სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia

სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia WSB საბანკო UNIVERSITY პოლონეთში, ქალაქებში ტორუნი (Toruń) და ბიდგოშჩში (Bydgoszcz)

15/06/2022

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გაკეტებული ანიმაციური ზღაპარი

WSB ტურუნსა და ბიდგოშჩში ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე მარტის (საგაზაფხულო) მიღება მიმდინარეობს:საბაკალავრო:  - Internatio...
17/01/2022

WSB ტურუნსა და ბიდგოშჩში ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე მარტის (საგაზაფხულო) მიღება მიმდინარეობს:

საბაკალავრო:

- International business - 6 სემესტრი - ტორუნი
- logistics - 6 სემესტრი - ბიდგოშჩი

- IT in business - ინჟინერია (7 სემესტრი) - ტორუნი

სამაგისტრო:

- IT in busines - ბიდგოშჩი

- მოთხოვნილი ინგლისურის დონე B2
- სწავლის წლიური გადასახადი 1400 ევრო (ასევე, ერთჯერადი 100 ევრო ადმინისტრაციული გადასახადი)

დეტალებზე შეგიძლიათ პირადად ან კომენტარებში მომწეროთ.

ჩვენი სტუდენტები პოლონეთში სწავლაზე, კულტურულ სხვაობებზე, სირთულეებზე, სასაცილო ისტორიებზე. მოუსმინეთ :)
09/12/2021

ჩვენი სტუდენტები პოლონეთში სწავლაზე, კულტურულ სხვაობებზე, სირთულეებზე, სასაცილო ისტორიებზე. მოუსმინეთ :)

WSB Torun foreign studentsWelcome Center movie

ჩვენი სტუდენტების მიერ აღნიშნული WSB საერთაშორისო დღე, გუშინ, 26 ნოემბერს.
27/11/2021

ჩვენი სტუდენტების მიერ აღნიშნული WSB საერთაშორისო დღე, გუშინ, 26 ნოემბერს.

ახლა წავიკითხე გერმანიაში ყველაზე უცნაური ფაკულტეტების ჩამონათვალი: 1. კრუიზის ინდუსტრიის მენეჯმენტი (Cruise Industry Ma...
02/09/2021

ახლა წავიკითხე გერმანიაში ყველაზე უცნაური ფაკულტეტების ჩამონათვალი:

1. კრუიზის ინდუსტრიის მენეჯმენტი (Cruise Industry Management)
2. ღვინის წარმოება (Master Önologie)
3. თანამედროვე იაპონისტიკა (Modernes Japan)
4. ონომასტიკა (მეცნიერება სახელების წარმომავლობის შესახებ - Namenforschung)
5. ფრიზიული ფილოლოგია (ნიდერლანდებისა და ჩრდილო გერმანიის დიალექტი)
6. მსოფლიო მემკვიდრეობის სპეციალისტები
7. პრომენადოლოგია - (Promenadologie) მეცნიერება სეირნობის შესახებ
8. ქაღალდის წარმოება
9. ტიბეტოლოგია (მეცნიერება ტიბეტის შესახებ)
10. კოსმოსის შესწავლა

არ ვიცი თქვენ რომელი, მაგრამ მე ძალიან მეუცნაურება სეირნობის შესახებ მეცნიერება :)) - რას სწავლობ? - სეირნობას :)))

ტორუნში პანდემიამდელი ცხოვრება დაბრუნდა - დაიწყო კონცერტები, სახალხო ზეიმები, მსვლელობები, ღონისძიებები. დღეს მოსავლის ფ...
28/08/2021

ტორუნში პანდემიამდელი ცხოვრება დაბრუნდა - დაიწყო კონცერტები, სახალხო ზეიმები, მსვლელობები, ღონისძიებები.

