საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი Shota Rustaveli Theater and Film Georgia State University

24/05/2026
🎭 პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტთა სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა - „ტიტუს ანდრონიკუსი“ ✅ რეჟ...
23/05/2026

🎭 პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტთა სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა - „ტიტუს ანდრონიკუსი“

✅ რეჟისორი - დავით შალიკაშვილი /ასისტენტ-პროფესორი, ჯგუფის ხელმძღვანელი/

✅ ქორეოგრაფი - ნინო ლორთქიფანიძე /ასისტენტი/
🎶 მუსიკალური გაფორმება - თემურ რცხილაძე
🖌️ მხატვარი - ნინო ფიცხელაური

🎭 მონაწილეობენ: დიანა ჯიჯავაძე, ალექსანდრე თევზაძე, სალომე ხუროშვილი. კატარინა კობერიძე, გოდვინ თუდები, ქრისტინე კაპანაძე, ნინი გიორგაძე.

📷 ნუგზარ ნოზაძე

23/05/2026

📚29 - 31 მაისს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა კენტავრი.Publishing house Kentavri Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ღვაწლმოსი...
22/05/2026

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბრწყინვალე კინოოპერატორის, გიორგი გერსამიას გარდაცვალების გამო.

ბატონი გიორგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა ჩვენს უნივერსიტეტში. 2007 წლიდან იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მან შეიმუშავა და ასწავლიდა კურსს “ქრესტომათია - საოპერატორო ოსტატობის კურსი სტუდენტ ოპერატორებისთვის“, რომელიც 2010 წელს გამოიცა 4 DVD-ის სახით.

2019 წელს, ქართული კინოსა და ფოტოგრაფიული კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მას მიენიჭა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის წოდება.

უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

პანაშვიდი: 24, 25 მაისს /მისამართი: ირაკლი ფარჯიანის 1, მე-8 სართ./
დაკრძალვა: 26 მაისს, 14:00 საათზე, მახათას პანთეონში.

კინო-ტელე ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გიორგი (გია) გერსამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გამორჩეული კინოოპერატორი, ქართული კინოხელოვნებისა და საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

გიორგი გერსამია მრავალწლიანი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობით განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ქართული კინოს ისტორიაში. 2007 წლიდან 2019 წლამდე იგი აქტიურად საქმიანობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე, სადაც აღზარდა არაერთი წარმატებული და პროფესიულად გამორჩეული კინოოპერატორი. მისი პედაგოგიური საქმიანობა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და ახალგაზრდა თაობისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში.

გია გერსამიამ კინოხელოვნებაში მოღვაწეობა 1962 წლიდან დაიწყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. მისი შემოქმედება დაკავშირებულია ქართული კინოს არაერთ მნიშვნელოვან ნამუშევართან. გადაღებული აქვს ფილმები: „მიხა“ (1965), „დიდი მწვანე ველი“ (1967), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ (1973), „გზის დასაწყისი“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ხვეული კიბით“ (2001), „მეიდანი - სამყაროს ჭიპი“ (დოკუმენტური, 2004), „მონეტა“ (2005), ჯაყოს ხიზნები (2009) და სხვა.

1989 წელს მას მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორის წოდება. 1968 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ქართული კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის 1988 წელს გიორგი გერსამიას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ხოლო 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

გიორგი გერსამიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურის, კინოსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. მისი პროფესიული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ხედვა და აღზრდილი თაობები ღირსეულად განაგრძობენ მის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მოწაფეებს.

პანაშვიდი: 24, 25 მაისს /მისამართი: ირაკლი ფარჯიანის 1, მე-8 სართ./
დაკრძალვა: 26 მაისს, 14:00 საათზე, მახათას პანთეონში.

კინო-ტელე ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გიორგი (გია) გერსამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა ...

აბიტურიენტთა საყურადღებოდ❗️

✅ შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დასრულდება 2️⃣7️⃣ მაისს, 1️⃣8️⃣:0️⃣0️⃣ საათზე❗️

🎭🎬 შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: https://registration.tafu.edu.ge/

✅ დეტალური ინფორმაცია 2026-2027 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღების წესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე 👇 https://tafu.edu.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98_%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94/

✅ ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩასაბარებელი შემოქმედებითი კონკურსის წესები და მოთხოვნები:

🎭 დრამის ფაკულტეტი 🔍 https://tafu.edu.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98_%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3/

🎬 კინო-ტელე ფაკულტეტი 🔍 https://tafu.edu.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98_%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%a4/

📚 სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე 🔍 https://tafu.edu.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98_%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91/

გისურვებთ წარმატებას!

2026 წლის 21 მაისს, კრაიოვას შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გამართულ AICT/IATC ს...
21/05/2026

2026 წლის 21 მაისს, კრაიოვას შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გამართულ AICT/IATC საერთაშორისო კონფერენციაში - “შექსპირი მსოფლიო სცენაზე” - მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თეატროლოგებმა მაკა ვასაძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა.

მათ წაიკითხეს მოხსენება "რობერტ სტურუას სასცენო შექსპირიადა”, რომელიც ეხება სტურუას შექსპირულ დადგმებს XX და XXI საუკუნეებში.

შექსპირის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (AICT/IATC), რომლის წევრები 2008 წლიდან არიან ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები.
Maka Vasadze

2026 წლის 23 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ნევადის უნივერსიტეტის (The U...
21/05/2026

2026 წლის 23 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ნევადის უნივერსიტეტის (The University of Nevada, Las Vegas) რვა სტუდენტი და პროფესორები, ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლუის კავურასი, სახვითი ხელოვნების კოლეჯის დეკანი და მუსიკის საპატიო პროფესორი ნენსი აშერი და ქორეოგრაფი ჯეისონ ჰორტინი.

ამერიკელი სტუდენტები შეისწავლიან ქართულ ცეკვებს, გაეცნობიან შესრულების ტრადიციებს, დაესწრებიან მასტერკლასებს და რეპეტიციებს.

პროფესორი ლუის კავურასი ჩაატარებს თანამედროვე ცეკვის და ჯაზის მასტერკლასებს დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ხოლო ქორეოგრაფი ჯეისონ ჰორტინი ჩაატარებს ჯაზის ცეკვის მასტერკლასს, პროფესორი ნენსი აშერი კი - პანელურ დისკუსიას. პანელური დისკუსია გაიმართება უმაღლესი განათლების, ინოვაციების, ხელოვნების ტრანსფორმაციული ბუნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავს ამ საკითხების ირგვლივ აკადემიური და პროფესიული დიალოგის გაღრმავებას.

27 მაისს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, გაიმართება კონცერტი ქართველი და ამერიკელი სტუდენტების მონაწილეობით.

კონცერტი ეძღვნება საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობასა და აშშ-ს 250 წლის იუბილეს.

UNLV
US Embassy Tbilisi, Georgia

მასტერკლასების შესახებ დეტალურად იხილეთ თანდართულ ბმულებზე.

21/05/2026
20/05/2026

სტუმრები: მანანა ასანაშვილი – საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს კინოაკადემიის საერთა...

Address

რუსთაველის გამზირი 19
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი:

Share