საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანი?

14/05/2014

2014 წლის გაზაფხულზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ!
2014 წლის გაზაფხულზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლა დაიწყება 19 მაისს. დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პროფესიული პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე www.profgldani.ge ან მობრძანდით ჩვენთან მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის.
ტელ: 2140314, 570503001

13/05/2014

ყურადღება!
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩასარიცხად აპლიკანტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ვადამ გადაიწია 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით.

08/05/2014

გაცნობებთ, რომ პროფესიული განათლების მისაღები ტესტების შედეგები უკვე ცნობილია და შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე:
online.naec.ge, profgldani.ge ან https://db.tt/yD3T7e2t

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩასარიცხად აპლიკანტმა 2014 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით კოლეჯში უნდა წარმოადგინოს:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის პირადი ან/და კანონიერი წარმომადგენლის (თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
დ) საბაზო საფეხურის/პროფესიული/სრული ზოგადი/უმაღლესი განათლებისდამადასტურებელიდოკუმენტის დედანი (ასლი)ანგანათლებისდამადასტურებელიიმდოკუმენტის დედანი (ასლი), რომლისმიღებაცშეუძლებელიიქნებოდასაბაზოსაფეხურის ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევისგარეშე;
ე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის დაბადების მოწმობა თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადება შემოაქვს მის მშობელს;
ვ) მინდობილობა – კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი თუ განცხადება შემოაქვს კანონიერ წარმომადგენელს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ანმობრძანდითმისამართზე:
ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ., გლდანი, მე-5 დამე-6 მ/რაიონებსშორის
ტელ: 2140314, 570503001

28/04/2014

ენერგო-პრო ჯორჯიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და 12 პროფესიულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა და პროფესიული სასწავლებლების - „ახალი ტალღა“, „სპექტრი“, „მერმისი“, „იბერია“, „ოპიზარი“ , „ფაზისი“, „ლაკადა“, „მოდუსი“, „ბლექსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ „ჰორიზონტი“ „განთიადი“ ხელმძღვანელებმა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობასა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.

24/04/2014
24/04/2014

http://mes.gov.ge/content.php?id=5105&lang=geo

პროფესიული კოლეჯები კომპანია „ჯინო ფერედაისთან“ ითანამშრომლებენ

სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“-ს საჩუქრები სტუდენტებს15 აპრილს  სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადებ...
22/04/2014

სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“-ს საჩუქრები სტუდენტებს

15 აპრილს სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“ სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული პროექტების აზიისა და ევროპის ოფისის წარმომადგენელი ბ-ნი ჯონ პოსტი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ფონდმა სტუდენტებს სამკერვალო და სასკოლო ნაკრები გადასცა.

“Hellenicare”-ის ბერძნეული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ საქართველოში 1998 წელს დაარსდა და სამედიცინო, ჰუმანიტარულ და აგრეთვე პატარა სარეკონსტრუქციო პროექტებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ექიმთა მობილური ჯგუფი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, შიდა ქართლის სოფლებში, საზღვრის ზონაში დადის და უფასოდ უწევს სამედიცინო მომსახურებას სოფლის მოსახლეობას განურჩევლად რელიგიისა და ნაციონალური წარმომავლობისა. გარდა ამისა, ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ფონდი სოციალურ ობიექტებში სხვადასხვა ჰუმანიტარულ ტვირთებს არიგებს.

სტუმრები კოლეჯში სასწავლო პროცესს, სტუდენტთა ნამუშევრებსა და თვითშემოქმედებას, ასევე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო განვითარების გეგმებს გაეცვნენ. ფონდი „ჰიპოკრატე“-ს წარმომადგენელთა თქმით, მათი თანამშრომლობა კოლეჯთან მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

22/04/2014

2014 წლის გაზაფხულზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება 2014 წლის 28 აპრილს დღის 2 სთ-ზე.

