Georgian International University • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian International University • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

Georgian International University • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუს მისამართი: სამღერეთის ქუჩა N5.
ტელ: +995 596 68 66 88; +995 322 66 15 12

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU უკვე მრავალი წელია, იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისას ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ცოდნის პლატფორმა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, უზრუნველჰყოს პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლება, სტუდენ

ტებისა და პერსონალის საერთაშორისო ურთიერთობების დიაპაზონის გაფართოება და დივერსიფიცირება.

უნივერსიტეტი ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადებაზე, რომელიც თავისუფალი და შემოქმედებითი მიდგომებით ადვილად შეძლებს კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირებას.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU არის სამართალმემკვიდრე 2008 წელს დაფუძნებული „თბილისი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტისა, რომელსაც შემდეგ წლებში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“. 2020 წელს უნივერსიტეტის დამფუძნებელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი.

განვლილი 17 წლის მანძილზე უნივერსიტეტი მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების დონეზე წარმართავდა საქმიანობას და ყოველთვის აკმაყოფილებდა განათლების ხარისხის დადგენილ მოთხოვნებს. ამის დასტურია წარმატებით განვლილი ოთხი ავტორიზაცია და ყველა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია.

უნივერსიტეტს ჰყავს 5000-მდე კურსდამთავრებული, რომელთა 87% სპეციალობის მიხედვითაა დასაქმებული. კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას განაპირობებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, საგანმანათლებლო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების მუდმივად დახვეწა, განახლება და სწავლების თანამედროვე მეთოდები.

👉გაიცანით ჯიუს  #ბიზნესისადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები!🔻ბიზნესის ადმინისტრირება არის პროფესია მათთვის...
24/06/2026

👉გაიცანით ჯიუს #ბიზნესისადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები!

🔻ბიზნესის ადმინისტრირება არის პროფესია მათთვის, ვისაც სურს მართოს პროცესები, შექმნას ინოვაციური იდეები და საკუთარი გადაწყვეტილებებით პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს ეკონომიკურ გარემოში. GIU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი გახდება შენი პირველი ნაბიჯი წარმატებული პროფესიული კარიერისკენ.

👉გაიარე წინასწარი რეგისტრაცია დღესვე და გაიგე მეტი GIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ: https://forms.gle/QfEkEqvyjcNymwSEA
#ბიზნესისადმინისტრირება #ჯიუ #უნივერსიტეტი #აბიტურიენტებისთვის

24/06/2026

👉აბიტურიენტები, რომლებიც GIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამას აირჩევენ პირველ პრიორიტეტად, პირველ სასწავლო წელს ისარგებლებენ შიდა #გრანტით და ისწავლიან მხოლოდ 1950 ლარად!

🔻თუ გაინტერესებს პროფესია, რომელიც გაძლევს სტატუსს, გავლენას და ფართო კარიერულ შესაძლებლობებს - აირჩიე ცნობარში ჯიუს სამართლის პროგრამა: 1430104

🔻შეავსე ფორმა და გაიგე მეტი პროგრამის შესახებ: https://forms.gle/J3XoarpRNThz29gK8

#სამართალი #ჯიუ #უნივერსიტეტი #იურიდიული #აბიტურიენტებისთვის

🔴 აბიტურიენტი ხარ? აირჩიე 143 შენი გლობალური მიზნებისთვის!🔻თანამედროვე პროგრამები • თეორიული და პრაქტიკული სწავლება • სა...
23/06/2026

🔴 აბიტურიენტი ხარ? აირჩიე 143 შენი გლობალური მიზნებისთვის!

🔻თანამედროვე პროგრამები • თეორიული და პრაქტიკული სწავლება • საერთაშორისო შესაძლებლობები

🔻 უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი გრაფიკი და სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად.

✔️ დარეგისტრირდი ახლავე და მიიღე სრული ინფორმაცია ჯიუ-ს შეთავაზებებზე: https://forms.gle/1wk6EXkbMbien7FX6

#აბიტურიენტებისთვის #ჯიუ #უნივერსიტეტი #გრანტი #სწავლა #ეროვნულები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს და უკრაინის ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივ...
18/06/2026

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს და უკრაინის ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია

2026 წლის 17 ივნისს, ქალაქ ვინიცაში (უკრაინა) ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი, გარემომცველი ტექნოლოგიები და ვირტუალური გარემო: ინტერდისციპლინური პრაქტიკა, პერსპექტივები და გამოწვევები კაცობრიობისა და საზოგადოებისთვის“. მასშტაბური ღონისძიება ვინიცას სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს თანაორგანიზებით განხორციელდა.

