მოდის დიზაინის ტექნოლოგიები - Fashion Design and Technology

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მოდის დიზაინის ტექნოლოგიები - Fashion Design and Technology

მოდის დიზაინის ტექნოლოგიები - Fashion Design and Technology სტუ - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის - საბაკალავრო პროგრამა: "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები"

12/02/2026

✌️💜

📚
30/01/2026

📚

📣 დასკვნითი გამოცდები 9 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ფაკულტეტების მიხედვით დასკვნითი გამოცდების ცხრილი იხილეთ პლატფორმაზე 👉 https://elearning.gtu.ge/

👉 საგამოცდო ცენტრში გამოცდებზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

💜❄️
20/01/2026

💜❄️

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი 103 წლისაა. 💫💜ფაკულტეტის იუბილეს ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო კონფერ...
29/12/2025

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი 103 წლისაა. 💫💜
ფაკულტეტის იუბილეს ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია.
ასევე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც 2025 წლის 27-30 ნოემბერს, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით, ჩინური კულტურის ფესტივალის ფლაგმანური ღონისძიების
„ერთიანობის ძაფები: ერთი სარტყელი და გზა“ – გალა მოდა (“Threads of Unity: Belt and Road Fashion Gala”) ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი, ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი 5 000 ნამუშევრიდან კონკურსის წესით შეირჩა 32 ნამუშევარი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, მედეა შელიას პროექტი.
ფაკულტეტის დეკანმა ასევე დააჯილდოვა პროფესორ-მასწავლებლები ფაკულტეტის განვითარებისათვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მათ შორის ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ლია ლურსმანაშვილს 🥰

08/12/2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

06/12/2025

2025 წლის 27-30 ნოემბერს, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა ჩინური კულტურის ფესტივალის ფლაგმანური ღონისძიება „ერთიანობის ძაფები: ერთი სარტყელი და გზა“ გალა მოდა (“Threads of Unity: Belt and Road Fashion Gala”). აღნიშნული ღონისძიებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი, ნაციონალურ მოტივებზე შესრულებული 5000 ნამუშევრიდან კონკურსის წესით შეირჩა 32, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის მედეა შელიას პროექტი 💖🌟

2025 წლის 27-30 ნოემბერს, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა ჩინური კულტურის ფესტივალის ფლაგმანურ...
06/12/2025

2025 წლის 27-30 ნოემბერს, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა ჩინური კულტურის ფესტივალის ფლაგმანური ღონისძიება „ერთიანობის ძაფები: ერთი სარტყელი და გზა“ გალა მოდა (“Threads of Unity: Belt and Road Fashion Gala”). აღნიშნული ღონისძიებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი, ნაციონალურ მოტივებზე შესრულებული 5000 ნამუშევრიდან კონკურსის წესით შეირჩა 32, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის მედეა შელიას პროექტი.
მადლობა გვინდა გამოვთქვათ პროექტის ხელმძღვანელის პროფესორი - ლია ლურსმანაშვილის, ასევე ყველა თანამშრომლის, სტუდენტის მიმართ და ვინც ხელი შეუწყო საქართველოს და ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის 🙏🥰💖🌟

20/10/2025

✨ 26 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმროში - Holiday Inn Tbilisi (26 მაისის მოედანი #1), იმ სტუდენტებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლით არის დაინტერესებული, განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.

📌 გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ სტუდენტებს შესთავაზებენ გლძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრებს, გააცნობენ სტიპენდიებისა და გრანტების მიღების შესაძლებლობებს.

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისა და სხვა დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს:👉 https://gtu.ge/News/28887/

26/08/2025

რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ვადაში, უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. გად.....

