ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School

ილიაუნის ბიზნესის სკოლა /  Iliauni Business School The goal of the Business School is to prepare professionals in the field of Business Administration in accordance with the modern standards.

Upon graduation, students will acquire skills to successfully carry out administrative and/or scientific-research activities in the corporate, academic, public or non-governmental sectors both locally and internationally. Business School Programs facilitate the development of the skills as follows:

independent critical thinking;
practical application of knowledge;
fact based decision-making;
subs

tantiated argumentation;
problems solving and analyzing;
business projects formulation and management;
The Business School offers Bachelor’s, Master’s, Doctoral, and Professional programs. During the study process, the students will have the opportunity to work in the modern laboratories, participate in research activities, as well as gain hands-on experience in leading business organizations and banks.

🟣 30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები სიცილიის ქალ...
23/06/2025

🟣 30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები სიცილიის ქალაქ აგრიჯენტოში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვორკშოპში „AGRIGENTO Capital of Culture – Memory: The Enchanted City“ („აგრიჯენტო კულტურის დედაქალაქი – მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი“).

✅ აგრიჯენტო 2025 წელს გამოცხადდა იტალიის კულტურის დედაქალაქად. ამ სტატუსის აღსანიშნავად გაიმართა ვორკშოპი, რომლის მთავარი მიზანი სან ვიტოს ყოფილი ციხის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავება იყო. პროექტი მიზნად ისახავდა ციხის კულტურულ ცენტრად გადაქცევას – ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.

👥 ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ელეონორა ბერსანი და ერმეს ინვერნიცი.

📍 ვორკშოპის მონაწილეებს უმასპინძლა ფავარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა Farm Cultural Park-მა, რომლის დამფუძნებლებიც, ანდრეა ბარტოლი და ფლორინდა საიევა, დიდი ხანია აქტიურად მონაწილეობენ სიცილიის რეგიონის ურბანული სივრცეების რეაბილიტაციაში. მათი ძალისხმევით ნახევრად მიტოვებულ სოფელ ფავარაში ჩამოყალიბდა ინოვაციური საზოგადოებრივი და ხელოვნების სივრცე, სადაც ადგილობრივი და მოწვეული არტისტები ექსპერიმენტულ პლატფორმებზე მუშაობენ.

🇬🇪 ქართველმა სტუდენტებმა ითანამშრომლეს არქიტექტორთა სტუდიის CTRL+ წევრებთან, რომლებიც ფავარის ურბანულ განვითარებაზე მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 🔗 https://shorturl.at/er2z1

🟣 14 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ ილიაუნის პროფეს...
13/05/2025

🟣 14 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

👤 ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე.

ტრენინგის თემები იხილეთ ბმულზე 🔗 https://shorturl.at/BubcX

მონაწილეობისთვის გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე 🔗 httpshttps://shorturl.at/8wG0b

შეხვედრის ბმული 🔗 https://shorturl.at/A3ja7

🎖 ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📌 ფორმატი: ონლაინ

📅 დრო: 14 მაისი, 17:00 საათი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2025 წლის სექტემბრიდან 3-წლიან საბაკალავრ...
04/04/2025

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2025 წლის სექტემბრიდან 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებს გთავაზობს 🚀

მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით როგორც 4-წლიანი (240 კრედიტი) საბაკალავრო პროგრამების, ასევე 3-წლიანი (180 კრედიტი) პროგრამების არჩევას შეძლებ 🔻

▪️ მენეჯმენტი 0100124 (ქართულენოვანი)
▪️ მენეჯმენტი 0100125 (ინგლისურენოვანი)
▪️ ფინანსები 0100128 (ქართულენოვანი)

რა ძირითადი უპირატესობები აქვს 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებს?

📌 ინტენსიური სწავლება: დროისა და სხვა რესურსების ოპტიმიზაცია;
📌 შესაძლებლობა, ადრე დაიწყო პროფესიული კარიერა და გააგრძელო სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე.

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

გაინტერესებს ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები? 📈🔘 ილიაუნის ღია კარის დღეზე ბიზნესის სკოლა გიწვევთ პროგრამების პრეზ...
27/03/2025

გაინტერესებს ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები? 📈

🔘 ილიაუნის ღია კარის დღეზე ბიზნესის სკოლა გიწვევთ პროგრამების პრეზენტაციაზე!

🕐 პრეზენტაციის დრო: 13:00-14:30 საათი.

📅 ილიაუნის ღია კარის დღის განრიგი: 12:00-19:00 საათი.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/2WENr

📍 ადგილმდებარეობა: E405, ფორბსის აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკთან)

🚀 საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწ...
29/04/2022

🚀 საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

🤝 ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით.

🟥 კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.

🔸 საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

🔹 პროექტით დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.