კონფერენციის საზეიმო გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჯიუ-ს რექტორი, პროფესორი ელი ელისაშვილი, რომელიც ამავდროულად ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე იყო. თავის გამოსვლაში რექტორმა ხაზი გაუსვა ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო და წარმატებულ პარტნიორობას. მან აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ეფექტურად ვითარდება "Erasmus+"-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების განვითარებას ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებებით და საერთო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრუქტურის დანერგვას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.

ქალბატონმა ელიმ ვრცლად ისაუბრა თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს ტენდენციებზე, სადაც გამოყო რამდენიმე ძირითადი ასპექტი:

- საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური განვითარება: AI-ისა და გარემომცველი ტექნოლოგიების როლი სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციაში და სტუდენტების ციფრული კომპეტენციების ამაღლების საჭიროება მომავლის ეკონომიკაში მათი სრულფასოვანი ინტეგრირების მიზნით;
- აკადემიური კეთილსინდისიერება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები: გენერაციული AI სისტემების ფართო მოხმარების საფუძველზე აუცილებელია ახალი ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავების აუცილებლობის საკითხი;
- ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა: ციფრული ტრანსფორმაციის როლი ბარიერების მოხსნას თვალსაზრისით და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვანი დატვირთვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერისთვის;

ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://giu.edu.ge/giu-vinnytsia-conference/

Joint International Conference of Georgian International University GIU and Vinnytsia Mykhailo Kotsiubynskyi State Pedagogical University

On June 17, 2026, an international scientific-practical conference was held in a hybrid format in the city of Vinnytsia (Ukraine) on the topic: “Artificial Intelligence, Immersive Technologies, and Virtual Environment: Interdisciplinary Practices, Prospects, and Challenges for Humanity and Society.” The large-scale event was co-organized by Vinnytsia Mykhailo Kotsiubynskyi State Pedagogical University and Georgian International University GIU.

At the official opening ceremony of the conference, Rector of GIU, Professor Eliso Elisashvili, delivered a welcome speech. She also served as Co-Chair of the Organizing Committee of the conference. In her speech, the Rector emphasized strong and successful partnership between the two universities. She noted that this cooperation has been effectively developing within the framework of the Erasmus+ CBHE project “Re-Direction,” which aims to enhance higher education through digital transformation and implement a shared framework for inclusive and sustainable development based on European best practices.

Professor Elisashvili spoke extensively about key trends in the development of artificial intelligence and digital transformation in modern educational and scientific environments, highlighting several major aspects:

- Innovative development of the educational sphere: The role of AI and immersive technologies in transforming teaching and learning methodologies, as well as the need to enhance students’ digital competencies in order to ensure their full integration into the future economy;

- Academic integrity and related challenges: The widespread use of generative AI systems necessitates the development of new ethical standards and regulatory frameworks;

- Inclusivity and accessibility: The role of digital transformation in removing barriers, and the significant potential of artificial intelligence in supporting education and social inclusion of persons with special needs;

At the conference, professors and leading researchers of various nationalities presented reports addressing global challenges of the digital era from legal, psychological, and technological perspectives.

#კონფერენცია #ჯიუ #უნივერსიტეტი

17/06/2026

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი - ,,სამედიცინო განათლების საფუძვლები: თანამედროვე მიდგომები სწავლა-სწავლების, შეფასების, პროფესიონალიზმისა და კომუნიკაციის სფეროში”, განსაკუთრებული აქცენტით OSCE-ზე.

#ჯიუ #უნივერსიტეტი #აირჩიე143 #სამედიცინო

🎓11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ყველაზე განსხვავებული ღია კარის დღე გაიმართა!აბიტურიენტებს შესაძლ...
16/06/2026

🎓11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ყველაზე განსხვავებული ღია კარის დღე გაიმართა!

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი, შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ, არამედ პრაქტიკულად მოესინჯათ საკუთარი ძალები მათთვის საინტერესო სფეროში და თავადაც შეეგრძნოთ კონკრეტული პროფესიების თავისებურებები.

🔹 შემთხვევის ადგილის დათვალიერება;
🔹 ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები და ტესტები;
🔹 ჟურნალისტიკის პრაქტიკული აქტივობები;
🔹 ბიზნეს სიმულაციური თამაშები;
🔹 ტურისტული ვიქტორინები;
🔹 საერთაშორისო სტუდენტების კულტურული მასტერკლასები.

