საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School თქვენი წარმატება იწყება აქ!
(1)

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ არის წარმატებული და შედეგის მიღწევაზე ორინტირებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული განათლების მქონე პირების მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას. ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ მიზნად ისახავს, ადვოკატთა, მოსამართლეთა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებას. ასევე ტარდება მოკლევადიანი კურსები სამართლის ყველ

ა მიმართულებით, რომელსაც უზრუნველყოფენ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და სამართლის დოქტორები. ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის“ მთავარი ღირებულებაა პროფესიონალიზმი. საქმიანობის პრინციპს კი განსაზღვრავს - სწავლის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა.

📣📣📣,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა” გთავაზობთ უნიკალურ იურიდიულ ბანაკს თემაზე - ,,შექმენი შენი სახელმწიფო”🎯📚👉 ბანა...
16/01/2026

📣📣📣,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა” გთავაზობთ უნიკალურ იურიდიულ ბანაკს თემაზე - ,,შექმენი შენი სახელმწიფო”🎯📚

👉 ბანაკის ხანგრძლივობა: 3 ღამე 4 დღე.
👉 ასაკობრივი კატეგორია: 18-30 წელი
👉 ჩატარების ადგილი: ბაკურიანი.
👉 ჩატარების თარიღი: 10-11-12 თებერვალი;
❗ ბანაკი ,,შექმენი შენი სახელმწიფო“❗

👉 ბანაკის მონაწილეები, გაეცნობიან საკონსტიტუციო სამართლის ძირითად პრინციპებს, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად მახასიათებლებს და მის აუცილებელ ნიშან თვისებებს, მათთვის ტრენინგ კურსებს ჩაატარებენ საჯარო სამართლის სპეციალისტები, კონსტიტუციონალისტები და დარგის წამყვანი ექსპერტები.

👉📌 ბანაკის განმავლობაში დაგეგმილია სტუმრის მოწვევა და პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ მაღალი რანგის იურისტების პრაქტიკული გამოცდილება და ჩაერთონ დისკუსიაში.

📝მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და დაიწყებენ საკუთარი სახელმწიფოს შექმნას:
- კონსტიტუციის შედგენას;
- მმართველობის მოდელის არჩევას;
- სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნას;
- დემოკრატიული მექანიზმების ჩამოყალიბებას

🔗თუ გსურს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღება, მოქმედ იურისტებთან პროფესიული კომუნიკაცია, ინტელექტუალურ გარემოში ახალი ადამიანების გაცნობა და სამართლებრივ საკითხებზე ერთობლივ მუშაობაში მიღებული მრავალფეროვანი გამოცდილება, ეს ბანაკი შენთვისაა. 🎯

ბანაკის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

📌რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
https://forms.gle/NJLhyzxkXSA7sUSh7

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 5 98 40 87 87

16/01/2026

❗ ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ გთავაზობთ, სახელშეკრულებო სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ სასერთიფიკაციო კურსს ❗
დარეგისტრირდი ახლავე!
👉 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/77M1enkHsuAC6QaE7
🟢 გაინტერესებთ, როგორ უნდა შედგეს ხელშეკრულება სწორად და ეფექტურად?
გსურთ გაიგოთ პრაქტიკაში არსებული სირთულეები ხელშეკრულების შედგენისას და ისწავლოთ მისი სამართლებრივი სპეციფიკა პროფესიონალისგან?
მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!
🟢 კურსს გაუძღვება ირმა კახიძე - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი და ტრენერი, სახელშეკრულებო სამართლის დარგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი;
🟢 კურსი ჩატარდება ორ დღეს - თითო დღეს 5 (ხუთ) საათიანი ინტენსიური სწავლებით;
🟢 მოსმენა შესაძლებელია როგორც პირისპირ (ქ. თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ. ბათუმი) , ისე დისტანციურ (online) რეჟიმში.
ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს:
🔴შეისწავლოს ხელშეკრულებების შედგენის პრაქტიკული თავისებურებები;
🔴გაიგოს ხელშეკრულების შედგენისას წარმოშობილი სამართლებრივი სირთულეები რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით
🔴მიიღოს მკაფიო ცოდნა, რომელიც გამოყენებადია ყოველდღიურ იურიდიულ და არა მარტო იურიდიულ საქმიანობაში.
🔴თუ უკვე გაიარე სახელშეკრულებო სამართალი და მისი შედგენა პრაქტიკაში რთულად გეჩვენება, ან ხშირად გიწევს ხელშეკრულებებთან შეხება და გინდა მათი შედგენისას უფრო თავდაჯერებული იყო
დარეგისტრირდი ახლავე! არ გამოტოვოთ შანსი - შეიძინეთ პრქტიკული ცოდნა გამოცდილი სპეციალისტისგან!
შემოუერთდით ჩვენს დახურულ ჯგუფს: https://www.facebook.com/groups/622958554952593
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Facebook: https://www.facebook.com/GLholding
📞 +995 592 340 310 (WhatsApp/Viber)
📍 ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 22

🎓 ხარ იურისტი და გინდა გახდე ადვოკატი, ნოტარიუსი ან მოსამართლე?- მაშინ შემოუერთდი საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლას და...
15/01/2026

