Knowledge Center / Telavi ცოდნის ცენტრი / თელავი

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • Knowledge Center / Telavi ცოდნის ცენტრი / თელავი

Knowledge Center / Telavi  ცოდნის ცენტრი / თელავი კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი ს?

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა ქართვე...
19/03/2020

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა ქართველ მედიკოსებს მადლიერების ტაში დაუკრეს

#თელავისმუნიციპალიტეტისსაკრებულო
#სოციალურიკომისია
#ჩვენდავამარცხებთკორონას
#დარჩისახლშიჩვენთვის
#ჩვენვმუშაბთთქვენთვის

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდ....

28/06/2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სოციალურ და ძეგლთა დაცვის პროგრამებში ცვლილებების შეტანა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის განმარტებით, ძეგლთა დაცვის პროგრამას დაემატა ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბების საძიებო სამუშაოები და ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა. პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან, ჯამში, 15 300 ლარი დაიხაჯება.

საკრებულოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე, რომლის მიზანია ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებლად ფუნქციონირება და შესაძლებლობის ფარგლებში ბენეფიციართა განცხადებების დაკმაყოფილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური სახსრების მობილიზებას. როგორც თელავის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ აღნიშნა, 2018 წელთან შედარებით სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსებაზე მოქალაქეთა მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, შედეგად კი აღნიშნულ ქვეპროგრამებში გათვალისწინებული თანხა მთლიანად ამოიწურა. ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის პროგრამას 150 000 ლარი დაემატა.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალეტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვილებების პროექტი, რომლის მიზანია სოფელ ლალისყურში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიწის ნაკვეთის შესაძენად თანხის გამოყოფა, გამხმარი და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა-ვარჯის ფორმირების ღონისძიებების განხორციელება, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა და შესაბამისი მომსახურების გაწევა და ჭიდაობის სპორტული სკოლის ვეტერანი ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის თანხის გამოყოფა.

საკრებულოს სხდომაზევე იმსჯელეს ქალაქ თელავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ პროექტსა და საკრებულოს 2018 წლის 8 თებერვლის დადგენილებაში მშენებლობის სანებრათვო მოსაკრებლისა შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე.

მერიამ დეპუტატებს ასევე წარუდგინა პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუნუ სუმბაძესა და სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივი ჯგუფისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა რეკომენდაციით, რათა გამოინახოს სწორი სამართლებრივი ფორმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტი კი დეპუტატებს გააცნო იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

ნანა ხვისტანმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ასევე წარუდგინა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, აღრიცხვისა და შესყიდვის წესის დამტკიცების ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გულისხმობს. საკრებულოს დღის წსრიგით გათვალისწინებულ ათივე საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს სხდომას დეპუტატების გარდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

10/04/2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან ლილუაშვილი უმრავლესობის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.

დეპუტატებმა შეხვედრა სოფელ კურდღელაურისა და იყალთოს მოსახლეობასთან გამართეს.

სოფელ კურდღელაურში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, მათ შორის, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვეს.

რაც შეეხება სოფელ იყალთოს, ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვვეტის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს კულტურის სახლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საკითხიც დააყენეს.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ვეცდებით, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ. მოსახლეობას კიდევ შევხვდებით და მათთან ერთად განვიხილავთ, რისი გაკეთება შევძელით და რა დაგვრჩა გასაკეთებელი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

 #მადლობათავისუფლებისთვის #დიდებაგმირებს
09/04/2019

#მადლობათავისუფლებისთვის
#დიდებაგმირებს

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. 9 აპრილის ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს თელავში.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 30 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

9 აპრილს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი აღავლინა მღვდელმა კონსტანტინე პაპალაშვილმა. მღვდელმსახურმა ქადაგების დროს 30 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ ისაუბრა.

დღესვე სოფელ აკურაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ყვავილებით შეამკეს შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი, სადაც სოფელ აკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს და მისი გმირობის შესახებ ისაუბრეს.

შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის ასაკში, პარლამენტის წინ საბჭოთა ჯარისკაცის მიერ ნიჩბით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მან ორსული ქალი სიკვდილს გადაარჩინა. ქალბატონმა მადლიერების ნიშნად ვაჟიშვილს შალვა დაარქვა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

02/04/2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს სოფელ ართანას, გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, სანიორესა და ჯუღაანის მოსახლეობასთან.

ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წყლის სისტემის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების, გარე განათების, სარწყავი სისტემის, სიჩქარის შემზღუდველი ბარიების მოწყობა და მინი სტადიონის აშენება მოითხოვეს.

როგორც არჩილ თხლაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობის მიერ შეხვედრების დროს დასახელებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარდება.

„ჩვენ უკვე შეხვედრა გავმართეთ თელავის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობასთან. ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრები, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გვექნება. შეხვედრების მიზანია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან უშუალოდ მოვისმინოთ სოფლებში არსებული პრობლემები და შემდეგ მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

საკრებულოს დეპუტატები შეხვედრებს სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც გამართავენ.

#ხელისუფლებახალხისსამსახურში

01/04/2019

თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების წინ წამოწევას და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებას საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ახალგაზრდები, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გიგა ორკოდაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტში შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ახალგაზრდული ინტელექტუალური რესურსის გადინების პროცესი შეჩერდეს.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და ჩვენთვის ეს ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობების, გენდერული, ასაკობრივი, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის შემცირების მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. მსგავს ინიციატივებს თელავის მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაუჭერს მხარს და პირადად მე ვიქნები ამის ერთ-ერთი გარანტი“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.

კონფერენცია პროექტ ,,ახალგაზრდული პლატფორმა - თელავის ფორუმის“ ორგანიზებით და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ჩემი პაწაწუნა მარიამი
21/12/2015

ჩემი პაწაწუნა მარიამი

ჩემი ტანსაცმლის დახმარებით ყველანაირად ეცადნენ დამმსგავსებოდნენ :D
07/12/2015

ჩემი ტანსაცმლის დახმარებით ყველანაირად ეცადნენ დამმსგავსებოდნენ :D

ჩემი პაწაწუნები და ჩემი სილამაზეები
07/12/2015

ჩემი პაწაწუნები და ჩემი სილამაზეები

აბა როგორ არ ვიყო ბედნიერი როცა მივდივარ ცენტრში და ასეთი რამეები მხვდება. მეც ძალიან ძალიან მიყვარხართ, ჩემი იმედები და...
07/12/2015

აბა როგორ არ ვიყო ბედნიერი როცა მივდივარ ცენტრში და ასეთი რამეები მხვდება.
მეც ძალიან ძალიან მიყვარხართ, ჩემი იმედები და ჩემი სიხარულებიხ ართ თქვენ!

💋❤️
28/11/2015

💋❤️

Address

აბანოს შესახვევი №1, პირველ სკოლასთან, ბანკი "ქართუს" გვერდით
Telavi
2200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Knowledge Center / Telavi ცოდნის ცენტრი / თელავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share