Tesau Student Club - ერეკლე II

Tesau Student Club - ერეკლე II სტუდენტებში სოციალური ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობა ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით

გვერდი შექმნილია სტუდენტთა შორის სოციალური ურთიერთობების გაჯანსაღებისათვის ეროვნული მოტივით

17/03/2025

!!!
საყვარელო კლუბის წევრებო და მეგობრებო!

გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ერეკლე მეორის სტუდენტურ კლუბში ლიდერის პოზიციაზე მოხდა ცვლილება.
ამ დრომდე კლუბს ერთგულად ხელმძღვანელობდა ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი ანუკი რევაზიშვილი. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას გაწეული შრომისთვის, ინიციატივებისა და ინსპირაციისთვის, რომლებიც მან ჩვენი კლუბის განვითარებაში შეიტანა. მისი წვლილი ყოველთვის დასამახსოვრებელი იქნება.

ამავდროულად, მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ კლუბის ახალი ლიდერი, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული და მრავალმხრივი უნარებით გამორჩეული სტუდენტი ჯული ზაალიშვილი Juli Zaalishvili . გვჯერა, რომ ის განაგრძობს კლუბის ტრადიციებს, მოგვცემს ახალ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ იდეებს. მივულოცოთ მას ეს სასიამოვნო სიახლე, თქვენი მხარდაჭერით ერთად შევძლებთ ახალი მიზნების მიღწევას.

მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კლუბის ახალ ლიდერს!💓

🏰🍷2024 წლის 27 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერეკლე II-ის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით სტუდენტები ეწვივნენ...
30/12/2024

🏰🍷2024 წლის 27 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერეკლე II-ის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით სტუდენტები ეწვივნენ ,,შატო მუხრანს". დაათვალიერეს შატო მუხრანის მამულები და ღვინის (ისტორიული და თანამედროვე) მარანი, მოინახულეს ძალისის ნაქალაქარი.
სტუდენტებმა შეიტყვეს ძალისის ნაქალაქარის შესახებ მნიშვნელოვანი ისტორია. ერთმანეთს გაუზიარეს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური საკითხები. ტური იყო მრავალმხრივი ინფორმაციით დატვირთული და ძალიან საინტერესო. ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის, კერძოდ კახეთის და ქართლის ვაზის ჯიშების სპეციფიკისა და მახასიათებლების შესახებ. მიღებულმა ინფორმაციამ სტუდენტებს შეუქმნა ნათელი წარმოდგენა ქართული მევენახეობის განვითარების, ღვინის წარმოების, ენო და გასტროტურიზმის განვითარების პოტენციალის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რესურსის შესახებ.

დღე 1⃣✅2024 წლის 29-30 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის - ,,ერეკლე მეორის“ წევრი სტუდენტები  ...
30/12/2024

დღე 1⃣
✅2024 წლის 29-30 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის - ,,ერეკლე მეორის“ წევრი სტუდენტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობისა და დამეგობრების მიზნით ესტუმრნენ.
✅სტუდენტებმა დაათვალიერეს სჯსუ۔ს გარემო და ინფრასტრუქტურა, სტუდენტური სივრცეები, შეხვდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და უნივერსიტეტში მოქმედი აფხაზური ცენტრის ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ წევრებს.
🏫სჯსუ۔ს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა სამცხე۔ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და მისგან უშუალოდ მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის ისტორიის, ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ. სამომავლოდ ახალგაზრდებმა ერთობლივი აქტივობები და ღონისძიებებიც დაგეგმეს.
დღე 2⃣
⛪ტუდენტებმა დაათვალიერეს რაბათის ციხე და მოილოცეს საფარის მონასტერი და მწვანე მონასტერი.
📢იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სამცხე۔ჯავახეთის უნივერსიტეტს კეთილგანწყობილი მიღებისა და მასპინძლობისთვის და გამოთქვამს მზაობას მესხი სტუდენტების მოწვევისა და მასპინძლობისთვის.

2024 წლის 20 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერეკლე II-ის კლუბის თაოსნობით სტუდენტებმა   მონაწილეობა მიიღეს ...
22/12/2024

2024 წლის 20 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერეკლე II-ის კლუბის თაოსნობით სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სამეწარმეო-შემეცნებით ტურში.
ტურის ფარგლებში ისინი იმყოფებოდნენ ქალაქ წნორში - „ქართული ზეთისხილის საწარმოში". ასევე, მოინახულეს ზეთისხილის ბაღები სოფელ საქობოში და ეწვივნენ ბადაგის მწარმოებელ ქარხანას. გარდა ამისა, მათ მოილოცეს ბოდბის მონასტერი.
ტური იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული. სტუდენტები თავადაც ჩაერთნენ საწარმოში მიმდინარე პროცესში. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონის აგრარული და აგრო-ტურისტული პოტენციალის მიმართ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და მისი განვითარებისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას.

17 დეკემბერს სხვადასხვა უნივერსიტეტის კლუბის წევრი სტუდენტები ვიმყოფებოდით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ...
18/12/2024

17 დეკემბერს სხვადასხვა უნივერსიტეტის კლუბის წევრი სტუდენტები ვიმყოფებოდით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დიპლომების აღიარების საკითხთან დაკავშირებით, სადაც შევხვდით ხელმძღვანელობას და ვისაუბრეთ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
მივიღეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია, რომ დიპლომების აღიარებას არავითარი პრობლემა არ ექმნება ❤️

თესაუს სტუდენტები  თელავის ისტორიულ მუზეუმში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტებმ...
28/11/2024

თესაუს სტუდენტები თელავის ისტორიულ მუზეუმში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II- ს დაბადებიდან 304- ე წლისთავი თელავის ისტორიულ მუზეუმში ვორქშოპით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენებები, ერეკლეს ცხოვრების, მოღვაწეობის, ევროპისკენ სწრაფვის შესახებ.

