27/06/2026
📚გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სპორტულ ტრავმებსა და მათთან დაკავშირებულ კლინიკურ ასპექტებს მიეძღვნა.
🔸კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი მოხსენებები, გაიმართა პროფესიული დისკუსიები და ცოდნის გაზიარება.
✨მადლობას ვუხდით სპიკერს, მომხსენებლებს, მონაწილეებსა და თითოეულ დამსწრეს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი სამეცნიერო აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტუდენტების პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში.