27/05/2026
ნინო გელდიაშვილის სიყვარულით და პასუხისმგებლობით ნაფერები ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობა
ნინო გელდიაშვილი გახლავთ ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, აკადემიური თერაპევტი და უფროსი სპეციალური განათლების მასწავლებელი. 2014 წელს მიღებული აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ხოლო 2017 წელს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
ნინომ პროფესიული საქმიანობა
დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობით. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თბილისის საჯარო სკოლებში სპეციალური განათლების მასწავლებლად და მოსწავლის ასისტენტად. შემდგომში მისი საქმიანობა გაფართოვდა ქცევის თერაპიისა და აკადემიური თერაპიის მიმართულებით.
ნინოს აქვს ბავშვებთან, მოზარდებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. იგი მუშაობდა „ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი ფაზლში“, ასევე ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოში“, ამჟამად მუშაობს ,,ბრაით აკადემიაში" ქცევის თერაპევტად და აკადემიურ თერაპევტად.
2023-2024 წლებში ნინო მოხალისედ იმყოფებოდა პოლონეთში, ვროცლავში, სადაც ბავშვთა ფსიქოლოგის მიმართულებით მუშაობდა.
,,European Solidarity Corps"- ის ფარგლებში მან განახორციელა ფსიქო-საგანმანათლებლო პროექტი ვროცლავში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის.
ნინოს გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი ინკლუზიური განათლების, ქცევის გამოყენებითი ანალიზის, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის, სენსორული ინტეგრაციის, არტ-თერაპიისა და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მიმართულებით. მისი პროფესიული პროფილი აერთიანებს ფსიქოლოგიურ ცოდნას, პედაგოგიურ გამოცდილებას და ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის კომპეტენციას.
ნინო ხასიათდება როგორც კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, კრეატიული და ორგანიზებული სპეციალისტი. მისი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების განვითარების ხელშეწყობის, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და ფსიქო-საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერების მიმართულებით.
ნინოს პასუხისმგებლობა, ადამიანებისადმი სითბო, ბავშვებთან მუშაობის სიყვარული და მუდმივი განვითარების სურვილი განსაკუთრებულად დასაფასებელია.
გვჯერა,რომ ნინოს ცოდნა, გამოცდილება და სიკეთე კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარება და გააძლიერებს.
ნინოს, გულით ვუსურვებთ წარმატებით, პროფესიული ზრდითა და ბედნიერი დღეებით სავსე ცხოვრებას.☀️💖