პირველი სამედიცინო სასწავლებელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პირველი სამედიცინო სასწავლებელი

პირველი სამედიცინო სასწავლებელი 📍ყველასთვის ხელმისაწვდომი
პროფესიონალიზმი🎓

თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი ერთ-ერთი პირველი კოლეჯია, რომელიც 1918 წელს საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევითა და საზოგადოების მხარდაჭერით დაარსდა. მას შემდეგ მუდმივ განვითარებას გადის და თანამედროვე სტანდარტებთან ყოველთვის თანხვედრაშია.

ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების სტრატეგიის შესაბამისად და ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვ

ისად, ჩვენთან შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები გათვლილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზარზე დასაქმებისათვის საჭირო და აუცილებელი ცოდნის მისაღებად. სწავლებას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ადმინისტრაციული პერსონალი. კოლეჯში სასწავლო გარემო უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და რესურსით.

კოლეჯის მიზანია პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოიმუშავონ აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათი წარმატების და Სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის საწინდარია. ამასთან ერთად, მიიღონ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ის ღირებულებები, რაც ერთი საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

1918 წლიდან 100 წელზე მეტი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელს არც ერთხელ დაუკარგავს აქტუალობა და ის ხედვა, რომ უზრუნველყოს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების და თვითგამოხატვის თავისუფლება.

აპლიკანტთა საყურადღებოდ 👇🏼
24/06/2026

აპლიკანტთა საყურადღებოდ 👇🏼

🔈2026 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ.

2026 წლის გამოსაცდელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს, რომ გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი) 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეუძლებელი იქნება.

დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ბარათების, საგამოცდო ცენტრებისა და მათთან მისასვლელი მარშრუტების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.naec.ge/ #/ge/post/3619

📢 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა  წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სამახსოვრო საჩუქრებ...
19/06/2026

📢 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სამახსოვრო საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში გამორჩეული მიღწევების მქონე სტუდენტები.

⚪️ სსკა-ს ორგანიზებით ჩატარებული პირველ ეროვნული კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის - სოფიო არობელიძე, დემეტრე აფციაური და ლიზი ფიფია;

საექთნო განათლების და ფარმაციის პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროცესში გამორჩეულად აქტიური ჩართულობის, საუკეთესო დასწრების და აკადემიური მოსწრებისთვის შემდეგი სტუდენტები:
⚪️ თამარ ჭუმბურიძე, თეა ბურდული, ლიზი უგულავა, მეგი გიგუაშვილი, ინგა ფაჟავა, ნაიკო გულიაშვილი, ლელა ზაქარაშვილი, ლელა ბიკაშვილი, ნინო გურაშვილი.

ასევე, გამოვლინდა განვლილი სასწავლო წლის პერიოდში ადმინისტრაციის სამი რჩეული სტუდენტი:
⚪️ ლალი არზიანი, ნიკოლოზ ვაშაკიძე და თეა გელაშვილი, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დაამახსოვრეს თავი კოლექტივს საკუთარი მიღწევებით და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვით.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ პირად წარმატებებს და პროფესიულ ზრდას.

დაბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ამაღელვებელი იყო ფარმაციის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ლალი არზიანის მიერ სასწავლებლისთვის სამახსოვრო ჯილდოს გადმოცემა, რომელიც სტუდენტმა მადლიერების სიმბოლოდ დაასახელა.

👏🏼 წარმატებით დასრულდა, ფლებოტომიის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსი.🟠 კურსის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს:✔ ვენიდან...
17/06/2026

👏🏼 წარმატებით დასრულდა, ფლებოტომიის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსი.

🟠 კურსის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს:
✔ ვენიდან სისხლის აღების თანამედროვე ტექნიკები;
✔ პაციენტთან უსაფრთხო და პროფესიული კომუნიკაცია;
✔ ინფექციის კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტები;
✔ პროცედურის სწორი და ეფექტიანი განხორციელება.

⚪️ კურსდამთავრებულებს გადაეცათ, შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სასწავლებელი კურსდამთავრებულებს მრავალ წარმატებასა და პროფესიულ წინსვლას უსურვებს!

აპლიკანტთა საყურადღებოდ, გაეცანით - ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს.
15/06/2026

აპლიკანტთა საყურადღებოდ, გაეცანით - ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს.

🔈2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ინფორმაცია გამოცდების დეტალური განრიგის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4vNPVZc

📢 2026 წლის 12 ივნისს  სასწავლებელში იმყოფებოდა თოდუას კლინიკის ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი, ელენე ბერაი...
15/06/2026

📢 2026 წლის 12 ივნისს სასწავლებელში იმყოფებოდა თოდუას კლინიკის ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი, ელენე ბერაია, რომელმაც წრმოადგინა კლინიკის ვაკანსიები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლების“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შემდეგ ვაკანსიებს:
▶️ინფექციის კონტროლის ექთანი;
▶️კარდილოგიური განყოფილების ექთანი;
▶️საოპერაციოს ექთანი;
▶️გინეკოლოგიური კაბინეტის ექთანი;
▶️სტაციონარულ ონკოლოგიაში ექთანი;
▶️ანესთეზია-რეანიმაციის, პრაქითერაპიის, აგრეთვე ექთნის დამხმარე.

