Georgian Technical University Professional Development Center

Georgian Technical University Professional Development Center Professional development of students and teachers. Technical expertise of Civil and Computer Engineering projects

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრს საიუბილეო წელი აქვს.
მისი დაარსებიდან 10 წელი გავიდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცენტრი (www.facebook.com/PDCGTU) პირნათლად ემსახურება სტუ-ს სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას. უმაღლესი და პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან სივრ

ცეში.
ცენტრთან არსებული განყოფილება Center of Excellence in Teaching and Learrning შექმნილია მოწინავე საერთაშორისო უნივერსიტეტების ანალოგიური ცენტრების სტანდარტების მიხედვით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს უწყობს სტუდენტთა მომზადების ხარისხისა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემოღებას და გავრცელებას (hpep.ge).
გასულ და მიმდინარე წელს განხორციელდა და მომავალ წელსაც გრძელდება სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები,რომლის ფარგლებში ექვსასამდე პროფესრ-მასწავლებელმა უკვე გაიარა გადამზადება და გახდა საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მოდულის მიმართულებით..
ცენტრი თავისი მიზნებს ახორციელებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების დაფინანსების მოპოვების, დამუშავების, განვითარებია და მათი შედეგების დანერგვის გზით (დასრულეუილი და მიმდინარე პროექტების შესახებ იხილეთ (hpep.ge)..
ცენტრს ჰყავს ბევრიროგორც ქართველი,ასევე საერთაშორისო კონსულტანტი უცხოეთის უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთა რჩევებისა და აზრთა ურთიერთგაზიარების საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს. სტუ-სა და საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, ტრეინინგებს ,ვორკშოპებს.
ამ მიმართულებით ცენტრის როგორც წარსული,ასევე დღევანდელი სრული საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი (hpep.ge).
ცენტრთან არსებული გალერეა ”უნივერსი" ხელს უწყობს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ( www.facebook.com/GTUUniverse).აწყობს გამოფენებს, შემოქმედებით საღამოებს და კონკურსებს.არის საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორი და განმხორციელებელი. მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო,საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აგრეთვე სხვადასხვა ფირმებთან და კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე.
სტუ-სა და სხვა მოწვეული სპეციალისტების საშუალებით ახორციელებს პრაქტიკული გამოყენების საინჟინრო-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, ტექნიკურ და ეკონომიკურ ექსპერტიზას.
ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებებით. თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების ექსპერტებთან, როგორც საგანმანათლებლო,ასევე სამეცნიერო და კულტურულ სფეროში
ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა შეუძლია განათლების,
საინჟინრო მეცნიერებებისა და კულტურულ სფეროში პროფესიული განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.

01/05/2026
სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალუს ტრეინინგი“სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლიგიები საუნივერსირე...
29/11/2025

სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალუს ტრეინინგი
“სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლიგიები საუნივერსირეტო განათლებაში”
26.11.25

სტუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრეინინგი  “სწავლისა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები ...
24/11/2025

სტუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრეინინგი “სწავლისა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები საუნივერსიტეტო განათლებაში”
19.11.25

Address

Kostava 68
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

2 33 30 51

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Technical University Professional Development Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Georgian Technical University Professional Development Center:

Share