პროფესიულ წინსვლას ❤️❤️❤️

22/12/2022

📣 📣 📣 საქართველოს უნივერსიტეტი ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საზაფხულო პროგრამაში ”European Innovation Academy” მონაწილეობაზე.

გამარჯვებული სტუდენტებისთვის EIA -ის მეწარმეობისა და ინოვაციების 3-კვირიან საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მიერ. 🌟 🌟 🌟

https://www.inacademy.eu/portugal/

📌თუ ფლობ ინგლისურს

📌ხარ მოტივირებული, აქტიური, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და შეგიძლია გუნდში მუშაობა

📌გაქვს ინოვაციური იდეები

⏳2023 წლის 31 იანვრამდე შემდეგ მეილზე [email protected] გამოაგზავნეთ თქვენი ინგლისურ ენაზე ჩაწერილი elevator pitch-ის ვიდეო. (ჩვენი სკოლის ლექტორის, რუსუდან ჩაჩანიძის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=7ZDgOnDy5f8&t=96s)

საახალწლო საჩუქარი სტუდენტებს, საქართველოს უნივერსიტეტისგან! ✨✨✨მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ მაგრად გავერთოთ, ამჯერად, კლუბ ...
21/12/2022

საახალწლო საჩუქარი სტუდენტებს, საქართველოს უნივერსიტეტისგან! ✨✨✨

მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ მაგრად გავერთოთ, ამჯერად, კლუბ მუზეუმში, ჩვენს სტუდენტებს, გელით, 23 დეკემბერს, 23 საათიდან 🔥🔥🔥

🔗 რეგისტრაცია აუცილებელია: https://forms.gle/iuoLzKo9sZVkLEkz7

ℹ გაეცანით კლუბი მუზეუმის ზოგად წესებს: https://forms.gle/iuoLzKo9sZVkLEkz7

⚠️ ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.

Line Up-ს და სხვა დეტალებს სულ მალე შეგატყობინებთ. 💥💥💥

Take More Chances, Dance More Dances 💃🕺

📯 📯📯 New Year gift for students from the University of Georgia!✨✨✨

It's time to party! On 23rd of December at 11 pm we are waiting for you at Museum Club
🔥🔥🔥

🔗 Registration is necessary, please follow the link: https://forms.gle/iuoLzKo9sZVkLEkz7

ℹ See the general rules of Club MUSEUM: https://forms.gle/iuoLzKo9sZVkLEkz7

⚠️ Only students with active status are eligible to attend the event.


#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი
საქართველოს უნივერსიტეტში ✨

ℹ კლუბი MUSEUM-ის ზოგად წესებს. გახსოვდეთ, რომ კატეგორიულად იკრძალება: * კლუბის შიდა ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება 🚭...

✨ ჩვენი ლექტორის, ანი ნავდარაშვილისორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის...
25/05/2022

✨ ჩვენი ლექტორის, ანი ნავდარაშვილის
ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი კურსის "ცვლილებების მართვა" ფარგლებში გაიმართა გასვლითი პრაქტიკული შეხვედრა პეპსიკო საქართველოს - PepsiCo Georgia ოფისში, სადაც კომპანიის გუნდმა სტუდენტებს უმასპინძლა, დაათვალიერებინა ოფისი, გააცნო კორპორატიუი კულტურა და საინტერესო პრაქტიკა გაუზიარა ცვლილებების მართვის კუთხით. სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შესახებაც.✨

✨პეპსიკო Top დამსაქმებელია საქართველოში და მომავალშიც გააგრძელებთ ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების პროგრამებისა და ვაკანსიების შეთავაზებას.✨

✨ჩვენს უნივერსიტეტში ცვლილებების მართვის ინოვაციური პროგრამა 2018 წლიდან არსებობს და ბიზნესის ამ მნიშვნელოვან მიმართულებაში სტუდენტებს სთავაზობს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.✨

საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia

რატომ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 🎯🎓 ⭐️
12/05/2022

რატომ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა 🎯🎓 ⭐️

🎯 აქტუალურ ცოდნაზე და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული საერთაშორისოდ აღიარებული სასწავლო პროგრამები
✅ CEEMAN-ის საერთაშორისო აკრედიტაცია
✅ AACSB-ისა NISPAcee-ის ინსტიტუციური წევრობა
✅ თავისი დარგის ლიდერი პრაქტიკოსი ლექტორები
🌏 საერთაშორისო პროექტებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა
▶ სკოლასთან არსებულ კვლევით ცენტრში (RCAS), რეალურ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა
▶ არჩევითი საგნების მრავალფეროვნება
▶ მცირე ზომის ჯგუფები და სტუდენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა
▶ სტუდენტებზე მორგებული გარემო
💼 სტაჟირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობა
📅 გადახდის მოქნილი გრაფიკი
💸 სტიპენდია სტუდენტებისთვის