დღეს მოსავლის ფესტივალი იყო, ორდღიანი ზეიმი ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ნახო, შეეხო და იგრძნო ხალხური ტრადიციები, ჩვეულებები, სიმღერები, ცეკვები, ნაკეთობები, კულინარია.
არაჩვეულებრივი განწყობა იყო :)

ეს გახლავთ დღევანდელი სტატისტიკა პოლონეთში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ანუ, 38 მილიონიან პოლონეთში უკანასკნელი...
23/08/2021

ეს გახლავთ დღევანდელი სტატისტიკა პოლონეთში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ანუ, 38 მილიონიან პოლონეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადების 107 შემთხვევა დაფიქსირდა, არავინ გარდაცვლილა.
ჩვენს რეგიონში, კუიავო-პომერანიაში ვირუსით 2 ადამიანი დაავადდა.

ასე, რომ მშვიდად ჩამოდით

"აკადემიკუსი" - ეს არის უნივერსიტეტის პარტნიორი დორმი, სადაც ჩვენი პირველკურსელი უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ.
18/08/2021

"აკადემიკუსი" - ეს არის უნივერსიტეტის პარტნიორი დორმი, სადაც ჩვენი პირველკურსელი უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ.

ხშირად მეკითხებიან, არის თუ რატომ არ აბარებენ პოლონეთში უცხოელი (მათ შორის, ქართველი) სტუდენტები უნივერსიტეტებში მისაღებ...
09/08/2021

ხშირად მეკითხებიან, არის თუ რატომ არ აბარებენ პოლონეთში უცხოელი (მათ შორის, ქართველი) სტუდენტები უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებს?

პოლონეთში განათლების სისტემა ქართულისგან განსხვავდება. პოლონეთში უმაღლეს სასწავლებელში ხვდებიან სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ქულების შესაბამისად. სკოლის გამოცდების ქულები განსაზღვრავს იმას, რასაც საქართველოში ევროვნული გამოცდები. ამიტომ, პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს არ აბარებენ. ამიტომ უცხოელი კანდიდატები პოლონეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად დამატებით გამოცდებს არ გადიან. საკმარისია მხოლოდ სკოლის ნიშნები.
ფოტო: wsb.pl

როცა პოლონეთში სწავლაზე ვსაუბრობთ, ეს ჯერაც მითი ან ფინანსურად შეუძლებელი გვგონია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლი...
02/08/2021

როცა პოლონეთში სწავლაზე ვსაუბრობთ, ეს ჯერაც მითი ან ფინანსურად შეუძლებელი გვგონია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის გამოც არც ვუშვებთ იმას, რომ უცხოეთში სასწავლებლად წავიდეთ, ან ჩვენს შვილებს ევროპული განათლების მიღება ვურჩიოთ, სწორედ ეკონომიკური ფაქტორია.

მოდი, გადავხედოთ მიმდინარე კვირის ფასებს ერთ-ერთ მარკეტში :

პური - 2 ზოტიდან (1,5 ლ)
ხორცი საქონლის - 1 კგ - 10 ზლოტიდან (8 ლ)
ხორცი ქათმის - 1 კგ - 7-8 ზლოტიდან (5-6 ლ ბარკლები, გულმკერდი და სხვა ნაწილები ცალ-ცალკე უფრო იაფია)
სოკო - 1 კგ - 9 ზლოტიდან (7 ზლ)
კარტოფილი - 1 კგ - დაახლოებით 2 ზლოტი (1,5 ლ)
რძე - ერთი ლიტრი 3 ზლოტი (2 ლ)
ყველი - 1 კგ - 15 ზლოტიდან (13 ლ)
არაჟანი - 400 გრ - დაახლოებით 3 ზლოტი (2ლ)
ხაჭო - 250 გრ - დაახლოებით 3 ზლოტი (2 ლ)
ზეთი, ერთი ლიტრი - 6 ზლოტიდან (4,5 ლ)
ხახვი, პრასი, მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო - დაახლოებით 3-3 ზლოტი
ყავა - 30 ზლოტი ყავა „იაკობსი“ – 25 ზლ (22 ლ)
ინგლისური ჩაი - 6 ზლ (4,5 ლ)
შაქარი - ერთი კილო 2,5 ზლ (2 ლ დაახლოებით)
შამპუნი - 17 ზლოტი (14 ლ. „ჰედ ენდ შოლდერსი“), თმის ნიღაბი - 14 ზლოტი, თმის დამატენიანებელი - 17 ზლოტი,
ჰიგიენის სხვა საშუალებები (საპონი - 3 ზლ (2 ლ), ფეირი - 7 ზლ (5 ლ - 500 მლ), უნიტაზის გასაწმენდი სითხე - 7 ზლ (5 ლ)