დღე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა მუსიკამ, ფოტო-ვიდეო გადაღებამ, სასიამოვნო გარემომ და სპეციალურად მონაწილეებისთვის მომზადებულმა საჩუქრებმა. 🎁

მადლობა ყველა აბიტურიენტსა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის. გვიხარია, რომ ერთად შევქმენით დღე, რომელიც სავსე იყო ახალი გამოცდილებებით, აღმოჩენებითა და დაუვიწყარი ემოციებით. 💙

#ღიაკარისდღე #ჯიუ #აირჩიე143 #საქართველოსსაერთაშორისოუნივერსიტეტი #აბიტურიენტებისთვის

15 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში შრომის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა15 ივნისს...
16/06/2026

15 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში შრომის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

15 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის, Expertise France-ისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით, GIU-ს სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი შრომის სამართალში.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, Expertise France-ის მხარდაჭერით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე დაფუძნებული სამართლებრივი უნარების განვითარებას, შრომის სამართლის აქტუალური საკითხების სიღრმისეულ გააზრებასა და პროფესიულ გარემოსთან დაახლოებას. იმიტირებულმა პროცესმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, რეალურ სასამართლო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ ფორმატში გამოევლინათ სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციის, მტკიცებულებათა შეფასებისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.

პროცესს ესწრებოდნენ შრომის სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილე სტუდენტებს პროფესიული შეფასებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. ამასთან, ცალკეული მონაწილეები ისარგებლებენ სპეციალური ბენეფიტით — შრომის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობით.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს, Expertise France-სა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება და სტუდენტებს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და პროფესიულ შესაძლებლობას შესთავაზებს.

GIU-ს სამართლის სკოლა აგრძელებს სტუდენტებზე ორიენტირებული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი განათლების ხელშეწყობას

#იმიტირებულისასამართლოპროცესი #ჯიუ #უნივერსიტეტი #სამართალი #აირჩიე143 #საქართველოსპროფესიულიკავშირებისგაერთიანება #შრომისსამართალი

13-14 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ უმასპინძლა ახალგაზრდულ დიპლომატიურ პროექტს ,,NoDMUN Tbilisi 20...
15/06/2026

13-14 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ უმასპინძლა ახალგაზრდულ დიპლომატიურ პროექტს ,,NoDMUN Tbilisi 2026", რომელიც ორგანიზაცია „Nexus of Diplomacy“-ის მიერ განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

პროექტში მონაწილეობდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებმაც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა კომიტეტში იმუშავეს, განიხილეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები და გაეცნენ დიპლომატიური დებატების, გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის პრინციპებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც GIU მათ პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის სთავაზობს.

მადლობა ორგანიზაცია „Nexus of Diplomacy“-ს, პროექტის მონაწილეებს, სპიკერებსა და პარტნიორებს საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისთვის. გვიხარია, რომ GIU ახალგაზრდების განათლების, ლიდერული უნარების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

GIU - სივრცე მომავალი ლიდერებისთვის.

#ჯიუ #უნივერსიტეტი #აირჩიე143

სტუდენტური ფესტივალი 2026 „თბილისის გარბენით“ დასრულდა! 🏆14 ივნისს გამართული 5-კილომეტრიანი გარბენი სტუდენტური ფესტივალი...
15/06/2026

სტუდენტური ფესტივალი 2026 „თბილისის გარბენით“ დასრულდა! 🏆

14 ივნისს გამართული 5-კილომეტრიანი გარბენი სტუდენტური ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტები.

გვიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები მოტივირებულები შეუერთდნენ ამ მასშტაბურ ღონისძიებას.

მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს - აქტიური ჩართულობისა და უნივერსიტეტის ღირსეული წარდგენისთვის.

#ჯიუ #საქართველოსსაერთაშორისოუნივერსიტეტი #სტუდენტურიფესტივალი2026 #თბილისისგარბენი #სტუდფესტი2026

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ...
15/06/2026

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს სინოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო სინოლოგთა რიგით მესამე კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ჩინეთში - პეკინში, ტუნხუანგსა და ჩანგშაში მსოფლიო სინოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სინოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ანნა მახარაძე ფორუმზე წარდგა როგორც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წარმომადგენელი.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე სინოლოგიის, ჩინური ცივილიზაციის კვლევისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი გამოცდილება, ემსჯელათ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები.

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ქართული სინოლოგიის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.

Anna Makharadze, Head of the Sinology Program at Georgian International University GIU, participated in the 3rd World Sinologists Conference, held in China from May 30 to June 9, 2026, in Beijing, Dunhuang, and Changsha, under the organization of the World Center for Sinology.

The conference brought together sinologists from various countries around the world. Anna Makharadze attended the forum as a representative of Georgian International University GIU and the Caucasian Association of China Studies.

The conference focused on important issues related to contemporary Sinology, the study of Chinese civilization, and intercultural dialogue. The event provided participants with an opportunity to share their research experiences, discuss prospects for international academic cooperation, and establish new professional connections.

Participation in international forums of this scale contributes significantly to strengthening academic and cultural relations between Georgia and China, while also promoting Georgian Sinology on the international stage.

#კონფერენცია #ჯიუ #სინოლოგია #ჩინეთი #ჩინურიენა #აბიტურიენტებისთვის

Address

სამღერეთის ქ. 5
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995322661512

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian International University • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Georgian International University • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი:

Share