📎 ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს: http://bit.ly/3d19FU1

#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში ✨

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

06/05/2022

📣 საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს (საყურადღებოა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის)
გაცნობებთ სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგ-პროგრამის შესახებ, რომელიც USAID Economic Security-სა და სამ დიდ სასტუმროსთან (რედისონი შერატონი და მერიოტი) თანამშრომლობით ხორციელდება✨

🌟 პროექტის მთავარი კომპონენტია კანდიდატების შერჩევა 5-თვიან ანაზღაურებად ინტერნშიპ/ტრენინგ პროგრამისთვის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

🌟 პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ გაეცნონ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის შიდა დეტალებს, საერთაშორისო სტარდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებებს.

🌟 ტრენინგ-პროგრამა მაქსიმალურად მოერგება სასწავლო გრაფიკს.

🌟დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
👉 https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=369410

🌟 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
👉 https://www.facebook.com/amchamgeorgia/videos/1176546059551674

🌟საქართველოს უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტების შეხვედრა ბელგიის უნივერსიტეტის (Haute Ecole Condorcet Hainaut)...
05/05/2022

🌟საქართველოს უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტების შეხვედრა ბელგიის უნივერსიტეტის (Haute Ecole Condorcet Hainaut) ლექტორთან Alexandre Mabille-სთან. 🌟
✨ თემა: ღვინის ტურიზმი საქართველოში (კვლევა) ✨

✨ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ✨👉 პროგრამის ლინკი: https://bit.ly/3028Rbg #თუსწავლაგინდა  #შექმენიშენით...
31/03/2022

✨ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ✨

👉 პროგრამის ლინკი: https://bit.ly/3028Rbg

#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში ❤️

📣 საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა აგებულია ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების პრაქტიკაზე დაყრდნობით და სრულად პასუხობს დასაქმების #საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.🌏

💸 სწავლის საფასური შეადგენს 3500 ლარს.
📆 გადასახადი შეგიძლიათ გადაანაწილოთ 🔟 თვეზე.
👉 პროგრამის ლინკი: https://bit.ly/3028Rbg

#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში ✨

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

⭐ საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა ⭐👉 პროგრამის ლინკი: http://bit.ly/3gQNjET #თუსწავლაგინდა  #შექმენიშენითავგადა...
25/03/2022

⭐ საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა ⭐

👉 პროგრამის ლინკი: http://bit.ly/3gQNjET

#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში ❤️

📣 საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტების #საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სკოლის ფონდიდან #დაფინანსდება.

💸 სწავლის საფასური შეადგენს 2990 ლარს.
📆 გადასახადი შეგიძლიათ გადაანაწილოთ 🔟 თვეზე.
👉 პროგრამის ლინკი: http://bit.ly/3gQNjET

#თუსწავლაგინდა
#შექმენიშენითავგადასავალი საქართველოს უნივერსიტეტში ✨

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

08/03/2022

ვაკანსია UGBAS სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის 📣📣📣

🔴 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს ღია კონკურსს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის
პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე;

✔️ ფუნქცია-მოვალეობები:
• მეწარმეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების/პროექტების
განხორციელების ხელშეწყობაში მონაწილეობა;
• პროექტში ჩართული ბენეფიციარების, საერთაშორისო, სახელმწიფო და კერძო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
• მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით საგრანტო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
• მიზნობრივ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობასა და ბენეფიციარების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგში მონაწილეობა;
• მიზნობრივ პორტფელში არსებულ პროგრამებზე/პროექტებზე პერიოდული ანგარიშების მომზადება;
• მიმდინარე პროგრამებზე მიკრო და მცირე ბიზნესის სეგმენტზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების მიზნით, დაინტერესებულ მეწარმეებთან შეხვედრების
ორგანიზება;
• დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

✔️ საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკა/ფინანსები/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
•მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ბიზნეს პროცესების მართვის, ბიზნეს
ანალიტიკის ან ბიზნეს გეგმების შეფასების ან მსგავსი მიმართულებით;
•ინგლისური ენის ცოდნა (C1)

UGBAS გისურვებთ წარმატებებს ❤

Address

Kostava Str 77a
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322552222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა:

Share