21/05/2026
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“, გაიმართა.
ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის (ყოფილი მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა) დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა