ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა / School of Health Sciences

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა / School of Health Sciences
Directions Website Contact the university

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა / School of Health Sciences ჯანდაცვა, მედიცინა, საექთნო, სტომატოლოგია, ფარმაცია

საჯარო ლექციების ციკლი - „გლობალური ჯანმრთელობა“ 20266, 13, 20 და 27 ნოემბერს, 4 და 11 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, საქართველო...
03/11/2026

საჯარო ლექციების ციკლი - „გლობალური ჯანმრთელობა“ 2026

6, 13, 20 და 27 ნოემბერს, 4 და 11 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა უმასპინძლებს საჯარო ლექციების ციკლს შემდეგ თემებზე:

6 ნოემბერი - გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის მიმოხილვა
13 ნოემბერი - ჯანდაცვის დაფინანსება და ჯანდაცვის საყოველთაო მოცვა
20 ნოემბერი - ჯანდაცვის შეფასება და ხარისხის განსაზღვრა
27 ნოემბერი - ხანგრძლივი მდგომარეობები და ტკივილის მართვა
4 დეკემბერი - ჯანდაცვის პოლიტიკის კულტურული და გარემოსდაცვითი ასპექტები
11 დეკემბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში, 302 აუდიტორიაში.

დასწრების მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და რეგისტრაციისას გამოიყენოთ UG ვებ მეილები:
https://forms.cloud.microsoft/e/kmHaw3bz89

ლექციების ციკლზე სრულად დასწრების შემთხვევაში (6 ლექცია) გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას!

Public Lectures Cycle on “Global Health” 2026

On November 06, 13, 20, 27, December 04 and 11 at 16:00, the School of Health Sciences of the University of Georgia will host public lectures on “Global Health Policy” by Mrs. Sandra Elisabeth Roelofs.

Dates & Topics
November 06: Global Health Policy overview
November 13: Health financing and Universal Health Coverage
November 20: Healthcare evaluation and quality assessment
November 27: Long Term Conditions and pain management
December 04: Cultural and environmental aspects of health policy
December 11: Mental health and Health Psychology

Lectures will be conducted in English in the University of Georgia, School of Health Sciences, I building room 302.

Registration is now open! Please, for registration find the link below and use UG web mails:
https://forms.cloud.microsoft/e/kmHaw3bz89
If you attend the whole cycle (6 lectures), you will receive a certificate.
Good Luck and Stay Healthy!

სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვასადოქტორო პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვადაცვის თარიღი და დრო: 4 ნოემბერი, 2026, 16:...
02/11/2026

სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა

სადოქტორო პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა
დაცვის თარიღი და დრო: 4 ნოემბერი, 2026, 16:00 სთ.

დოქტორანტი: დეა გოდერძიშვილი

თემა: „პანდემიებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების შეფასება და გაძლიერება ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში დიპლომამდელი განათლების ეტაპზე”.

კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი

დისერტაციის საჯარო დაცვა ჩატარდება მისამართზე: მ. კოსტავას ქ. N77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 519

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

საჯარო ლექციაამა წლის 3 ნოემბერს, 18:20 სთ-ზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ე...
02/11/2026

საჯარო ლექცია

ამა წლის 3 ნოემბერს, 18:20 სთ-ზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში ჩატარდება საჯარო ლექცია „ სეპტორინოპლასტიკა და სხეულის აღქმა: ქირურგიული შედეგი თუ ფსიქოლოგიური კმაყოფილება?”.

სპიკერი - საქართველოს უნივერსიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ თოფურია.

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21ა, ჩიხი 2, მე-4 სართული, ოთახი 401.

მდებარეობა რუკაზე: https://maps.app.goo.gl/GN7AUZy1HE5wyRG7A

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

GEO/ENGსაქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულების, სარაჰა მუხტა...
29/10/2026

GEO/ENG

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულების, სარაჰა მუხტარ ანსარის და აბდულლა ფაიზ აბდულლა ბა ნაფიას სამეცნიერო სტატია - „Use of Artificial Intelligence Among Medical Students in Tbilisi, Georgia: Perceived Advantages and Challenges“გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Cureus-ში.

კვლევა ეხება სამედიცინო სტუდენტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მის აღქმულ უპირატესობებსა და გამოწვევებს.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სამეცნიერო მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში!

სტატიის ბმული: https://www.cureus.com/articles/522007-use-of-artificial-intelligence-among-medical-students-in-tbilisi-georgia-perceived-advantages-and-challenges

Scientific article "Use of Artificial Intelligence Among Medical Students in Tbilisi, Georgia: Perceived Advantages and Challenges" by Saraha Mukhtar Ansari and Abdullah Faez Abdullah Ba Nafea, graduates of the Medicine Program at the School of Health Sciences of the University of Georgia, has been published in the international scientific journal Cureus.

Study focuses on the use of artificial intelligence among medical students, its perceived advantages, and challenges.

We congratulate our graduates on this scientific achievement and wish them success in their future academic and professional endeavors!

Link to the article:
https://www.cureus.com/articles/522007-use-of-artificial-intelligence-among-medical-students-in-tbilisi-georgia-perceived-advantages-and-challenges

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

„ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველოს უნივერსიტეტშიოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. „ვარდისფერ ოქტ...
28/10/2026

„ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველოს უნივერსიტეტში

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აწყობს საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება დაავადების რისკფაქტორების, პრევენციისა და ონკოლოგიური პაციენტების რეაბილიტაციის საკითხების განხილვას.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შემდეგი საჯარო ლექციები:
„ფიზიკური აქტივობისა და რეაბილიტაციური სერვისების მნიშვნელობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის“

მომხსენებელი: თეა ადამია, საქართველოს
უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი

„გარემო ფაქტორები და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი: გარემოს ჯანმრთელობის როლი დაავადების პრევენციაში.“

Მომხსენებელი: ნია გიუაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი

თარიღი: 29 ოქტომბერი
დრო: 16:00–18:30
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, აუდიტორია № 519

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

GEO/ENGსაქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის პროგრამის სტუდენტმა პარვინ მოზაფარიმ მონაწი...
27/10/2026

GEO/ENG

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მედიცინის პროგრამის სტუდენტმა პარვინ მოზაფარიმ მონაწილეობა მიიღო MEDCON’26 კონფერენციის ორგანიზებასა და სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც გაიმართა 23-25 ოქტომბერს და რომლის მთავარი თემა იყო ონკოლოგია.

იგი წარმოადგენდა სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩართული იყო სამეცნიერო პროცესების კოორდინაციაში, აკადემიური თანამშრომლობის განვითარებასა და აბსტრაქტების შეფასებაში, ჟიურის შერჩევის პროცესის ორგანიზებაში.

MEDCON-ის ისტორიაში პირველად, მისი ინიციატივით დაინერგა ონლაინ პოსტერ-პრეზენტაციის ფორმატი იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც კონფერენციაზე პირადად დასწრებას ვერ ახერხებდნენ. ამ ფორმატისთვის შემუშავდა წარდგენის ცალკე წესები და შეირჩა დამოუკიდებელი ჟიურის ჯგუფები.

აღნიშნული გამოცდილება ხელს უწყობს სტუდენტის სამეცნიერო და ორგანიზაციული უნარების განვითარებას და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობაში მის ჩართულობას.

Student of the Medicine Program at the School of Health Sciences of the University of Georgia, Parvin Mozaffary participated in the organization and scientific activities of the MEDCON’26 conference, which was held from October 23-25 and focused primarily on oncology.

She served as the Head of the Scientific Research Department and was involved in coordinating scientific processes, developing academic collaborations, evaluating abstracts, and organizing the jury selection process.

For the first time in MEDCON's history, upon her initiative, an online poster presentation format was introduced for participants who were unable to attend the conference in person. Separate submission guidelines were developed for this format, and independent jury panels were selected.

This experience contributes to the development of the student's scientific and organizational skills, as well as her engagement in international academic cooperation.

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე საქართველოს უნივერსიტეტში2026 წლის 29 ოქტომბერს, ...
26/10/2026

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე საქართველოს უნივერსიტეტში

2026 წლის 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაავადების რისკფაქტორებზე საზოგადოების ინფორმირება და სკრინინგის მნიშვნელობის ხაზგასმა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მოხსენებები თემებზე: გარემოს ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის გავლენა ძუძუს კიბოს რისკებსა და მის განვითარებაზე. აღნიშნული საკითხების განხილვა ხელს შეუწყობს სამეცნიერო ცოდნის გაზიარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის, დაავადების რისკფაქტორების გააზრებისა და პრევენციის მნიშვნელობის წარმოჩენას.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნის „მოთხრობები სკრინინგზე“ , პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ წიგნის ავტორებს, გაეცნონ გამოცემის შექმნის ისტორიას, მის მთავარ გზავნილებსა და სკრინინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

29 ოქტომბერი, 16.00 საათი
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია № 519

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

GEO/ENGმოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის, ლელა ინაიშვილის სამეცნიერო აბსტრაქტი -...
23/10/2026

GEO/ENG

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის, ლელა ინაიშვილის სამეცნიერო აბსტრაქტი - „Liver stiffness–based assessment of fibrosis stages in chronic hepatitis B patients in Georgia: associations with viral, clinical and demographic factors“ - გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Hepatology International (Springer Nature). ჟურნალი ინდექსირებულია Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, Journal Impact Factor (JIF) 7.8.

