სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი"

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი"

სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი", College & University, grigolishi, Zugdidi.

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. გრიგოლიშის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „იმედის“ წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. გრიგოლიშის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იმედი“ დაფუძნებულია ph international-ის, USAID-ის და ორგანიზაცია „ათინათის“ მიერ პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში.
1.2 კლუბი იფუნქციონირებს 2017 წლამდე და იმოქმედ

ებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი.
1.4 კლუბის მისამართი: საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. გრიგოლიში, გრიგოლიშის საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 კლუბი მიზნად ისახავს განახორციელოს სკოლის მოსწავლეების ინიციატივები პროექტების სახით.
2.2 ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები ადგილობრივი თემისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
2.3 მოსწავლეებში შრომითი უნარ– ჩვევებისა და ეკოლოგიური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
2.4 ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებას და ხელშეწყობას.
2.5 კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზებას, მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება-გამოვლენისათვის.
2.6 ინტელექტუალური, კულტურული და სპორტული ღონისძიებების, კონკურსების ორგანიზებას.
2.7 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება კლუბის მიზნებსა და ინტერესებს და არ არღვევს საქართველოს კანონებს.
3. კლუბის წევრები და მათი უფლებამოსილებანი:
3.1 კლუბის ინდივიდუალური წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX – XI კლასის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.2 კლუბის წევრობას ადასტურებს სათანადო წესით გაფორმებული და გაცემული კლუბის წევრის მოწმობა.
3.3 კლუბის წევრად მიღება წარმოებს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კლუბის ხელმძღვანელის სახელზე პირადი განაცხადის (წევრობის მსურველის შესავსები ანკეტის) საფუძველზე.
3.4 კლუბის წევრს უფლება აქვს აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ნებისმიერ ორგანოში, მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს კლუბის ხელძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებები.
3.6 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე.
3.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, კლუბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4. კლუბის ქონება:
4.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
• იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
• გრანტებით.
• სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
• კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად
5. კლუბის საქმიანობის შეწყვეტა:
5.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

6. დასკვნითი დებულება:
6.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კლუბის წევრის, კლუბის მეურვე მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის ინიციატივის საფუძველზე.

სამოქალაქო განათლების კლუბ "იმედის" სამოქმედო გეგმა

სამოქალაქო კლუბის ხედვები


სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. კლუბის წევრებს კარგად უნდა ესმოდეს სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათლების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები იკვეთება: შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება, ჩართულობისას ფუნქციების გადანაწილება, მონაწილეობა და ადვოკატირება, ეფექტური დიალოგის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.

სამოქალაქო კლუბ ,, იმედის“ მოღვაწეობის მიზნები :





• მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.

• ცოდნის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მომავალში წარმატების მიღწევა.

• მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

• ხელშეწყობა და მონაწილეობა

• ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.

• სასკოლო პროექტების დაგეგმა, განხორციელება და ჩატარების გამოცდილება.

• აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

• შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.

• საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.

• კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ორგანიზება, მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება-გამოვლენისათვის.











კლუბის წევრების უფლება და მოვალეობა


1) კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, შეასრულოს კლუბის ხელძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებები.
2) კლუბის საქმიანობების შესახებ საკუთარი წინადადებების წარდგენა .
3) აქტიური მონაწილეობა დისკუსიაში სხვადასხვა თემაზე.
4) დაიცვას წესდება
5) აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივაში, დახმარება განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელსა და წევრებთან შეთანხმებით.



საგანმანათლებლო კლუბ ,,იმედის‘’ რეფლექსია
სამოქალაქო განათლების კლუბი “იმედი“ შეიქმნა გრიგოლიშის საჯარო სკოლაში, 2014 წლის სექტემბერში. კლუბი შეიქმნა პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა ორგანიზაცია PH International და აშშ საერთაშორისო განვითარებს სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მოსწავლეთა ინიციატივით კლუბს შევურჩიეთ სახელი „იმედი“. ჩვენი კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სასკოლო საზოგადოებაში და თემში, მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის განვითარება, ჩამოყალიბება, ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები იკვეთება და ხდება შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითაება. ბავშვებს ეძლევათ განვითარების შესაძლებლობები იზრდება ინტერესი კვლევებისადმი, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება თითოეული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გაოყეება, რაც იწვევს მოტივაციის ამაღლებას, კლუბური მუშაობა ანვითარებს თანამედროვე მოთხოვნილების შესაბამის უნრ-ჩვევებს.
კლუბს აქვს სახელი, ლოგო, დევიზი (ჩვენი თაობა - იმედი ხვალის), ჰყავს არჩევნების გზით გამარჯვებული ლიდერი, მეურვე, აქვს ვებ-გვერდი, სადაც ეტაპობრივად იტვირთება საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო და ვვიდეო მასალა. გვაქვს შემუშავებული კლუბის წესდება. კლუბ „იმედს“ გადაეცემა ლეპტოპი და პრინტერი (558 $ ღირებულების) 2017 წელს ტექნიკის კონკურსში გამარჯვებისთვის.
სამოქალაქო კლუბი აქტიურად მუშაობდა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებაში კლუბის კურატორის დახმარებით. მიუხედავად კლუბის აქტიური მუშაობისა გვქონდა დააბრკოლებელი ფაქტორები, როგორიცაა თემის მოსახლების გულგრილობა სამოქალაქო საქმიანბასთან დაკავშირებით. მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველივე ეს სრულად აღმოიფხვრა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამოვრებით იღებდა მონაწილეობას კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.
კლუბ „იმედის“ წევრები ერთობლივად ქმნიდნენ კლუბის გრძელვადიან და მოკლევადიან სამუშაო გეგმებს. ისმენდნენ კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშს უწევდნენ თითოეულ მათგანს. კლუბს აქვს სამუშაო სივრცე, რომელიც მათ სკოლამ გამოუყო, მოსწავლეებმა კი იზრუნეს მის კეთილმოწყობაზე. მოსწავლეები იქ ყოველთვიურად მართავდნენ შეხვედრას.

Address

Grigolishi
Zugdidi

Telephone

+995557295824

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სოფ. გრიგოლიშის სამოქალაქო განათლების კლუბი "იმედი":

Share