კლინიკის წარმომადგენელი ესაუბრა სტუდენტებს ჩამოთვლილი ვაკანსიების შესახებ: გააცნო მათ თითოეული ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ზოგადი უნარ-ჩვევები და სამუშაო გამოცდილების უპირატესობები.

⚪️ პირველი სამედიცინო სასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან, ქმნის დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს კურსდამთავრებულების წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე.

⚪️ მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს სასწავლებლის მუდმივ ზრუნვას სტუდენტების კარიერულ წინსვლასა და პროფესიული რეალიზაციის მხარდაჭერაზე.

🏆 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა ღონისძიება, სადაც შეჯამდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პ...
12/06/2026

🏆 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა ღონისძიება, სადაც შეჯამდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, აქტივობები და მიღწევები.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ პროფესიული განათლების გამორჩეული მასწავლებლები ნომინაციაში:
„მაღალი პროფესიონალიზმის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და სასწავლებლის განვითარებაში აქტიური ჩართულობისათვის“
🔹 მანანა წიკლაური
🔹 მადლენა ასანიძე
🔹 სოფიო გელაშვილი
🔹 მარიამ ბოჭორიშვილი
ასევე, ნომინაციაში „ორგანიზაციული და სტუდენტური მხარდაჭერის მიმართულებით გამორჩეული საქმიანობისთვის“ დაჯილდოვდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი:
🔹 თინათინ ხარაძე
დაჯილდოებულებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

ვულოცავთ თითოეულ მათგანს დამსახურებულ აღიარებას და მადლობას ვუხდით პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 👏✨

🟠 2026 წლის 5–6 ივნისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა წლის პირველი კოლეგიალ...
09/06/2026

🟠 2026 წლის 5–6 ივნისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა წლის პირველი კოლეგიალური ვიზიტი, რომელშიც „თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო:
➡️ პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკა;
➡️ ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი;
➡️ ავტორიზაციის პროცესებთან დაკავშირებული მიგნებები;
➡️ დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების მიმართულებით არსებული გამოცდილება, გამოწვევები და შესაძლებლობები.

⚪️ კოლეგიალური ვიზიტი პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკების გაცნობისა და პროფესიული დიალოგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა.

⚪️ გვჯერა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს ხარისხის კულტურის გაძლიერებასა და პროფესიული განათლების უწყვეტ განვითარებას.

🔸 მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ორგანიზებისთვის და მასპინძელ კოლეჯს თბილი მასპინძლობისა და ნაყოფიერი შეხვედრებისთვის.

🔔 სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია“ (სააფთიაქო) აპლიკანტებისთვის დაიწ...
08/06/2026

🔔 სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია“ (სააფთიაქო) აპლიკანტებისთვის დაიწყო მოსამზადებელი კურსები ქიმიასა და ბიოლოგიაში.

🟠 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში მოდულის ,,ქართული ენა B1" სტუდენტებმა და მასწავლებელმა გამართეს პრეზენტაცია. ...
03/06/2026

🟠 თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში მოდულის ,,ქართული ენა B1" სტუდენტებმა და მასწავლებელმა გამართეს პრეზენტაცია.

🇬🇪 არაქართულენოვანმა სტუდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრეს საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე.

🟠 პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორია ჩაერთო ზემოაღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ სახალისო-შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც გულისხმობდა სწორი პასუხების პოვნას. გამარჯვებულ დამსწრეებს ჯგუფისგან გადაეცათ სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.

🎓საქართველოს ბიზნესის აკადემიამ (SBA) საექთნო უნარების პირველ ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, სადაც პირველი სამედიცინო სასწ...
01/06/2026

🎓საქართველოს ბიზნესის აკადემიამ (SBA) საექთნო უნარების პირველ ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, სადაც პირველი სამედიცინო სასწავლების სამმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა: სოფიო არობელიძემ; დემეტრე აფციაურმა; ლიზი ფიფიამ.

🎊სოფიო არობელიძე გახდა მე-2 ადგილის მფლობელი;
🎊 დემეტრე აფციაური - ამერიკული ჰოსპიტალის წარმომადგენლის და საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდეტის რჩეული;

ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს!

Address

Tbilisi, Kedia Str. 7
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირველი სამედიცინო სასწავლებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to პირველი სამედიცინო სასწავლებელი:

Shortcuts

Share