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევების შედეგები - ევროკავშირში შემავალი ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნების სიაში პოლონეთმა რუმინეთის (ან უნგრეთის) შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. აქ მართლაც ყველაფერი იაფია, მე თუ მკითხავთ, საქართველოზე იაფიც.

ტორუნის ფოტოები მინდა დღეს გაგიზიაროთ. ეს ქალაქი პოლონეთის ლამაზი ქალაქების ხუთეულში შედის. პატარაა, სულ 250 ათასი ადამი...
24/07/2021

ტორუნის ფოტოები მინდა დღეს გაგიზიაროთ.
ეს ქალაქი პოლონეთის ლამაზი ქალაქების ხუთეულში შედის. პატარაა, სულ 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს (ახალი აღწერა წელს მიმდინარეობს და ვფიქრობ, სტატისტიკა შეიცვლება).

გოთიკისა და ბაროკოს გვიან კომუნისტურ სტილთან ნაზავი (ეს უკანასკნელი არაფრისმაგვარი სიმახინჯეები ქალაქის გარეუბნებშია) ახალი არქიტექტურა ლამაზად და ორგანულად ერწყმის ძველ სტილს და აბსოლუტურად განუმეორებელს ხდის ქალაქს.

ტორუნი კუიავო-პომერანიის ვოევოდას (რეგიონის) კულტურული დედაქალაქია.

გაიცანით და შეგიყვარდებათ 💡

ტორუნში ყოველ ოთხშაბათს მუზეუმებში შესვლა თავისუფალია. ოთხშაბათს კოპერნიკის მუზეუმი მოვინახულეთ სტუდენტებთან ერთად - ადრ...
22/07/2021

ტორუნში ყოველ ოთხშაბათს მუზეუმებში შესვლა თავისუფალია. ოთხშაბათს კოპერნიკის მუზეუმი მოვინახულეთ სტუდენტებთან ერთად - ადრე გიყვებოდით, რომ ნიკოლაი (მიკოლაი - პოლონურად) კოპერნიკი (კოპერნიკუსი) ტორუნში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ის, რომ კოპერნიკი ტორუნელი იყო, დღემდე საამაყოა ადგილობრივებისთვის.
მუზეუმის რიგში დაახლოებით ერთი საათი ვიდექით სტუდენტები და მე. ზოგჯერ რიგებში დგომაც სასიამოვნოა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში :))

Adres

Ulica Młodzieżowa 31a
Torun
87-100

Godziny Otwarcia

Poniedziałek 10:00 - 18:00
Wtorek 10:00 - 18:00
Środa 10:00 - 18:00
Czwartek 10:00 - 18:00
Piątek 10:00 - 18:00
Sobota 10:00 - 18:00
Niedziela 10:00 - 18:00

Telefon

+48785638841

Strona Internetowa

Ostrzeżenia

Bądź na bieżąco i daj nam wysłać e-mail, gdy სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia umieści wiadomości i promocje. Twój adres e-mail nie zostanie wykorzystany do żadnego innego celu i możesz zrezygnować z subskrypcji w dowolnym momencie.

Skontaktuj Się Z Firmę

Wyślij wiadomość do სწავლა პოლონეთში WSB Torun in Georgia:

Udostępnij

Kategoria