სტუდენტებმა დამსწრეებს გააცნეს ქალაქ თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის წინა ისტორია და ფართე საზოგადოებისათვის უცნობი თემები.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის, არქეოლოგ გიორგი მწყერაძის ხელმძღვანელობით, დაათვალიერეს თელავის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციები, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სამუზეუმო ექსპონატების მოძიების, შესწავლის და ექსპოზიციების მოწყობის შესახებ.

სტუდენტური ვორქშოფი უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ,,მეფე ერეკლე II’’-ის სტუდენტური კლუბის ინიციატივითა და ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა.

,,მეფე ერეკლე II’’-ის სტუდენტური კლუბი მადლობას უხდის თელავის ისტორიულ მუზეუმს და მუზეუმის ფონდების მთავარ მცველს, მარინა ოხანაშვილს ღირსეული მასპინძლობისთვის, ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ სიმაშვილს გაწეული ხელმძღვანელობისთვის.

12/11/2024

მოგეხსენებათ, რომ სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს ერეკლე მეორის სტუდენტური კლუბი, რომელსაც ამ დრომდე ღირსეულად უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი კესო სახიაშვილი, რომელიც დაჯილდოვებულია განსაკუთრებული უნარებით. მას გაწეული ლიდერობისთვის უდიდესი მადლობა ეკუთვნის კლუბისა და უნივერსიტეტის სახელით, მისი შრომა ნამდვილად დასაფასებელია. იქიდან გამომდინარე, რომ კესო ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტით, საჭიროა კლუბის ლიდერობა გადაებაროს კლუბის სხვა წევრს. ერეკლე მეორის კლუბი მოხარულია, რომ კლუბს უხელმძღვანელოს და ლიდერობა გაუწიოს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა ანუკი რევაზიშვილმა, რომელიც გამოირჩევა ასევე განსაკუთრებული უნარებითა და შესაძლებლობებით და დიდი საზოგადოებრივი თუ სტუდენტური აქტივობით. კლუბი იმედს გამოთქვამს სამომავლო აქტიურობისა და კიდევ უფრო მოტივირებული საქმიანობისთვის. ვულოცავთ ანუკის ამ საპასუხისმგებლო საქმის ლიდერობას!

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური კლუბის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდაჭერი...
24/10/2024

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური კლუბის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ და საზოგადოებას ესაუბრა ადამიანსა და მორალზე. შეხვედრა იყო უაღრესად საინტერესო, შედეგად ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.❤️

გაცნობებთ, რომ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, ბატონი ანდრო დგებუაძე, 24 ოქტომბერს საჯარო ლექციას გამართავს იაკობ გოგებაშვი...
22/10/2024

გაცნობებთ, რომ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, ბატონი ანდრო დგებუაძე, 24 ოქტომბერს საჯარო ლექციას გამართავს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს სააქტო დარბაზში თემაზე ,,მორალი და ადამიანი".

🕝 დასაწყისი: 13:30 სთ.

📌დასწრება თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა

📍შეხვედრის ინიციატორი: უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი აქტივობა - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახ...
09/10/2024

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი აქტივობა - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,მეფე ერეკლე მეორის'' სტუდენტური კლუბის წევრები ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (,,აწსუ"):

დღე 1️⃣
☑️ 📚აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსების, ბიბლიოთეკისა და ზოოლოგიური მუზეუმის დათვალიერება;
☑️სამეცნიერო ფესტივალზე დასწრება;
☑️აწსუ-ს და თესაუ-ს სტუდენტური კლუბის წევრების დამეგობრება, ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა და ქალაქის ღირსშესანიშნეობების დათვალიერება.

დღე 2️⃣
☑️⛪️ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას მონასტრისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის დათვალიერება.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდეს მადლობას უხდის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ,,ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების" წევრ სტუდენტებსა და მის ხელმძღვანელს ღირსეული მასპინძლობისთვის!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური კლუბის “ერეკლე მეორის”, წევრები - ბათუმში.დღე ...
27/07/2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური კლუბის “ერეკლე მეორის”, წევრები - ბათუმში.

დღე 2️⃣

🔹 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წევრების შორის.

🎙 ამ შეხვედრაზე, სტუდენტური კლუბების ლიდერებმა, აუდიტორიას გააცნეს კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობები.

📜✍🏻ასევე, კლუბის ლიდერებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები.

🪑 შეხვედრას ესწრებოდა 8 სახელმწიფო უნივერსიტეტის, 12 კლუბის ლიდერი და ასობით წევრი სტუდენტი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური კლუბის “ერეკლე მეორის”, წევრები - ბათუმში.დღე ...
27/07/2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური კლუბის “ერეკლე მეორის”, წევრები - ბათუმში.

დღე 1️⃣

მოვინახულეთ:
🏰 გონიო-აფსაროსის ციხის მუზეუმ-ნაკრძალი;
🏝️ საღამოს კი ბათუმის ბულვარში გავისეირნეთ.

Address

ქ. ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1
Telavi
ᲗᲔᲚᲐᲕᲘ

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tesau Student Club - ერეკლე II posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Tesau Student Club - ერეკლე II:

Share