აღნიშნული აბსტრაქტი მომზადებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის — „საქართველოში ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ღვიძლის ფიბროზის ხარისხის ასოციაცია კლინიკურ, სოციო-დემოგრაფიულ და ქცევით ფაქტორებთან“ — შედეგების საფუძველზე და წარდგენილი იყო აზია-წყნარი ოკეანის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (Asian Pacific Association for the Study of the Liver — APASL) რიგით 35-ე ყოველწლიურ კონგრესზე APASL 2026, რომელიც 2026 წლის 22–25 აპრილს გაიმართა სტამბოლში, თურქეთი..

პუბლიკაციის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
APASL_2026_Istanbul. Hepatol Int 20 (Suppl 1), 1–806 (2026).
DOI:
https://doi.org/10.1007/s12072-026-11095-3

სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ფრუიძე
სამეცნიერო თანახელმძღვანელი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ბუწაშვილი

We are pleased to announce that a scientific abstract entitled “Liver stiffness–based assessment of fibrosis stages in chronic hepatitis B patients in Georgia: associations with viral, clinical and demographic factors,” authored by Lela Inaishvili, a PhD candidate at the School of Health Sciences, has been published in the international peer-reviewed scientific journal Hepatology International (Springer Nature), indexed in the Scopus database, with a Journal Impact Factor (JIF) of 7.8.

The abstract, is based on the findings of the doctoral dissertation entitled “Association of Liver Fibrosis stage with Clinical, Sociodemographic, and Behavioral Factors in Patients with Chronic Hepatitis B in Georgia”, and was presented at the 35th Annual Congress of the Asian Pacific Association for the Study of the Liver (APASL 2026), held in Istanbul, Türkiye, on April 22–25, 2026.

Scientific Supervisors:
Professor Nikoloz Pruidze MD, PhD
Professor Maia Butsashvili MD, PhD

Publication details:
APASL_2026_Istanbul. Hepatol Int 20 (Suppl 1), 1–806 (2026).
DOI:
https://doi.org/10.1007/s12072-026-11095-3

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

Home Hepatology International Article APASL_2026_Istanbul Abstracts Published: 04 August 2026 Volume 20, pages 1–806 (2026) Cite this article Save article View saved research Hepatology International Aims and scope Submit manuscript 879 Accesses Explore all metrics This is a preview of subscriptio...

🌎Open Lecture in the Global Burden of NCDs: ✈️Topic: Migration – Health and Behavioral Changes Among International Stude...
22/10/2026

🌎Open Lecture in the Global Burden of NCDs:
✈️Topic: Migration – Health and Behavioral Changes Among International Students

🗣Speaker: Mariam Lobjanidze, MPH; Head of the Public Health & Healthcare Management Department at the University of Georgia

📆Date & Time: October 27, 2026 | 14:00 (Tbilisi Time)

Zoom: mariam Lobjanidze is inviting you to a scheduled Zoom meeting.

Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/82478247567?pwd=nGnACR5J0jKg6mJxJnVqMcg2dKACIp.1

Meeting ID: 824 7824 7567
Passcode: 746298

#ჯანდაცვა #ჰანმრთელობისმეცნიერებებისსკოლა #საზოგადოებრივიჯანმრთელობა #მიგრაცია #საერთაშორისოსტუდენტები

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

GEO/ENGმიმდინარე წლის 15–17 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებმა მონა...
21/10/2026

GEO/ENG

მიმდინარე წლის 15–17 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - EUROPEAN ANATOMAGE CONFERENCE 2026, მილანი, იტალია. მონაწილეებს შესაძლებლობას მიეცათ გაცნობოდნენ ანატომიის სწავლების უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და განეხილათ ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები.

კონფერენციის ფარგლებში გამოიკვეთა ციფრული ანატომიისა და 3D ვიზუალიზაციის ლაბორატორიის შექმნის ინიციატივა, ხოლო Anatomage-ის გუნდმა გაითვალისწინა უნივერსიტეტის წარმომადგენლების რეკომენდაცია და საგანმანათლებლო პროგრამულ შესაძლებლობებს რეგიონული ანატომიის მიმართულება დაამატა.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ აქტიური გუნდის ნომინაციაში და გადაეცათ სერტიფიკატები.

კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ანატომიის სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით.

On October 15-17, 2026, representatives of the School of Health Sciences of the University of Georgia participated in the conference - EUROPEAN ANATOMAGE CONFERENCE 2026, held in Milan, Italy. Participants had the opportunity to familiarize themselves with the latest digital technologies in anatomy teaching, share professional experience, and discuss innovative educational approaches.

Within the conference, there was highlighted the initiative to create a digital anatomy and 3D visualization laboratory, while the Anatomage team took into account the recommendations of the university's representatives and added a regional anatomy direction to the educational software capabilities.

Representatives of the University of Georgia were awarded in the "Active Team" nomination and received certificates.

Participation in the conference is very important step towards developing innovative teaching technologies at the university, deepening international cooperation, and introducing modern approaches to teaching anatomy.

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

Address

77 A Kostava Str
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა / School of Health Sciences posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა / School of Health Sciences:

Shortcuts

Share