ინფორმაცია ჩვენი პროფესიული პროგრამებისა და სწავლების შესახებ შეიძლება მიიღოთ ვებ-მისამართზე PROFGLDANI.GE

ან მობრძანდით ჩვენთან მისამართზე:

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ.,
გლდანი, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის.
ტელ: 2140314, 570503001

კომპანია „ბოშთან“ საქართველოში პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა22.04.2014 საქართველოს განათლებისა და მეცნიერე...
22/04/2014

კომპანია „ბოშთან“ საქართველოში პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22.04.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანია „რობერტ ბოშის“ კომერციულმა დირექტორმა კავკასიის რეგიონში ნინო ფრუიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას საინჟინრო მიმართულებით. კომპანია „რობერტ ბოშის“ ლიცენზირებული ტრენერები უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ცოდნის დონის ამაღლებას ახალი ტექნოლოგიების, ბოშის ელექტრო ინსტრუმენტებისა და აქსესუარების გამოყენებით. კომპანია უზრუნველყოფს სახელოსნოების აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკას, ასევე ჩაერთვება გამოსაშვებ გამოცდებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბოშის საერთაშორისო სერტიფიკატს.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლების ჩართულობას ელექტრო ინსტრუმენტების მიმართულებით დაგეგმილ ტრენინგებში. ასევე სამინისტრო ხელს შეუწყობს, რომ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ბოშის მიერ მიწოდებული სწავლების მეთოდიკისა და შესაბამისი მასალების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმებში).
კომპანია „რობერტ ბოში“ ანალოგიურ პროექტებს წარმატებით ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის დადებული ხელშეკრულება, საქართველოში გაფორმებული პირველი თანამშრომლობის მემორანდუმია.
„იმ დიდ გამოცდილებას, რაც ბოშის კორპორაციას გააჩნია მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც წარმატებით გამოვიყენებთ“ - განაცხადა ნინო ფრუიძემ.

http://www.mes.gov.ge/content.php?id=5104&lang=geo

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

08/04/2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომელიც გაფორმებულია პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილია პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.

ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოისმინოს პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაუსვას კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებს, გაეცნოს პროგრამის ხანგძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას, პრაქტიკული კომპონენტების განმახორციელებელ დაწესებულებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და ა.შ. ამასთან, მოსინჯოს ტესტირების ნიმუშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ და დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს აცნობენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და უტარებენ მასტერკლასს CV-ის მომზადების შესახებ.

ფესტივალის მიმდინარეობისას იმართება წამახალისებელი თემატური შეჯირებები, გათამაშებები და სხვა სიურპრიზები, რომელსაც ფესტივალის სპონსორი სს „ლიბერთი ბანკი“ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები წარუდგენენ ღონისძიების მონაწილეებს. ფეტსივალი ერთდღიანია და წელს მეორედ იმართება.
ფესტივალს მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ დირექტორი დავით ვერულაშვილი გაეცნენ.

სტუმრად საზოგადოებრივ რადიოში2014 წლის 5 აპრილს საზოგადოებრივ რადიოზე „102.4“ მიმდინარე რადიო გადაცემას "პროფესიული განა...
07/04/2014

სტუმრად საზოგადოებრივ რადიოში

2014 წლის 5 აპრილს საზოგადოებრივ რადიოზე „102.4“ მიმდინარე რადიო გადაცემას "პროფესიული განათლება დასაქმებისთვის", რომელიც 8 აპრილს დაგეგმილ პროფესიული განათლების ფესტივალს მიეძღვნა, ერთ-ერთ სტუმრად ჩვენი კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხარაზიშვილი სტუმრობდა.
გადაცემაში ასევე მოწვეულები იყვნენ ნიკოლოზ მესხიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, გიორგი ბაბუნაშვილი - სს "ლიბერთი ბანკი" და გიორგი ტრაპაიძე - სს "ენერგო-პრო ჯორჯია". წამყვანი - ნინო დათუკიშვილი.
საუბარი შეეხო 8 აპრილს, ფილარმონიაში დაგეგმილ პროფესიული განათლების ფესტივალს, საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესს, სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ არსებულ პროფესიულ პროგრამებსა და სიახლეებს, ასევე კერძო სექტორის ჩართულობას საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების სფეროში და სამომავლო გეგმებს.
გადაცემის მოსმენა შეიძლება შემდეგ მისამართზე:
http://radio1.ge/media-view/15796



სტუმრები: ნიკოლოზ მესხიშვილი - საქ.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, გიორგი ბაბუნაშვილი - სს ლიბერთი ბანკი, გიორგი ტრაპაიძე - სს ენერგო-პრო ჯორჯია, ნოდარ ხარაზიშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული ცენტრი;წამყვანი:...

28/03/2014

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველ (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის) კანდიდატთა საყურადღებოდ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის №176\ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ წესდების შესაბამისად, კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.
აქედან სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მარტის N379 ბრძანებით გამოცხადდა საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს ზემოაღნიშნული წევრობის მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა 2014 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯში მისამართზე: ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ.
ყოველ სამუშაო დღეებში 09:30-18:30 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგმართეთ ტელეფონზე: 570503001, 2140314

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

577 50 44 84

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share