⭕ აღსანიშნავია, რომ ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი პირველი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის მეწარმეობის მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და ინოვაციურ მეწარმეობაში ინტერდისციპლინური მიდგომების შემუშავება-დანერგვაში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.

❓ ვის შეუძლია მონაწილეობა:

▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს;
▶ მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);
▶ ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.

❓ როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

📎 პირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Rz8vDYuqhZwyU8Vr9

🎁 პრიზი

კონკურსში გამარჯვებული გუნდი ერთი კვირით გაემგზავრება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

‼ პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

📅 რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 4 მაისი

🗣️ სამუშაო ენა: ქართული

📩 დამატებითი კითხვების შემთხვევაში: [email protected]


📆 12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოცი...
06/07/2021

📆 12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

🔻 მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ფაკულტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით, ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ.

🔗 ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3mH3G9T

⏹ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტმა გამოსცა სახელმძღვანელო „მონაცემთა ანალიზი ექსელის გა...
06/07/2021

⏹ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტმა გამოსცა სახელმძღვანელო „მონაცემთა ანალიზი ექსელის გამოყენებით“, აგებული ექსელის უახლეს, 2019 წლის, ვერსიაზე, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს მის შესაძლებლობებს. კერძოდ, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია როგორც პროგრამის ზოგადი მახასიათებლები და საბაზისო ფორმულები, ასევე სხვადასხვა ჯგუფის ფუნქციონალი, მაგალითად: ლოგიკური, ტექსტური, დროითი, სტატისტიკური, მათემატიკური და ფინანსური ფორმულები. მრავალფეროვან თეორიულ მასალასთან ერთად გამოცემა მდიდარია მარტივად აღსაქმელი სურათებით/ვიზუალური ეფექტებითა და სხვადასხვა სირთულის პრაქტიკული მაგალითებით.

▶ ეს ყოველივე სტრუქტურულად ისეა დალაგებული, რომ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იყოს სრული სპექტრი – ექსელის საბაზისო ფუნქციებით დაწყებული დინამიური გრაფიკებით, ავტომატურად განახლებადი ცხრილებით, ფინანსური მოდელირების ტექნიკებითა და ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტით დასრულებული.

▶ სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს არა მხოლოდ უშუალოდ ექსელთან დაკავშირებული საგნების/მასალის წარმატებით ათვისებაში, არამედ მონათესავე მიმართულებებშიც. თანმიმდევრული სტრუქტურისა და მკითხველზე ორიენტირებული სპეციფიკის გამო წიგნი გამოადგებათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე გამოცდილ პირთ. სახელმძღვანელოს მომხმარებლები ბიზნესის პროგრამების სტუდენტებსა და სპეციალისტებთან ერთად შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენლები რომელთაც აინტერესებთ მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნიკები.

⏹ წიგნის ავტორები: რეზო ბერაძე, ირაკლი გაბრიაძე

⏹ წიგნის რედაქტორები: დიმიტრი ჯაფარიძე (პროფესორი), დავით გამყრელიძე (ასოცირებული პროფესორი)

⏹ კომპიუტერული უზრუნველყოფა: ქეთევან გოგავა

🌿 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CENN-ის პროექტის: „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)“ ფარ...
20/04/2021

🌿 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CENN-ის პროექტის: „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამას მწვანე მეწარმეობის კურსი დაემატა.

👉 ვრცლად კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: 🔗

Nowadays, entrepreneurship is a very topical issue and a priority for Georgia and the development of the country’s economy. However,

🔻 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვ...
20/04/2021

🔻 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

▶ ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
▶ ბიზნესის ადმინისტრირება.

🎥 კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინრეჟიმში.

⏺ კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

📋 სარეგისტრაციო ბმული: 🔗 https://cutt.ly/Jc43hp3

📆 დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.

⏹ კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს.

🌐 კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

ვრცლად კონფერენციისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:🔗 https://bit.ly/2RDc7HI

🟣 ფინანსური განათლების პორტალი FinEdu - ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia აცხადებენ რეგისტ...
24/11/2020

🟣 ფინანსური განათლების პორტალი FinEdu - ფინედუ და საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia აცხადებენ რეგისტრაციას ონლაინტრენინგების სერიაზე დამწყები და მიკრობიზნესის წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.

ვრცელი ინფორმაციის და რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/2URL7mp

15/05/2020

🟦16 მაისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება ვებინარი თემაზე „კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი ტურიზმში და მასთან გამკლავების გზები“.

☑️ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 14 უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩაერთვება ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე.

🔵 ვებინარისთვის პრეზენტაციების მოსამზადებელ სამუშაოებში ასევე მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის სტუდენტები. ვებინარი Facebook-ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

▪️ შეკითხვების დასასმელად და ონლაინგამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტაცია ბმულზე:
https://bit.ly/2Lke6ug

Address

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School:

Share