ასე ზღაპრულად დაასრულეს ჩვენმა ნიჭიერმა სტუდენტებმა საბაკალავრო პროგრამა "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" 💜✌🎉🌟🥰 💜
11/07/2025

ასე ზღაპრულად დაასრულეს ჩვენმა ნიჭიერმა სტუდენტებმა საბაკალავრო პროგრამა "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" 💜✌🎉🌟🥰 💜

სადიპლომო პროექტის ავტორი:ანა ბოლქვაძე"მემენტო ვივერე"არ დავივიწყებ შენგან       მოტანილ ცხოვრების სინათლეს.დედას…ეს კოლ...
11/07/2025

სადიპლომო პროექტის ავტორი:
ანა ბოლქვაძე
"მემენტო ვივერე"
არ დავივიწყებ შენგან მოტანილ ცხოვრების სინათლეს.
დედას…
ეს კოლექცია დედაჩემს ეძღვნება.
ეს კაბები არის გზავნილი-საყვარელი ქალის მოგონებების და სიყვარულის.
თითოეული ლუქი ამ კოლექციაში დედის სილუეტის ანარეკლია — რეალური კადრებიდან, გახსენებული დეტალებიდან თუ ფოტოსურათებიდან შეკერილი კაბები.
კოლექცია აწყობილია სინათლესა და სიფაქიზეზე. ეს არის მისი სინათლე, რომელიც გრძელდება ჩემში.
თეთრი ფერი ამ კოლექციაში არის სითბოს, სიწმინდის,სინაზის ფერი.ის ასახავს
იმას, რაც ჩემთვის იყო დედა-სუფთა, ლაღი, მშვიდი, გულწრფელი და ძლევამოსილი.
შიფონი კი დედის მსუბუქი მოძრაობის, სულიერი არსებობის და შეხების ქსოვილია. ეს არის ჩემი შეხება წარსულთან,გამოხატულება სიცოცხლის, რომელიც გრძელდება სიყვარულით 💎💕

სადიპლომო პროექტის ავტორი:ქეთი გოგიჩაიშვილი სადიპლომო კოლექცია ეფუძნება პლანეტა სატურნის სიმბოლიკას, მის ფიზიკურ და მითო...
11/07/2025

სადიპლომო პროექტის ავტორი:
ქეთი გოგიჩაიშვილი
სადიპლომო კოლექცია ეფუძნება პლანეტა სატურნის სიმბოლიკას, მის ფიზიკურ და მითოლოგიურ შრეებს. სატურნი ასოცირდება დროის მსვლელობასთან, დისციპლინასთან, სტრუქტურასთან და გარდაქმნასთან. როგორც ასტროლოგიური ფიგურა, ის ერთდროულად სიძლიერისა და შეზღუდვის სიმბოლოა — და სწორედ ამაზეა აგებული კოლექციის ძირითადი მესიჯი.
სატურნის რგოლები სხვადასხვა სილუეტისა და სტრუქტურული დეტალების ინსპირაციად იქცა. ფენიანი ქსოვილები, 3D კონსტრუქციები – ეს ყველაფერი სატურნის რგოლების დინამიკას ქმნის.
ხუთივე ლუქი გამოხატავს სატურნის სხვადასხვა ასპექტს: მისი რკინისებრი ენერგია აღბეჭდილია სტრუქტურულ ელემენტებში, მკაცრ სილუეტებში და დეტალებში, რომელიც კოსმოსურ ეფექტს ქმნის.
ფერებში დომინირებს ოქროსფერი, მუქი ყავისფერი, სპილოს ძვლის ფერი, რომლებიც ასახავს სატურნის ზედაპირისა და რგოლების ფერთა პალიტრას.
ქსოვილების შერჩევა მიზანმიმართულად გაკეთდა კონტრასტების ხაზგასმისთვის — რბილი და მკაცრი ტექსტურები ერთმანეთს ეჯახება და ერთიან პოეტურობას ქმნის.
საბოლოო მიზანი იყო დროის არქიტექტურის მოდური ინტერპრეტაცია — სატურნის სილამაზისა და სიმკაცრის მატერიალიზება სილუეტებსა და ფორმებში 🧡🌠🌟🌐

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00

Telephone

+995555696688

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მოდის დიზაინის ტექნოლოგიები - Fashion Design and Technology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share