🎓 ხარ იურისტი და გინდა გახდე ადვოკატი, ნოტარიუსი ან მოსამართლე?- მაშინ შემოუერთდი საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლას და გაიარე 👉 ადვოკატთა, ნოტარიუსთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ონლაინ კურსი.🎓
❗ დარეგისტრირდი დღესვე! ადგილები შეზღუდულია ❗

• 🏛 მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კურსი: https://forms.gle/K1Y27WGMNZsWigSZ8

• ⚖️ ადვოკატთა საკვალიფიკაციო კურსი: https://forms.gle/8foLHnqdVWtGTbM18

• 🖋 ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო კურსი: https://forms.gle/eLWi5ZeMKwJcoZK77

📚 კურსის არსი და მიზანი:
პროგრამა შექმნილია სამართლის სფეროში მომუშავე ან პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული პირებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის სისტემატიზაცია და გამოცდის მაღალი შედეგით ჩაბარება.
სასწავლო პროგრამა შეიქმნა ოფიციალური საგამოცდო სტანდარტების საფუძველზე, ხოლო სავარჯიშო ტესტები მაქსიმალურად შეესაბამება რეალურ გამოცდებზე გამოყენებულ მასალას.

👩‍⚖️ სასწავლო პროცესის ლექტორები:
ლექციებს უძღვებიან პრაქტიკაში მოქმედი პროფესიონალები — მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და სამართლის დოქტორები, რომელთა გამოცდილება და ცოდნა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ხარისხს და პრაქტიკულ ღირებულებას.

🎥 სწავლების ფორმატი:
ყველა ლექცია იწერება ვიდეოჩანაწერის ფორმატში, რაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გადახედონ მასალას და განმეორებით იმუშაონ თემებზე გამოცდის ჩაბარებამდე.

⚖️ სპეციალიზაციის არჩევა:
მოსამართლეთა და ადვოკატთა კურსები ხელმისაწვდომია სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას აირჩიონ მათთვის შესაბამისი სფერო.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 340 310

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესმა სკოლამ” ტრადიციულად შეაჯამა გასული წლის საქმიანობა და დააჯილდოვა 2025 წლის საუკეთესო მს...
30/12/2025

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესმა სკოლამ” ტრადიციულად შეაჯამა გასული წლის საქმიანობა და დააჯილდოვა 2025 წლის საუკეთესო მსმენელი და ტრენერი 📍⚖️

🔻 2025 წლის საუკეთესო ტრენერის წოდება მიენიჭა ნინო ბიწაძეს, ხოლო საუკეთესო მსმენელის ჯილდო გადაეცა ეკა ხითარიშვილს.

🔗 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის” დირექტორის, ირმა კახიძის, მონაწილეობით, რომელმაც გამარჯვებულებს პირადად გადასცა სიგელები და მადლობა გადაუხადა გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და მაღალი ჩართულობისთვის.

📚 ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა გასული წლის პროექტები, შეფასდა მიღწეული წარმატებული შედეგები და დაისახა მიზნები და განვითარების გეგმები მომავალი წლისთვის.

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა” ულოცავს დაჯილდოვებულებს და უსურვებს კიდევ უფრო მეტ პროფესიულ წარმატებას ❤️

19/12/2025
19/12/2025
საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინ...
19/12/2025

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაჯილდოვდა ტიტულით ,,საუკეთესო პარტნიორი” ღონისძიებაზე — „შეხვედრა პარტნიორებთან – 2025“.🏆

დაჯილდოება წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის, პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ეფექტური თანამშრომლობის მაღალი შეფასების გამოხატულებას.

ღონისძიება გაიმართა 2025 წლის 17 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო Paragraph Freedom Square-ში და მიზნად ისახავდა სააგენტოს საქმიანობის შედეგების, სტრატეგიული ხედვისა და შრომის ბაზრის განვითარების პრიორიტეტების წარდგენას.

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა მადლობას უხდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა და პარტნიორობა რომლის ფარგლებში, მხარდაჭერითა და თანამშრომლობით არაერთი მოქმედი და მომავალი იურისტი იღებს შესაძლებლობას, განავითაროს ცოდნა, პრაქტიკული უნარები და წარმატებით დასაქმდეს.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ პროფესიული განათლების გაძლიერებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადება/ გადამზადებას და დასაქმებას.

🤝 ერთად — მეტი შესაძლებლობა, მეტი შედეგი.

16/12/2025

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა"-ს დირექტორი ქ-ნი ირმა კახიძე სტუმრად გადაცემა ,,ჩვენი დილა"'ში

02/12/2025

🔵 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის“ ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისმა პირველად იურისტთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.

☑️ ფორუმში მონაწილე გამოცდილ და დამწყებ იურისტებს შესაძლებლობა მიეცათ რეგიონში არსებულ მათთვის საინტერესო ვაკანსიებს გაცნობოდნენ და პირისპირ გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს.

☑️ ღონისძიების ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის წარმოდგენილი იყო სტაჟირების შესაძლებლობები სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიულ ცოდნის გასაღრმავებლად.

☑️ ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის დამფუძნებელმა ირმა კახიძემ გახსნეს.

#იურისტთადასაქმებისფორუმი

Address

ქ. თბილისი, საბურთალო, ცინცაძის ქ 22
Tbilisi
010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School:

Share